ამბები გრაფიკული დიზაინის კურსიდან - შაბუკა გუნია

blog-detail-img

ტექნოლოგიების საუკუნეში, გრაფიკულმა დიზაინმა დიდი პოპულარობა მოიპვა და დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავე პროფესიაა. გრაფიკული დიზაინის გამოიყენება ხდება თითქმის ყველა სფეროში სარეკლამო კამპანიებისთვის თუ მომხმარებლისთვის პროდუქტისა და სერვისის სწორი, ორიგინალური გზით მიწოდებისთვის.

ასე რომ, თუ დაინტერესებული ხარ გრაფიკული დიზაინით, გსურს 0-იდან შეისწავლო საჭირო ტექნიკები (მაგალითად Adobe Photoshop და Adobe Illustrator) და გქონდეს დასაქმების მაღალი პერსპექტივა, ეს ბლოგი შენთვისაა. მე კი მინდა გაგაცნო Graphic Design For Beginners-ის კურსდამთავრებული, შაბუკა გუნია, რომელიც კურსის დამთავრებიდან მესამე დღესვე დასაქმდა გრაფიკოს დიზაინერად

graphikuli-dizaini-shaburi-gunia

შაბუკა პროფესიით ენერგეტიკოსია, მაგრამ ახალი პროფესიის ძიებაში მან გრაფიკული დიზაინი აღმოაჩინა, რომლით დაინტერესების შემდეგაც Commschool-ში მოვიდა

Გრაფიკული დიზაინით დაინტერესებული ვარ დაახლოებით ერთი წელია, სამწუხაროდ კურსის გავლამდე ამ მიმართულებით გამოცდილება არ მქონია.

იქიდან გამომდინარე, რომ კურსის გავლამდე მას ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, ყველაფრის შესწავლა 0-დან დაიწყო. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კურსის პროგრამა საინტერესოდ იყო გადანაწილებული, ყოველი სალექციო დღე იყო მეტად მრავალფეროვანი და ბევრის მომცემი, რამაც მოკლე დროში შეაძლებინა ამ სფეროს ნაწილი გამხდარიყო.

კურსი დამეხმარა, რადგან commschool-ის საშუალებით შევიძინე საფუძვლიანი საბაზისო განათლება, რის შედეგადაც აღარ გამჭირვებია სიახლეების მიღება

grapikuli-dizainis-kursi-s-finaluri-proeqti

გრაფიკული დიზაინის კურსის ფინალური პროექტი

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ქომსქულის კურსების განუყოფელი ნაწილია, ფინალური პროექტი, რომელზეც დამოუკიდებლად მუშაობის შემდეგ სტუდენტს შეუძლია საბოლოო პროექტი საკუთარ პორტფოლიოში განათავსოს. შაბუკამ პროექტის ფარგლებში იმუშავა საკუთარი ტურისტული კომპანიისთვის გრაფიკული დიზაინის შექმნაზე, რაც ორმაგად საპასუხიმსგებლო და მამოტივირებელი იყო მისთვის.

კურსმა მომამაზადა რეალური გარემოსთვის, მომცა შესაძლებლობა კონკურენცია გამეწია ამ სფეროში მოღვაწე გრაფიკული დიზაინერებისთვის და ვისურვებდი კიდევ უფრო გავიღრმავო ცოდნა და ვსპეციალიზდე, როგორც შემდგარი, სრულფასოვანი გრაფიკული დიზაინერი.

შაბუკას თქმით, ფინალური პროექტი დაეხმარა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში და მოამზადა რეალური გარემოსთვის, რათა კონკურენცია გაეწია სფეროში მოღვაწე სხვა დიზაინერებისთვის. ამიტომ, დამწყებ დიზაინერებს ურჩევს ქომსქულის Graphic Design For Beginners კურსს.

Კურსი არის შესანიშნავი შესაძლებლობა საფუძვლიანად ჩაერთო და გახდე ამ სფეროს ნაწილი. Დამწყებ გრაფიკულ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ თავიდანვე პასუხისმგებლობით მოეკიდნონ კურს და იყვნენ დეტალებზე ორიენტირებულნი.

grapikuli-dizainis-kursi-s-finaluri-proeqti

აქვე გეტყვი, რომ გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ სტუდენტებს ქომსქული ეხმარება კარიერულ განვითარებასა და მეგობარ კომპანიებთან ურთიერთობების დამყარებაში. შაბუკას წარმატებაც სწორედ ამით დადასტურდა, რადგან კურსის დასრულებიდან 3 დღეში დასაქმდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

ასე რომ, თუ გსურს ფეხი აუწყო განვითარებად სამყაროს, დაეუფლო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პროფესიას და გქონდეს სამომავლო პროფესიული განვითარების საშუალება, შემოგვიერთდი! Graphic Design For Beginners კურსზე და 0-დან დაიწყე სწავლა!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება