Commschool-დან Burtula-ში - ქეთა ბუხაიძის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

ჩვენთან, Commschool-ში, ვამბობთ, რომ კონტენტია ყველაფერი და კონტენტია ყველგან. მრავალი ჩვენგანისათვის ყოველდღიურობა ხშირად მისით იწყება და მთავრდება, სწორედ ამიტომ, კონტენტ კრეატორის საქმეა, ყველაფერი, რასაც მარკეტინგულ კამპანიებში ხედავ, მაქსიმალურად მოერგოს შენს სურვილებსა და საჭიროებებს. ასე და ამგვარად, ისეთი უბრალო რამეც, როგორიც სოციალური მედიის ველია, შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ შეიძლება გადაიქცეს. 

ჩვენი კურსდამთავრებული, ქეთა ბუხაიძეც, კონტენტ კრეატორია. სანამ კონტენტ მენეჯმენტის კურსს გაივლიდა, ჩვენთან ციფრული რეკლამირების პროგრამაც დაამთავრა. ის გვიყვება, როგორ იკვლევს გზას მარკეტინგის სამყაროში და რატომ მივიდა კონტენტის შესწავლის გადაწყვეტილებამდე:

მარკეტინგი ბრჭყვიალა, მიმზიდველი და დაუსრულებელი შესაძლებლობების სამყაროა, სადაც თვითგამოხატვა უამრავი ფორმითა და მეთოდითაა შესაძლებელი. კონტენტ მენეჯმენტი ყველაზე ლოგიკური და მოკლევადიანი გზაა ამ სამყაროში შესაბიჯებლად, ინსპირაციის წყაროების მოსაკრებად და შემოქმედებითი აზროვნების კიდევ უფრო გასაშლელად. Commschool-ში კონტენტამდე Digital Advertising გავიარე, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, თუ რამდენად ავსებს ეს ორი მიმართულება ერთმანეთს.

როგორც ქეთა ამბობს, ეს სამყარო მისთვის ჯერ კიდევ ახალი და შეუცნობელია, ჯერ კიდევ ცდისა და “გასინჯვის” ეტაპზეა. სწორედ ამიტომ მოეწონა ასე ძალიან ლექციები: აქ არ არსებობს სწორი და არასწორი, საინტერესო და საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანები კი დაუზარებლად გიზიარებენ გამოცდილებას.

კონტენტის კურსის თითოეული ლექცია სამ საათიანი თავდავიწყება იყო. შემოქმედებისთვის ნამდვილი სიამოვნების კორიანტელია. წარმოიდგინეთ, ლექციის განმავლობაში ლექტორი სხვადასხვა ფორმის კონტენტის უამრავ მაგალითს გაჩვენებს და გონებაში შთაგონების წყარო კი არა, ნამდვილი აზვირთებული მდინარე მოჩქეფს, რომელიც აღარც კი იცი საით მიმართო. ლექტორი არ მიგითითებს რა არის სწორი და რა არა, უბრალოდ ბევრ რამეს გიყვება და გაჩვენებს - დანარჩენი შენზეა. ვფიქრობ, ეს ასეც უნდა იყოს, აქ სწორი და არასწორი არ არსებობს.

კურსის განმავლობაში, ყველა „ქომსქულელი“ მუშაობს დავალებაზე, რომელსაც ფინალური პროექტი ჰქვია და რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული რეალურ პროექტს. ეს გამოცდილება საშუალებას გაძლევს, მოსინჯო შენი თავი და შესაძლებლობები; ისწავლო, როგორ გაუმკლავდე გამოწვევებს, სანამ უშუალოდ შეხვდები მათ. პროგრამის დასრულების შემდეგ კი შენს ნამუშევარს ამაყად შეგიძლია მიუჩინო ადგილი პორტფოლიოში. 

ქეთას თქმით, სწორედ ფინალურ პროექტზე მუშაობისას დარწმუნდა, რომ საყვარელი სფერო ჰქონდა არჩეული. მან ჯაზ-კაფე Singer-ისთვის შექმნა ახალი კონტენტ კამპანია და ისევე ისიამოვნა პროექტის მსვლელობით, როგორც მისმა აუდიტორიამ – საბოლოო შედეგებით. 

თუმცა ქეთასთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა არა დასასრულის მომასწავებელი, არამედ პირიქით, რაღაც ახლის დასაწყისი აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, ორი პროგრამის გავლის შემდეგ მიხვდა, რომ მისი მთავარი სურვილი საქმიანობის შემოქმედებითობასთან კავშირია, რათა მისი კარიერა მუდმივად კრეატიული გადაწყვეტების და პროცესების გენერირება იყოს. კონტენტისა და ციფრული მარკეტინგის სწავლამ კი საშუალება მისცა, ამ სურვილისკენ გადაედგა ნაბიჯები და ახლა უკვე კრეატიულ სააგენტოში გაეგრძელებინა მათი ახდენა:

Commschool-ში არა მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის მიღება შეგიძლია ნამდვილი პროფესიონალებისგან, არამედ Commschool-ის გუნდი კურსის დამთავრების შემდეგაც არ ემშვიდობება თავის სტუდენტებს და ცდილობს, მათ კარიერული განვითარების საწყისი ნაბიჯების გადადგმაში მაქსიმალურად დაეხმაროს. არაერთი შემოთავაზება მიმიღია მათგან და საბოლოოდ არჩევანი სააგენტო "ბურთულაზე" გავაკეთე. მათ გუნდს აგვისტოდან შევუერთდები.

მოდი, იმასაც გეტყვი, რა ხდება Content Management-ის კურსზე. პროგრამის განმავლობაში იღებ საჭირო ცოდნას იმისთვის, რომ კონტენტ კამპანია შექმნა ნებისმიერ იდეაზე, სასურველ ბრენდზე / კომპანიაზე / სტარტაპზე, რომელსაც აქვს მთავარი მესიჯი, Background, Tone of voice და ინსაითი. რაც მთავარია, ისწავლი, როგორ ჩაუშვა იგი სხვადასხვა სოციალურ მედია არხში, გაეცნობი თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებულ განსხვავებულ მიდგომას. ამ გაკვეთილების შემდეგ შეგეძლება:

ვისთვისაა ეს კურსი? ყველასთვის, ვინც არის ან უნდა, რომ იყოს შემოქმედი. ვისაც აქვს საკუთარი ბრენდი ან ემუშავება სხვადასხვა ბიზნესს, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ამ სფეროში ხედავს საკუთარ თავს. 

როგორც ქეთა გეტყოდა, უკვე ორგზის კურსდამთავრებულია და მესამედაც ფიქრობს ჩვენთან შემოერთებას, ამიტომ, ისედაც ნათელია, როგორ აფასებს Commschool-ს. მისი თქმით, სამომავლო განვითარებაში მიღებული ცოდნა ძალიან გამოადგება, ის ადამიანები კი, რომლებიც კურსის მეშვეობით გაიცნო, შთაგონების ულევ წყაროს აწვდიან. 

რამდენი მიზეზია რატომაც ქომსქულის თუნდაც ერთი კურსის აღება ღირს! მთელი კურსის განმავლობაში საორგანიზაციო გუნდი გვერდში მედგა და თითოეულ ჩემს პრობლემაზე მყისიერი უკუკავშირი ჰქონდათ. ლექტორი უბრალოდ შესანიშნავია! მომავალში ვიცი საინტერესო რაღაცებს შევქმნი და მისი წვლილი ამაში ძალიან დიდი იქნება. Commschool-ის კურსების სილაბუსებიც იმგვარადაა დალაგებული, რომ მაქსიმალურად სიღრმისეული ცოდნით დაამთავრო პროგრამა.

თუ შენც ჩაგითრია მარკეტინგის „ბრჭყვიალა, მიმზიდველმა და დაუსრულებელი შესაძლებლობების“ სამყარომ, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, დიდხანს ნუ იყოყმანებ. Content Management-ის კურსზე შემოგვიერთდი. ქვემოთ ბმულს დაგიტოვებ და აბა, შენ იცი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება