როგორ უნდა გახდე QA ინჟინერი (ტესტერი)?

blog-detail-img

ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი (QA Engineer ან QA Tester) პასუხისმგებელია ახალი პროგრამული პროდუქტების სწორად მუშაობის უზრუნველყოფაზე  სანამ ეს პროდუქტი უშუალოდ მომხმარებლამდე მიაღწევს. აპლიკაციის ტესტირებისა და პრობლემების აქტიურად ძიებისას ისინი რწმუნდებიან, რომ ყველა კომპიუტერულიი პროგრამა აკმაყოფილებს კომპანიის სტანდარტებს.

თუ შენც გსიამოვნებს პრობლემების გადაჭრა და დაინტერესებული ხარ პროგრამული უზრუნველყოფით, მაშინ სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში მოგიყვები ყველაფერს იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლია გახდე QA ინჟინერი და რა პასუხისმგებლობები ახლავს თან ამ პროფესიას.

ვინ არის QA ინჟინერი?

QA ინჟინერი ზედამხედველობს კომპიუტერული პროგრამის ტესტირებასა და ხარისხის მართვას, პროდუქტის ან აპლიკაციის გამოშვებამდე. ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად QA Engineer-ის ან QA Tester-ის სახელით მოიხსენიებენ.ახალი პროგრამის შესაძლო პრობლემების მოსაძებნად და გამოსავლენად, ისინი გეგმავენ და ახორციელებენ ტესტირებას მისი განვითარების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გუნდთან აპლიკაციის ტესტირებასა და დოკუმენტაციაზე, რათა დაადასტურონ, რომ ის სწორად მუშაობს მის საჯაროდ გამოშვებამდე. QA ინჟინერმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა აკმაყოფილებდეს ან აღემატებოდეს როგორც კომპანიის, ასევე მარეგულირებელ სტანდარტებს.

რას აკეთებს ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი?

QA ინჟინერი ზედამხედველობს პროგრამული პროდუქტის შემუშავების მთელ პროცესს. ისინი წინასწარმეტყველებენ მომხმარებლის ქცევას და წერენ ტესტის შემთხვევებს პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რათა დაადასტურონ, რომ აპლიკაცია მუშაობს სწორად და აკმაყოფილებს სტანდარტებს. ისინი ასევე მოკავშირე რგოლი არიან აპლიკაციის მომხმარებლებსა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გუნდის პროგრამისტებს შორის.

QA ინჟინრები ასრულებენ მრავალფეროვან დავალებებს ყოველკვირეულად ან თუნდაც ყოველდღიურად. აქვე გეტყვი მათ მიერ შესრულებული მოვალეობების რამდენიმე მაგალითს:

  • ქმნიან მითითებებს კომპანიის ხარისხის სტანდარტიისთვის;
  • რწმუნდებიან რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს;
  • ანხორციელებენ ავტომატურ და ხელით კონტროლირებად სკრიპტებს;
  • შეისწავლიან და ადგენენ პროგრამული შეცდომების გადაჭრის შესაძლო გზებს;
  • თვალყურს ადევნებენ საკითხებს, რათა დარწმუნდნენ, რომ კომპუტერული პროგრამის შემქმნელი გუნდი საჭირო შესწორებებს გააკეთებს, სანამ პროდუქტი კლიენტისთვის ჩაეშვება;
  • ინახავენ ყველა ტესტურიი ცდის დეტალურ დოკუმენტაციას;
  • უზრუნველყოფენ, რომ დეველოპერთა გუნდი აკმაყოფილებს დავალებების ვადებს;
  • ატარებენ უსაფრთხოების საფუძვლიან ტესტირებას კომპიუტერული პროგრამისა და სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • ამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი ყველა სამთავრობო რეგულაციასა და ბაზრის მითითებებს;
  • მართავენ კომპიუტერული პროგრამისა თუ აპლიკაციის გაშვებას და თვალყურს ადევნებენ შემდეგ ეტაპებს;

QA ინჟინრების უმეტესობა მუშაობს ტექნოლოგიურ ან საფინანსო ინდუსტრიებში, როგორიცაა კომპიუტერული ან ელექტრონული წარმოება, კომპიუტერული დიზაინის კომპანიები ან პროგრამული უზრუნველყოფის გამომცემლები.

როგორ გავხდეთ QA ინჟინერი

ეს არის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგიძლია, რომ გახდე QA ინჟინერი:

1. სასურველი სფეროდან გამომდინარე აირჩიე რომელ პროგრამულ ენაში სპეციალიზდები

QA ინჟინრის პოზიციებისთვის რეკომენდებულია ისწავლო კოდირება ობიექტზე ორიენტირებულ ენაზე (OOP), როგორიცაა Java, C# ან Python. აირჩიე კონკრეტული პროგრამირების ენები, რომ ისწავლო, იმის მიხედვით, თუ რა სფეროში გსურს განვითარება. მაგალითად, ვებ QA ინჟინერმა უნდა იცოდეს – HTML, CSS და JS.

2. ეძებეთ სტაჟირებები ან სახელშეკრულებო პოზიციები

სწავლის პროცესშივე მოიძიე სტაჟირების შესაძლებლობები ან საკონტრაქტო პოზიციები. ეს როლები გავლენას ახდენენ შენს რეზიუმეზე და დროებითი კონტრაქტის თანამდებობა შეიძლება იყოს კარგი გზა, კოლეგების ქსელის შესაქმნელად.

3. ტექნიკური უნარების განვითარება და დახვეწა

ტექნოლოგია სწრაფად ცვალებადი სფეროა, ამიტომ მნიშვნელოვანია ფეხი აუწყო მიმდინარე ტენდენციებსა და მიღწევებს ინდუსტრიაში. განაგრძე შენი პროფესიული უნარების განვითარება თვითშესწავლის კურსებით, რომელთაგან ბევრი ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში.

4. მიიღე პროფესიული სერთიფიკატი

პროფესიული სერთიფიკატის მიღებამ შეიძლება შექმნას შესაძლებლობა უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოებისთვის.

5. შექმენი ტექნიკური რეზიუმე და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პორტფოლიო

ტექნიკური რეზიუმე, რომელიც გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერება, მოიცავს შენს ტექნიკურ გამოცდილებასა და უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სამუშაო პოზიციისთვის.

პორტფოლიო კი აჩვენებს შენს პროფესიულ პროექტებსს და მიღწევებს; ხაზს უსვამს შენს შესაძლებლობებსა და გამოცდილებას პერსპექტიული დამსაქმებლებისთვის. ეს ძირითადად ვებ-გვერდია, სადაც დეტალურად აღწერ ვინ ხარ, როგორ დაგიკავშირდნენ და ასახავს შენს მიერ დასრულებული პროექტების საუკეთესო ნიმუშებს.

6. დაიწყე სამუშაოს ძებნა და მოემზადე გასაუბრებისთვის

სამუშაოს ძიების დაწყებისას მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ტექნიკური გასაუბრება რთული პროცესია. სტანდარტული ინტერვიუს კითხვებზე პასუხების მომზადების გარდა, მზად იყავი გამოცდილების დემონსტრირებისთვის შენს სპეციალობასთან დაკავშირებულ სფეროებში.

საჭირო კვალიფიკაციები, რომ გახდე QA ინჟინერი

ორგანიზაციებს ექნებათ სპეციფიკური კვალიფიკაციები, რაც დამოკიდებულია შემუშავებული პროდუქტის ტიპზე, მაგრამ არსებობს რამდენიმე საერთო კვალიფიკაცია QA ინჟინერებისთვის:

  • ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიების გააზრება და მათი გამოყენება;
  • ტესტირებისა და ტესტირების დაგეგმვის ცოდნა სკრიპტებითა და ავტომატიზაციის ხელსაწყოებით;
  • შემუშავების პროცესში მყოფი კომპიუტერული პროგრამების სატესტო შემთხვევების შექმნის შესაძლებლობა, კოდში არსებული შეცდომების შესამოწმებლად;
  • ტესტირების დროს აღმოჩენილი შეცდომების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტაციის შესაძლებლობა;
  • Agile მეთოდოლოგიების ცოდნა და პრაქტიკა;

QA ინჟინერები უნდა იცნობდნენ პროგრამირების ენებს, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად. მათ მიერ გამოყენებული პროგრამირების ყველაზე გავრცელებული ენებია: Java, JavaScript, Python, Ruby, C, C#, PHP, Unix scripting.

QA ინჟინერისთვის საჭირო უნარები

არსებობს უნარების ფართო სპექტრი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გახდე წარმატებული QA ინჟინერი. ამ პოზიციიაზე გასანვითარებლად ყველაზე მნიშვნელოვანი უნარებია:

ყურადღების გამახვილება დეტალებზე

პროგრამული შეცდომების ძიება, მათი გამოსწორების მთელი პროცესის გაყოლა, შემდეგ მათი ხელახლა შექმნის მცდელობა, მოითხოვს დეტალებზე კონცენტრაციასა და დაკვირვების შესანიშნავ უნარებს. მთელი პროცესის განმავლობაში აუცილებელიია ჩანაწერების ზედმიწევნითი შესწავლა და ეს ასევე მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულობას.

კომუნიკაციის უნარი

განსაკუთრებული კომუნიკაციის უნარები აუცილებელია სხვადასხვა ასპექტში. QA ინჟინერი მჭიდროდ თანამშრომლობს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გუნდთან, რათა დარწმუნდეს, რომ ხარისხის მოლოდინები ნათელია და ასევვე უზრუნველყოს, პროექტების გაწერილ დროში შესრულება. ისინი ასევე შუამავლები არიან დეველოპერთა გუნდის, პროექტის მენეჯერისა და საბოლოო კლიენტს შორის. გარდა ამისა, QA ინჟინერს უნდა ჰქონდეს უნარი არატექნიკურ ადამიანებს აუხსნას ტექნიკური კონცეფციები.

წერილობითი კომუნიკაციის უნარები ასევე მნიშვნელოვანია, რადგან QA ინჟინერს უნდა ჰქონდეს შესანიშნავი დოკუმენტაციისა და ჩანაწერების შენახვის უნარები.

კვლევის უნარები

დიზაინის ხარვეზების გამოსაკვლევად და გამოსასწორებლად, QA ინჟინერს უნდა შეეძლოს გამოიყენოს მოწინავე კვლევითი უნარები ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის.

თანმიმდევრულობა და გამძლეობა

საჭიროა მოთმინება და შეუპოვრობა, რადგან ეს სპეციალობა მოცავს პრობლემების პოვნასა და გადაწყვეტილებების მიღებას. QA ინჟინერი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და თანმიმდევრული.

დროის მენეჯმენტი

QA ინჟინერმა უნდა დასახონ მკაცრად განსაზღვრული ვადები. ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ განვითარების პროცესის ყველა ფაზაში, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტში ჩართული მთელი გუნდი ასევე აკმაყოფილებს ყველა ვადას.

კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარები

QA ინჟინერს უნდა შეეძლოს შეცდომების და დიზაინის პრობლემების იდენტიფიცირება და მათიი მოგვარება პროდუქტის გამოშვებამდე. ეს კი მოითხოვს გაძლიერებულ ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნების უნარებს.

კარიერული განვითარება

როგორც იცი მოთხოვნა ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში ჩართულ პირებზე დღითიდღე იზრდება, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 3000 ლარია; ხოლო თუ ფრილანს პლატფორმებსაც გამოიყენებ, კიდევ უფრო გაზრდი შენს შემოსავალს, მაგალითად, Upwork-ზე QA ინჟინერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 25 დოლარია.

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ამ პროფესიით დაინტერესდი, მნიშვნელოვანია ისიც იცოდე, თუ როგორი კარიერული გზა გელის წინ. QA Tester-ის პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებაში მდგომარეობს, შესაბამისად ამ პროფესიის დაუფლების შემდეგ შენ შეგიძლია გახდე:

● Test Architect – გეგმავს, ხელმძღვანელობს და სტრატეგიულ მიმართულებას აძლევს ტესტირებას კონკრეტული პროდუქტისთვის (ან ორგანიზაციულ დონზე), ასევე არჩევს ტესტირებისთვის საჭირო ხელსაწყოებს და მართავს სატესტო მონაცემებს.

● Test Analyst – ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის პროდუქტი. ის ქმნის ტესტირების დიზაინს, მის საფუძველზე ამზადებს ტეტს ქეისებს და ტესტირების პაკეტებს, რაც დამხმარეა ცდომილებების აღმოჩენის პრევენციისთვის. 

● Test Manager – ტესტირების აქტივობებისა და რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აფასებს გასატესტ პროდუქტს, გეგმავს, ხელმძღვანელობს და მართავს მის ტესტირებას.

● QA Team Lead – ფაქტობრივი ლიდერი ზემოთ ჩამოთვლილი განხრებისა, რომელიც პასუხისმგებელია კადრების აყვანასა და გუნდის ეფექტურად მუშაობაზე

როგორც ხედავ ხარისხის უზრუნველყოფა ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია, ამიტომ QA სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნაა. თუ დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, გაქვს ის უნარები რაც ბლოგში იხილე, შემოგვიერთდი! Digital Product Testing & QA-ს კურსი სწორედ ამ უნარების დახვეწაში დაგეხმარება.

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება