გრაფიკული დიზაინის კურსიდან Windfor's-ში - თამთა გვალიას კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

ჩემი აზრით, Commschool არის თავგადასავალი, ადგილი, სადაც შენს თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას შეძლებ“. – თამთა გვალია გრაფიკული დიზაინის ტოპ  კურსდამთავრებულებს შორის მოხვდა და Alumni Club-ის ფარგლებში გარანტირებული სტაჟირება “Windfor’s”-ში გაიარა.

რა არის Alumni Club? კლუბის ფარგლებში Commschool-ის კურსდამთავრებულები ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს იღებენ ისეთი პარტნიორი კომპანიებისგამ, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, JWT Metro, Redberry და სხვა. შეგიძლია, აქვე, სხვა კურსდამთავრებულების წარმატების ისტორიებიც იხილო.

თამთა სტაჟირებაზე მიღებული გამოცდილებით ძალიან კმაყოფილია:

გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ, სტაჟირება “Windfors”-ში დავიწყე. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ესეთი პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდში ხვდები. კრეატიული დირექტორების დახმარებით, მაქსიმალურად ვიყავი ჩართული როგორც დიზაინის, ისე კრეატივის მიმართულებით, რაც ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა სწავლის პროცესს. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, იქ გატარებული დრო ჩემთვის პროდუქტიული და რაც შეიძლება, მეტი ინფორმაციის მომცემი ყოფილიყო. უდიდესი მადლობა მათ და Commschool-ს ამ შესაძლებლობისთვის”.

თამთასთვის Commschool-ში მიღებულმა გამოცდილება დიდი როლი ითამაშა მის შემდგომ კარიერულ განვითარებაში:

ზოგადად, Commschool-მა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემთვის ახალი პროფესიის შეცნობაში და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გამიჩნდა ვისწავლო მეტი და გავიღრმავო ცოდნა, რათა შევძლო სამომავლოდ ამ სფეროში თავის დამკვიდრება. ძალიან მეამაყება, რომ ვარ “ქომსქულელი” და ყველას მინდა ვურჩიო, რომ არასოდეს შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიება და განვითარება“.

Commschool-ში გრაფიკული დიზაინის პროგრამა 7 კვირას, ანუ 14 ლექციას მოიცავს. კურსის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან  Illustrator-სა და Photoshop-ში დამოუკიდებლად მუშაობას, ვიზუალის სტილისტურად, შინაარსობრივად და ტექნიკურად გამართვას, კურსის ბოლოს კი შეეძლებათ თავიანთი პორტფოლიო შეკრან. პროგრამა კი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აქვს ინტერესი და სფეროს შესწავლის სურვილი.

ამგვარად, თუ შენც გინდა გრაფიკული დიზაინის სწავლა და შედეგად, კარიერულად განვითარება, დარეგისტრირდი პროგრამაზე, გახდი “ქომსქულელი” და შექმენი შენივე წარმატების ისტორია!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება