გაიცანი IT Project Management-ის ლექტორები - ნინო გიორგაძე და დაჩი ფერაძე

blog-detail-img

IT პროექტ მენეჯერის დანიშნულება დაინტერესებული მხარეების ინტერესების ისე გათვალისწინებაა, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს და საბოლოო პროდუქტი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდეს

როგორც იცი, Commschool-ში IT Project Management-ის განახლებული პროგრამა გვაქვს, ამ ბლოგში კი მინდა, ჩვენი ახალი ლექტორები, ნინო გიორგაძე და დაჩი ფერაძე გაგაცნო, რომლებიც პროფესიასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და გამოწვევებზე გვესაუბრებიან. 

დაჩი IT სფეროთი 14 წლის ასაკში დაინტერესდა, მისი პირველი სამსახურიც Back-end და Front-end მიმართულებით დაიწყო Bio Group-ში. შემდგომ კარიერა Asseco Georgia-ში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე განაგრძო მობილური აპლიკაციების მიმართულებით.

მოგვიანებით დაჩიმ პოზიცია შეიცვალა და გახდა ბიზნეს ანალიტიკოსი, რომელი მიმართულებითაც უმუშავაია აჭარაბეთში და Toyota Caucasus-ში. 

ამჟამად დაჩი საქართველოს ბანკში პროგრამ მენეჯმენტის მიმართულებით Chapter Lead-ის პოზიციას იკაცებს.

საქართველოს ბანკში მუშაობის ფარგლებში მიმუშავია ბევრ სხვადასხვა ტიპის პროექტზე, მათ შორის ისეთებზე, როგორებიცაა: Salesofrce, Data Warehouse, Kubernetes და სხვა

დაჩის აზრით, როცა ძალიან ბევრი ადამიანი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდება, მათ სჭირდებათ მიმართულება, ერთიანობა და მიზნისკენ სვლის კოორდინირება. IT პროექტ მენეჯერის ყოველდღიურება კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფაა:

ყოველ დამკვეთს თავის სურვილი და მიზანი აქვს, ყველა გუნდის წევრს თავის იდეა აქვს, ყველა ადამიანს თავისი ინტერესები თუ პრობლემები, პროექტ მენეჯერის დანიშნულება კი ის არის რომ დაინტერესებული მხარეების ინტერესები ისე გაითვალისწინოს, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს და საბოლოო პროდუქტი ყველასთვის მისაღები იყოს

დასაწყისისთვის დაჩი გირჩევს, რომ:

●  დაუშვა შეცდომები  ეს სფერო ძალიან დინამიურია, რაც ნიშნავს, იმას, რომ თითქმის ყოველ წამს რაღაც ახალი ხდება, შესაბამისად, შეცდომის დაშვების გარეშე გაგიჭრდებათ ახალ რეალობის გაცნობა.

●  არ შეგეშინდეს უცნობი ცვლადების – IT პროექტ მენეჯერი კარიერის განმავლობაში აუცილებლად ეხება ძალიან ბევრ უცხო სფეროს, ამ დროს კი მისი მიზანია კითხვების დასმა და პასუხების მოსმენა, მანამ სანამ ყველა გუნდის წევრი და დამკვეთი ერთიან თანხმობაში არ იქნებიან.

●  გესმოდეს სხვების – აუცილებელია რომ ყველა პროექტ მენეჯერს ესმოდეს, რომ ნებისმიერი პროექტის ქვაკუთხედი ადამიანები და მათი ინტერესებია. მათი ინტერესების, მიდგომებისა და ემოციურ მდგომარეობების გათვალისწინების გარეშე კი პროექტი ვერ შედგება.

ნინო ტექნოლოგიების სფეროთ 10 წლის წინ დაინტერესდა, მისი პირველი სამუშაო გამოცდილება კი ამ მიმართულებით პრაღაში მულტინაციონალურ კომპანია SAP-ში დაიწყო, სადაც Cloud გადაწყვეტილებების პროექტებში იყო ჩართული პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. ამის შემდეგ კი Client Facing პროექტებს მართავდა სკანდინავიური რეგიონისთვის კომპანია Ariba-ში. 

ნინო 2018 წლიდან საქართველოს ბანკში მუშაობს, სადაც  უმუშავია ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Business Analyst, Program Manager და OKR Champion. ამჟამად კი ის საქართველოს ბანკში IT Program Management-ის სამსახურის ხელმძღვანელია.

IT Project Manager-ის როლი გლობალური მასშტაბით ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი პროფესიაა. საქართველოში ის დღითიდღე იძენს დიდ მნიშვნელობას, რადგან ბაზარზე ბევრი საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია შემოდის, რომელთაც დიდი მოთხოვნა აქვთ IT PM-ის კადრებზე

IT პროექტ მენეჯერის ყოველდღიურობა დაკავშირებულია ბევრ პასუხისმგებლობებთან. პროექტების მენეჯერი არის ის რგოლი ვინც აკავშირებს ბევრ სხვადასხვა ჩართულ მხარეს, საზღვრავს რისკებს, აფასებს რისკების ზომას და სახავს ნაბიჯებს მათი აღმოფხვრა/მიტიგაციისთვის, ამიტომ ნინო ფიქრობს, რომ:

საბოლოო ჯამში Project Manager არის პასუხისმგებელი პროექტის წარმატებაზე, რა თქმა უნდა გუნდის სხვა წევრებთან ერთად, შესაბამისად პროექტის სპონსორებს/დამკვეთებს უპირველეს ყოვლისა, მოლოდინები ექმენებათ PM-ზე

ნინოს აზრით IT Project Manager აუცილებლად უნდა ფლობდეს ისეთ უნარებს, როგორებიცაა:

●  პროექტის მართვის მეთოდოლოგიები/ჩარჩოები, ხელსაწყოები, ტექნოლოგიები.

●  კომუნიკაციის, მოლაპარაკებების, დიპლომატიის, პრეზენცაციის და conflict avoidance უნარ-ჩვევები.

●  პროექტის გუნდში სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნა, მხარეების ჰარმონიზაცია და გუნდის საერთო მიზნისკენ გაერთიანება.

ასე რომ, თუ შენც გინდა, ისწავლო IT პროექტების მენეჯმენტი 0-დან და გადადგი პირველი ნაბიჯი,  შემოგვიერთდი IT Project Managment-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება