'პური გულიანის' რებრენდინგი - თაკო ნანსყანის ფინალური პროექტი

blog-detail-img

თუ გაქვს სურვილი ისწავლო გრაფიკული დიზაინი 0-დან და ამ გზით გადადგა პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Graphic Design-ის კურსდამთავრებული, თაკო ნანსყანი გაგაცნო, რომელიც ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდა და Alumni Club-ის ფარგლებში კარიერულ განვითარებას Redberry-ში განაგრძობს!

თაკომ თავისი სწავლება, ყოველგვარი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გარეშე, 0-დან დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებდა გრაფიკული დიზაინერების ნამუშევრებს და გულის სიღრმეში დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ისიც ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო. ამიტომაც, თავის სურვილებს აღარ შეეწინააღმდეგა და Commschool აირჩია!

ბევრი აღარც მიფიქრია, არჩევანი გავაკეთო ქომსქულზე და ამ არჩევანმაც საბოლოოდ ნადმვილად გაამართლა.

მისთვის ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა, რათა თამამად შეექმნა ილუსტრაციები თავისი ბრენდისთვის და აღმოეჩინა საკუთარ თავში ის შესაძლებლობები, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა.

კურსის გავლას ვურჩევ ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი. რადგან ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია სიღრმისეუალდ მიწვდე შენს შესაძლებლობებს და გამოავლინო ისინი.

თუ არ იცი გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ და სასურველი ბრენდის რებრენდინგზე მუშაობენ. ამისათვის თაკომ თავისი საყვარელი ადგილი – პური გულიანი აირჩია. სამუშაო პროცესი კი მისთვის დადებითი ენერგეტიკითითა და ემოციებით სავსე აღმოჩნდა.

ფინალური დავალება იყო პროექტი, რომელმაც შემძინა ყველაზე ღირებული რამ, შემოქმედებითად მაგრძნობინა თავი და შემმატა საკუთარი თავის რწმენა.

თაკოს თქმით, ლექტორის მიერ გაცემული მრავალფეროვანი და საინტერესო დავალებების შესრულება მისთვის ისეთი სასიამოვნო იყო, რომ დროის აღქმას კარგავდა

ვფიქრობ,რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ქომსქულის არჩევა და აქ გრაფიკილი დიზაინის სწავლა,რადგან ახლა ზუსტად ვიცი თუ რისი კეთება მსიამოვნებს მთელი გულით.

ასე რომ, თუ თაკოს ისტორიამ შენთვის გრაფიკული დიზაინი კიდევ უფრო საინტერესო გახადა და მზად ხარ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება