გიორგი უშარაულის ფინალური პროექტი - Motion Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

გსმენია Motion Design-ზე? დღეს იგი ყველა შენი საყვარელი ფილმის, სატელევიზიო შოუს, მუსიკალური ვიდეოსა თუ სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტის უკან დგას. იქნებ უკვე დაწყებული გაქვს ამ სფეროს შესწავლა, თუმცა გიჭირს მხოლოდ ონლაინ რესურსით განვითარება; იქნებ ზუსტად იმ ღილაკს აწვები, რომელიც Youtube-ის ტუტორიალშია ნაჩვენები, მაგრამ რაღაც მაინც ვერ გამოდის ისეთი… 

ამ (და არა მხოლოდ ამ) შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ ბლოგში Motion Design-ის კურსდამთავრებულის, გიორგი უშარაულის, გამოცდილების მოსმენა ძალიან გამოგადგება. 

Motion Design: დაინტერესება სფეროთი

გიორგის თქმით, ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტად დააინტერესა Motion Designer-ის პროფესიამ, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საქმიანობაა მსოფლიოში. ამიტომ გადაწყვიტა, ეს სფერო უკეთ შეესწავლა:

ვთვლიდი, რომ ისეთი საქმე იყო, რისი კეთებაც სიამოვნებას მომანიჭებდა და დროთა განმავლობაში მოსაწყენი არ გახდებოდა. ლექტორის პორტფოლიოს, კურსდამთავრებულების ნამუშევრებისა და სილაბუსის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ Commschool სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ხარისხიან ცოდნას მივიღებდი.

მართლაც, როგორც თავად ამბობს, პროგრამას იმედები არ გაუცრუებია. კურსი საკმაოდ დატვირთული და ინფორმაციული აღმოჩნდა:

თანმიმდევრულად გაწერილი სილაბუსის, მეგობრული გარემოსა და პროფესიონალი ლექტორის დახმარებით აქ სწავლა ნამდვილად სასიამოვნო პროცესია. ორ თვეში მივიღე იმაზე გაცილებით მეტი ცოდნა, ვიდრე ველოდი. ლექციებზე მიღებული ტექნიკური და თეორიული რჩევები დამეხმარა იმაში, რომ კრიტიკული თვალით შემეხედა ჩემი ანიმაციებისათვის და ამავდროულად მარტივად მემუშავა კომპლექსურ, ერთი შეხედვით რთულ სცენებზე.

კურსის შესახებ:

სასწავლო პროცესს, რომლითაც გიორგი მოიხიბლა, შენც შეგიძლია შემოუერთდე. Motion Design-ის კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება, არამხოლოდ After Effect- ის ტექნიკური ცოდნის მიღებაზე, არამედ ანიმაციის იმ პრინციპებზე, მეთოდებსა და ხელსაწყოებზე, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები სხვადასხვა სირთულის პროექტის შესაქმნელად.

პროგრამა სრულიად დაფუძნებულია პრაქტიკულ სამუშაოებზე, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის ანიმაციის შექმნა რეალური პროექტებიდან და ბრიფიდან გამომდინარე. რაც ყველაზე მთავარია, მიიღებენ  ჯანსაღ კრიტიკასა და რჩევებს გაუმჯობესებისთვის. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ფინალური პროექტის შექმნაც.

ფინალური პროექტი:

ფინალური გამოცდის ფარგლებში, გიორგიმ აირჩია ბრიფი კომპანია Travel Guide-ზე და მასზე დაყრდნობით წარმატებით შექმნა 30 წამიანი explainer ვიდეო: 

ფინალურ პროექტზე მუშაობა საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. დავალების ფარგლებში საშუალება მომეცა მთელი კურსის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა გამომეყენებინა ერთ პროექტში და ამასთან, გამომეცადა საკუთარი თავი, თუ რამდენად გავუმკლავდებოდი რეალურ დაკვეთას რეალური დედლაინით. ფინალურმა დავალებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა ჩემს შესაძლებლობებში და მიხვდი, რომ დამოუკიდებლად შემიძლია პროექტებზე მუშაობა.

თუ ზემოთ წაკითხული შენთვის საინტერესოდ ჟღერს, გაითვალისწინე, რომ ჩვენი პროგრამა გათვლილია ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, ვისაც Motion Design სწავლა სურს და ერთხელ მაინც უცდია ამ მხრივ, თუნდაც ტელეფონში, მასალის დამუშავება. კურსი ასევე განკუთვნილია გრაფიკული დიზაინერებისთვის, ვიდეო მემონტაჟეებისთვის ან/და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, ვისაც გარკვეული შეხება აქვს სხვა მსგავს პროფესიებთან და სურთ Motion დიზაინიც ისწავლონ.

პროგრამის ბოლოს შეგეძლება:

ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი არ არის? Commschool-ისგან კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კარიერული კუთხით მხარდაჭერასაც მიიღებ. ჩვენთან ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება ნებისმიერი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, სტაჟირებებსა და კონსულტაციებს ისეთი პარტნიორი კომპანიებიდან, როგორიცაა Space, Sweeft Digital, Omedia და სხვა. გიორგის რჩევაც ყველა დაინტერესებული დამწყებისა თუ პროფესიონალისათვის შემდეგია:

ყველას, ვინც დაინტერესებულია Motion design-ით ვურჩევდი Commschool-ში სწავლას, რადგან ეს კურსი მოკლე დროში მოგცემთ საფუძვლიან ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კითხვის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ლექტორი და კოორდინატორი, მუდმივად, კვირის ნებიესმიერ დღეს, მზად არიან, დაგეხმარონ და ამომწურავი პასუხები გაგცენ.

ასევე, ჩვენთან ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც კუსდამთავრებული ახალი სფეროს შესასწავლად გვიბრუნდება. გიორგისთანაც ასე მოხდა: Motion Design-ის გაცნობის შემდეგ მან ცოდნის გასაღრმავებლად არჩევანი გრაფიკულ დიზაინზე გააკეთა და ახლა კვლავაც ჩვენი სტუდენტების რიგებშია. 

ამჟამად ვაპირებ გრაფიკული დიზაინის კურსის გავლას და, რა თქმა უნდა, სკოლის არჩევაზე არც მიფიქრია, ამ კურსსაც აუცილებლად Commschool-ში გავივლი.

ზედმეტი ფიქრი მართლაც არ არის საჭირო __ შენც შემოუერთდი Motion Design-ის გაზაფხულის ნაკადს! ქვემოთ ბმულს გიტოვებ. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება