კურსდამთავრებულების ნამუშევრები - Motion Design

blog-detail-img

თანამედროვე ციფრული სამყარო დაწყებული სოციალური ქსელებიდან დამთავრებული სატელევიზიო შოუებითა და მხატვრული ფილმებით, წარმოუდგენელია Motion გრაფიკოსის გარეშე, რადგან ვიზუალურად გამართული და ხარისხიანი კონტენტი (ფილმის თრილერი, რილსი, კომერციული ვიდეო) არის ის რაც კონტენტს ყურებადს ხდის. 

შენ კი თუ დიზაინის სფეროში განვითარება გსურს, გეტყვი, რომ Motion Design ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სფეროა. მაგალითად, საქართველოში Motion გრაფიკოსის საშუალო ხელფასი 2500 ლარია, ხოლო თუ ფრილანს საიტებზე შევიჭყიტებით, ვნახავთ, რომ საათობრივი ანაზღაურება $28-$58 შორის მერყეობს.

ამ ბლოგში კი მინდა Motion Design-ის ყველაზე საინტერესო მხარეზე, პროექტებზე გიამბო. როგორც Commschool-ის ლექტორმა, გურიკა ჩოხელმა გვითხრა ყველა პროექტი უნიკალურია, შესაბამისად მათთან გამკლავების ერთადერთი გზა მუდმივად ახალი რაღაცების სწავლაა”. 

Motion Design: ფინალური პროექტები

ახლა კი მინდა ჩვენი სტუდენტების პროექტები გაგიზიარო, რათა უკეთესად აღიქვა თითოეული პროექტის უნიკალურობა.

ორივე პროექტი რასაც უყურებ ვაჟა დესპოტაშვილის შესრულებულია. პირველი ვიდეო ლოგოს, აიქონებისა და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიური ანიმაციაა.

მეორე ვიდეოში კი მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალი და ანიმაციაა შექმნილი. თუმცა მთელ ამ პროცესში არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მთავარია, საქმისადმი ისეთი სიყვარული და მხიარული განწყობა, როგორიც ვაჟას პროექტია.

Play Video

აქვე გეტყვი, რომ Motion Design-ის კურსის ბოლოს სტუდენტები მუშაობენ ფინალურ პრეოქტებზე, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო ტიპის ვიდეორგოლს ქმნიან. ეს კი ერეკლე სოსელიას ფინალური პროექტია, რომელზე მუშაობასაც ერეკლე ასე იხსენებს: 

“ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თითქმის ყველა იმ საკითხის გავლა გიწევს გონებაში, რაც აქამდე გისწავლია. ფიქრობ როგორ მიუდგე და როგორი სტილით გააკეთო – იყოს ძალიან მარტივი და სადა თუ დატვირთო მოძრაობებით.”

Play Video

ეს კი რეზიკო თოხაძის ფინალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც მან აპლიკაციის ფრომოუშენზე იმუშავა. რეზიკო ვიდეოედიტორია, გარდა ამისა, კურსის გავლამდე Digital Art-ში უკვე მოღვაწეობა, რამდენიმე Software-იც მაღალ დონზე იცის, ამიტომ ფიქრობდა, რომ შემდეგი ნაბიჯი After Effects-ის შესწავლა უნდა ყოფილიყო.

კურსის გავლის შემდეგ კი რეზიკო გვიზიარებს, რომ: “თუ აქამდე, ვიდეოსთვის საჭირო გრაფიკულ სთოქებს სხვადასხვა საიტებზე ვეძებდი და ხშირად არ იყო ისეთი, როგორიც მინდოდა, ახლა უკვე თავად შემიძლია შევქმნა საჭირო გრაფიკა.”

Motion Design: კურსის შესახებ

ვფიქრობ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კურსდამთავრებულებს მსგავსი კომპლექსური ხასიათის ფინალური პროექტების შექმნა სულ რაღაც 15 ლექციაში შეუძლიათ. 

აქვე გეტყვი, რომ Motion Design-ის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ:

  • გააცოცხლო ნებისმიერი გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაცია ან/და სხვა ვიზუალური მასალა
  • სარეკლამო რგოლების შექმნა, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, ფონების, ლოგოს, აიქონების და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიკური ანიმაცია, მობილური აპლიკაციის UI ანიმაცია, HUD ელემენტების ანიმაცია.
  • ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობა After Effects ში
  • 3D ეფექტის შექმნა After Effects-ში ფოტოებით და გრაფიკული ილუსტრაციებით
  • მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალის და ანიმაციის შექმნა
  • დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრება, პროექტის სირთულის და ბიუჯეტის განსაზღვრა, ორგანიზებულად მუშაობა
  • გამოიყენო მოუშენ დიზაინის ძირითადი პრინციპები, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მარტივი თუ კომპლექსური პროექტისთვისაა საჭირო.
  • რილსის და პორტფოლიოს შექმნა

Motion Design-ის პროგრამა

15 ლექცია 45 საათი 8 კვირა

თუ კურსდამთავრებულების სხვა ნამუშევრებიც გაინტერესებს, ბმულს გიტოვებ, სადაც უფრო მეტ საინტერესო რამეს აღმოაჩენ.  

მანამდე კი გეტყვი, რომ დღევანდელ სწრაფად განვითარებად და ცვალებად სამყაროში გადაწყვეტილებების მიღება დაკვირვებულად და გააზრებულად გვმართებს, ამიტომ თუ Motion გრაფიკოსობაზე ერთხელ მაინც გიფიქრია, გირჩევ გადადგა პირველი ნაბიჯი და ჩაეწერო უფასო კონსულტაციაზე 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება