"ლუტეციის" რებრენდინგი - თამთა გვალიას ფინალური პროექტი

blog-detail-img

როგორ ფიქრობთ, რა დრო გჭირდებათ იმისთვის, რომ სრულიად ნულიდან გრაფიკულ დიზაინერად იქცეთ? რა დრო დაგჭირდებათ, რომ არსებულ ბრენდებს, გემოვნებიანი რებრენდინგი გაუკეთოთ? თვალი გადაავლეთ გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, თამთა გვალიას, ფინალურ ნამუშევარს – LUTECIA-ს რებრენდინგს:

თამთამ დიზაინის ტექნიკურად, შინაარსობრივად და სტილისტურად დახვეწა Commschool-ის გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი  ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ მოახერხა.

კურსის განმავლობაში, ყოველი ლექციის ბოლოს მიცემული შრომატევადი დავალებებით Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენება შეისწავლა. თუმცა, გარდა ამისა, კურსმა მას განუვითარა ხედვა, როგორი უნდა იყოს გამართული დიზაინი:

“ LUTECIA-ს რებრენდინგზე მუშაობის დროს, ვცდილობდი, ისეთი ლოგო და ფერები ამეღო, რომელიც უფრო მსუბუქს და თანამედროვეს გახდიდა არსებულ ბრენდს.”

მთელი ამ პროცესის განმავლობაში კი, როგორც აღნიშნავს, ლექტორისგან მუდმივ მხარდაჭერას გრძობდა: “რედიზაინზე მუშაობის პროცესში ლექტორისგან ვიღებდი ზუსტ რჩევებს, რაც მაძლევდა მოტივაციას.”

როგორც თამთა ამბობს, იმდენად ძლიერ ჯგუფში მოხვდა, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა, მაინც უჭირდა იმის წარმოდგენა, რომ ტოპ 3 საუკეთესო სტუდენტს შორის ისიც მოხვდებოდა: “მაგრამ, როდესაც Commschool-დან დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი იღბლიანი ამ სამი ადამიანიდან, ვერ დავიჯერე, სიხარულისგან ისე დავიბენი, რა ვუპასუხე – აღარც მახსოვს ”  (მისი სიხარული, ალბათ, არ გიკვირთ – კურსის ტოპ სამ სტუდენტს ხომ კრეატიულ სააგენტოში სტაჟირების შანსი ეძლევათ! P.S. უშუალოდ სტაჟირება რომ დაიწყება, მაშინაც არ მოგაკლებთ თამთას წინსვლის შესახებ ინფორმაციას)

თავისი შედეგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობად თამთა სწორედ Commschool-ის გუნდის ორგანიზებულობასა და ნებისმიერ მომენტში კონსულტირებისთვის მზადყოფნას აღნიშნავს: “Commschool არის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი. გუნდის თითოეული  წევრი არის მოწესრიგებული, ორგანიზებული და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში მზად არის, დაგეხმაროს.”

საბოლოოდ, რაც მთავარია, თამთას აზრით, მან სწორი გზა აირჩია, როცა Commschool-ში მოვიდა: “ძალიან პროდუქტიულმა და მრავალფეროვანმა ლექციებმა, ასევე ლექტორის საინტერესო და სასარგებლო რჩევებმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ სწორი გზა ავირჩიე.”

აქვე გაგიზიარებთ თამთას ერთ-ერთ ილუსტრაციასაც:

Commschool-ის გრაფიკული დიზაინის პროგრამით, სულ რაღაც 2 თვეში, თავისი და ლექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, თამთამ არაფრიდან დახვეწილი დიზაინის შექმნისთვის საჭირო უნარები შეიძინა და კარიერული განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. იმავეს მიღწევა თქვენც შეგიძლიათ.

Commschool-ში გრაფიკული დიზაინის პროგრამა ეს ეს არის, დამთავრდა. ახალი კურსის მიღება კი უკვე დაიწყო. შემოგვიერთდი 👇

 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება