IT Project Management-ის კურსიდან Professional Scrum Master I-ის სერტიფიკატამდე - ნინო კვინიკაძე

blog-detail-img

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, IT პროფესიონალებზე მოთხოვნა იზრდება. IT პროექტების მენეჯერის კომპეტენციაში შედის დაინტერესებული მხარეების ინტერესების ისე გაითვალისწინება, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს და საბოლოო IT პროდუქტი ყველასთვის მისაღები იყოს.

PMI-ს გამოკითხვის მიხედვით, IT Project Management N1 პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე სწრაფად იზრდება 33%-იანი მაჩვენებლით. საქართველოში კი IT პროექტების მენეჯერების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000₾-ია.

თუ გსურს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში მოგიყვები IT PM-ის კურსდამთავრებულ – ნინო კვინიკაძეზე, რომელიც გვიამბობს 0-დან PSM I-ის (Professional Scrum Master I-ის) სერტიფიკატამდე გავლილ გზას.

კურსის დაწყებისას ნინოსთვის აიტი სფერო სრულიად ახალი გამოწვევა იყო. მას შემდეგ რაც პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, Commschool-ის კურსისა და ლექტორის დახმარებით შეძლო წარმატებით შეესრულებინა ფინალური პროექტი, რომელიც Commschool-ის კურსების განუყოფელი ნაწილია.

ამ დრომდე, ამ მიმართულებით, არანაირი ცოდნა/გამოცდილება არ მქონია. სწავლა დავიწყე ნულიდან, თუმცა, კურსის ბოლოს, დავწერე პროექტი, რაც კურსის დასაწყისში შეუძლებლად მიმაჩნდა.

თუ არ იცი გეტყვი, რომ ქომსქულის IT Project Management-ის კურსი მოიცავს მეთოდოლოგიებს, რომელიც ამჟამად გამოიყენება IT პროექტების მართვის პროცესში. აქცენტი კი გაკეთებულია Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობაზე Scrum Framework-ის მიხედვით, რომელსაც წამყვანი კომპანიები იყენებენ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე.

გაეცანი კურსის დეტალებს

13 ლექცია | 7 კვირა | 39 საათი

იქიდან გამომდინარე, რომ ქომსქულის კურსები პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას მოიცავს, ნებისმიერი დამწყებისთვის მარტივად ასათვისებელი და აღსაქმელია ახალი პროფესია. ნინოს თქმით, სწორედ პრაქტიკული დავალებები იყო ის, რამაც მას საშუალება მისცა დამოუკიდებლად ემუშავა ფინალურ პროექტზე, რამაც გაუჩინა სურვილი და მოტივაცია სწორედ ამ მხრივ განევითარებინა საკუთარი თავი.

მსურს, მომავალში აღნიშნული მიმართულებით განვაგრძო მოღვაწეობა და განვვითარდე, სწორედ ამიტომ, ჩავაბარე Professional Scrum Master I-ის გამოცდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კურსს და კონკრეტულად ლექტორს.

PSM I (Professional Scrum Master I) სერტიფიკატი საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხურია IT PM-ის სფეროში, განსაკუთრებით მაშინ, როცა IT სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამ. 

PSM I აღიარებულია ინდუსტრიის მიერ, როგორც სერთიფიკატი, რომელიც აჩვენებს Scrum-ის ცოდნის ფუნდამენტურ დონეს. როგორც PSM I სერთიფიკატის მფლობელი, შენ ამტკიცებ, რომ გესმის Scrum Framework, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე – ანუ როგორ გამოიყენება ის Scrum Teams-ში. PSM I-ს მფლობელებს აქვთ Scrum-ისადმი თანმიმდევრული ტერმინოლოგია და მიდგომა.

ასე რომ, თუ დაინტერესებული ხარ IT Project Management სფეროთი და გსურს მოკლე დროში 0-დან დაეუფლო ამ პროფესიას, დაიწყე სწავლა 3 ივნისიდან!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება