ეკატერინა ხარბედიას ფინალური პროექტი - UX Research & Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

UX-ზე ჩემი ცოდნა აქამდე ცოტა ქაოტური და ფრაგმენტული იყო, ახლა კი ამ პროცესს სხვანაირად შევხედე

გსმენია UX Research & Design-ის სფეროზე? Linkedin-ის გამოკითხვის მიხედვით, იგი ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების ჩამონათვალშია. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზი აქვს… ალბათ შეამჩნევდი, რომ თანამედროვე ბაზარი სავსეა ციფრული პროდუქტებით. იქნება ეს ციფრული ჩარჩოები და ხელსაწყოები, მუსიკა, ხელოვნება თუ სერვისები – დღეს მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ისინი საოცრად განვითარდნენ და უამრავი ყოველდღიური საქმე ჩაანაცვლეს. სწორედ ამ პროდუქტებიდან მიღებული გამოცდილებაა(UX) ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი წარმატებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სფეროში კომპეტენტური კადრის ყოლა. 

ჩვენი კურსდამთავრებული, ეკატერინა ხარბედია, UI/UX დიზაინერად მუშაობის პროცესში მიხვდა, რომ კონკრეტულად UX -ის კუთხით სურდა ცოდნის გაღრმავება. სხვადასხვა კურსების ძებნის და შერჩევის, სილაბუსების შედარების შემდეგ, ქომსქულის პროგრამაზე გააკეთა არჩევანი.

მთლიანად კურსი ძალიან კარგი იყო - საკმაოდ ინფორმატიული, დატვირთული როგორც თეორიით, ისე პრაკტიკით. დღეს ბევრად უკეთესად შემიძლია UX დიზაინზე მუშაობა, ვიდრე აქამდე.

კურსი მართლაც საკმაოდ ინტენსიურია. მთავარი დამსახურება კი ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესს მიუძღვის – 3 თვის განმავლობაში ქმნი პროექტს და ლექციების პარალელურად მიყვები შესაბამის თემებს. საბოლოო შედეგი კი როგორც პიროვნული, ასევე სამომავლო კარიერული განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

ხშირად, ჩვენი კურსდამთავრებულები ყველაზე დიდი ენთუზიაზმით სწორედ ამ გამოცდილებაზე გვიყვებიან. არც ეკატერინაა გამონაკლისი: მისი ფინალური პროექტი ვინილის ფირფიტების გაყიდვას ეხებოდა. მისი აპლიკაცია ვინილის record store-ების, კოლექციონერების და მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს.

იდეა საკმაოდ "ამბიციურია" და ძალიან დიდი ალბათობა იყო, რომ ამ აპლიკაციაზე მუშაობოსას დავიკარგებოდი - ერთ ერთი უმთავრესი გამოწვევა ეგ იყო ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი და საჭირო გამოცდილება მივიღე კვლევაზე და პროტოტიპებზე მუშაობის დროს, რაც დამეხმარა UX დიზაინზე სტრუქტურირებული ცოდნის ჩამოყალიბებაში.

კვლევაზე მუშაობისას უფრო ნათლად და გასაგებად დავინახე, ვინ არის მომხმარებელი, რა გზას გადის სასურველი მიზნის მისაღწევად აპლიკაციაში, რა სჭირდება მას - ეს დამეხმარა, სასურველი დიზაინი მომხმარებლის თვალით დამენახა. დიზაინის ტესტირებაც გამომადგა შემდგომ ფიდბექის შეგროვებაში და დიზაინის კიდევ უკეთესობისკენ შეცვლაში.

თუ ეს სფერო შენთვისაც საინტერესოა, Commschool-ში, UX Research & Design-ის პროგრამის შემდეგ ნაკადზე გელოდებით! კურსი დაფუძნებულია მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (HCD), კერძოდ, კი დიზაინერული აზროვნების პროცესზე (Framework-ზე) და იძლევა ცოდნას ყველა იმ მეთოდზე, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნაში გამოიყენება. 

პროგრამა გათვლილია დამწყები UX დიზაინერებისთვის, UI დიზაინერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში (პროდუქტის ოუნერები, პროექტის მენეჯერები და ა.შ.). მისი გავლის შემდეგ შეგეძლება:

ერთი რამ კი არ უნდა დაგავიწყდეს: Commschool-ის ადმინისტრაციის მხრიდან ჩართულობა და მხარდაჭერა როგორც პროგრამის განმავლობაში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

ადმინისტრაცია ყოველთვის ყურადღებიანი და პასუხისმგებელი იყო. ნებისმიერი სირთულის დროს რომ მიგემართა, ყოველთვის დროულ და ამომწურავ პასუხს, ან საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას იღებდი.

ამისთვის არსებობს Alumni Club. ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება Commschool-ის ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. იგი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში. 

თუ ამის შემდეგ, კიდევ გაგიჩნდება კითხვა, რატომ Commschool, ეკატერინა სიამოვნებით გიპასუხებს:

იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილად ისწავლი იმას, რაც გჭირდება შენი პროფესიული განვითარებისთვის.

მე კი რაღა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ გითხრა: წარმატებები, მალე შემოგვიერთდი! ქვემოთ ბმულს გიტოვებ. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება