გურანდა დარჩიძის ფინალური პროექტი - Content Management

blog-detail-img

თუ სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნა შენთვის საინტერესოა და შენს პროფესიადაც სიამოვნებით აქცევდი, მაშინ Commschool-ის კონტენტ მენეჯმენტის კურსმა შესაძლოა, დაგაინტერესოს: კონტენტ კამპანიის დამოუკიდებლად წარმართვისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ დეტალთან ერთად კონტენტის კრეატიულ იდეებამდე მისასვლელი გზის კონტროლსაც ისწავლი.  კონტენტის კურსდამთავრებულის, გურანდა დარჩიძის აზრით, კურსი მას სწორედ კრეატიული აზროვნების პატერნის ჩამოყალიბებაში დაეხმარა: 

Commschoolკურსი ძალიან დამეხმარა, მთელი პროცესი დამენახა უწყვეტ ჯაჭვად, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს: აქ კარგად ხვდები, როგორ დაგეგმო სამუშაო, მოიფიქრო იდეები და მიიტანო შესაბამის აუდიტორიამდე. ასევე, გასწავლიან, რა გაითვალისწინო მუშაობისას და სად მოიძიო საჭირო ინფორმაცია.

7-კვირიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში გურანდამ კონტენტ კამპანიის დაგეგმვა-ჩატარების, მედიაში გაშლისა და აუდიტორიამდე სწრაფად და ეფექტურად მიტანის უნარები შეიძინა; ამისათვის ის კურსის განმავლობაში თეორიასთან ერთად პრაქტიკულ დავალებებსაც ასრულებდა; როგორც თავად აღნიშნავს, საბოლოო, ფინალური დავალება განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა:

ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. გამოცდა ისე იყო შედგენილი, რომ თეორიულ ნაწილში მიღებული ცოდნის მთლიანად გამოყენება მოგვიწია, შედეგად კი აშკარად დავინახე, რა და რამდენად სწორად გამიაზრებია.” 

აქვე, გაეცანი გურანდას ნაშრომს: 

გურანდამ ფინალური ნაშრომის თემატიკა თავად შეარჩია: წარმოსახვითად, თავის დამკვეთად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აირჩია, რომლისთვისაც წერილების წერისა და ბიბლიოთეკის მიმართ ინტერესის გასაღვიძებელი კამპანია დაგეგმა. რა განცდა გექნებოდათ, ფეისბუქზე მარო მაყაშვილისა და ვირჯინია ვულფის წარმოსახვით მიმოწერას რომ გადაწყდომოდით? ჰიჩკოკისა და ლინჩის? და რა განცდა გექნებოდათ, თქვენ თუ მიიღებდით ფოსტით მარკიან, ძველებურ წერილს?

“ფინალურ პროექტზე თავიდან ცოტა ვნერვიულობდი. ზოგადად, მგონია, რომ სრულყოფილი კამპანიის გაკეთებას ბევრი ადამიანის გამოცდილება, ცოდნა და უნარ-ჩვევები სჭირდება, მაგრამ ფინალურ პროექტზე მუშაობისას მივხვდი, რომ მონდომებით შესაძლებელია, დამოუკიდებლადაც გაართვა თავი, მით უმეტეს, როცა თეორიული ცოდნა უკვე გაქვს. ყველაფერი შენზე რომ ხდება დამოკიდებული, სასიამოვნოცაა და საპასუხისმგებლოც.”

საერთო ჯამში, გურანდასთვის კურსის გავლა ინფორმაციულთან ერთად სასიამოვნოც აღმოჩნდა:

ჩემთვის კურსი, პირველდან ბოლო ლექციამდე, ერთი სასიამოვნო თავგადასავალი იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ Zoom-ის სამსაათიან ლექციებს მოუთმენლად დაველოდებოდი, მაგრამ ასე იყო😊!”

ამ ყველაფერს კი, გურანდას თქმით, დიდი გამოცდილების მქონე ლექტორის რჩევები და ჯგუფური ატმოსფერო კიდევ უფრო სრულყოფილს ხდიდა:

მნიშვნელოვანია, რომ კურსს გიკითხავს ტრენერი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს. თუმცა პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჯგუფის მონაწილეებთან ურთიერთობა, რომლებიც სხვადასხვა ბექგრაუნდითა და გამოცდილებით მოდიან. ყველაფერს ერთმანეთს უზიარებთ და თვალსაწიერსაც იფართოვებ

გურანდას აზრით, Commschool-ის კონტენტ მენეჯმენტის კურსი ყველაფერთან ერთად თავისი სტუდენტების დროის რესურსსაც ზოგავს, რამდენადაც მინიმალურ დროში მაქსიმალურს აწვდის:

კურსი ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობას აპირებს. ეს კურსი დაეხმარებათ, დაზოგონ დრო და სწორ გზაზე დადგნენ თვითგანვითარების თვალსაზრისით.”

კურსი ნებისმიერი ადამიანისთვისაა, რომელსაც უნდა, რომ გახდეს შემოქმედი -კრეატორი, სურს ბრენდისა და მისი აუდიტორიის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი კონტენტ კამპანიისთვის კრეატიული იდეების მოფიქრება და დამოუკიდებლად დაგეგმვა, კამპანიის ელემენტების (ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა) მომზადება და რაც მთავარია, კამპანიის დამოუკიდებლად ჩატარება – ეს ის უნარებია, რომლებსაც კონტენტ მენეჯმენტის კურსზე შეისწავლი. შემოგვიერთდი👇


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება