Digital Product Testing & QA - ლუდმილა ვასოვსკი

blog-detail-img

ყოვედღიურად არაერთ ციფრულ პროდუქტს ვიყენებთ, რომლებსაც სოციალიზაციისთვის, შეხვედრებისთვის, ვაჭრობისთვის, ინფორმაციის მისაღებად და მრავალი სხვა მიზნით მივმართავთ. ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ისინი გამართულად მუშაობდნენ და ხარისხიანად ასრულებდნენ ფუნქცია-მოვალეობებს. ამას კი კომპანიაში Digital Product Testing & QA მიმართულებით დასაქმებული ადამიანები უზრუნველყოფენ. სანამ ციფრული პროდუქტი მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, იგი მათ ხელში უამრავ შემოწმებას გადის.

თუკი შენთვის საინტერესოა ციფრულ პროდუქტზე მუშაობის პროცესი და გსურს IT სფეროს ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო, ეს ბლოგი შენთვისაა. აქ გაგაცნობ ლუდმილა ვასოვსკის, რომელმაც Digital Product Testing & QA-ის კურსი Commschool-ში გაიარა.

ლუდმილამ ხარისხის უზრუნველყოფის ტესტერის პროფესია მარტივი მიზეზის გამო აირჩია – სურდა, რომ ერთმანეთისთვის მოგზაურობა და მუშაობა შეეთავსებინა. იმისთვის, რომ ციფრული პროდუქტის შექმნისა და მართვის პროცესი უფრო ახლოს გაეცნო, Front-end-ისა და UI/UX-ის კურსებიც გაიარა. 

სანამ Commschool-ს აღმოვაჩენდი, კურსები ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმაზე გავიარე. მივხვდი, რომ უკუკავშირი მჭირდებოდა - ბევრი კითხვა მქონდა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩებოდა.

პროგრამის სილაბუსის გაცნობისა და ლექტორზე ინფორმაციის მოძიების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სწავლა Commschool-ში გაეგრძელებინა. კურსმა მოლოდინები ნამდვილად გაამართლა, რაც უმეტესწილად ინტერაქციული ლექციების დამსახურება იყო.

კურსის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკუკავშირი აღმოჩნდა. ლექტორი მუდმივ კავშირზე იყო, ნებისმიერ კითხვას ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა. ასევე ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე კურსის მსვლელობისას სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობით.

რას ისწავლი Digital Product Testing & QA კურსზე?

Commschool-ის კურსებს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება გამოარჩევს. ამ პროგრამის განმავლობაშიც სტუდენტს საშუალება ექნება, ისწავლოს ტესტ ქეისების სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით შედგენა და ვებ და მობილური აპლიკაციების დატესტვა. ამასთანავე, იგი მოიცავს მენტორობას ლექტორისგანაც, რომელთან ერთადაც სხვადასხვა რეალური ქეისების განხილვის შესაძლებლობა გექნება. პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით გამოიმუშავებ manual ტესტერისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ უნარ-ჩვევას ციფრული პროდუქტის ხარვეზების დროულად აღმოჩენისა და გამოსწორებისთვის.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება
  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით
  • გატესტო ვებ და მობილური აპლიკაციები და API
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციისთვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში
  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა

Digital Product Testing & QA-ის პორგრამა

ფინალური პროექტი

თუ არ იცი, გეტყვი, რომ Commschool-ში კურსის ბოლოს სტუდენტები ინდივიდუალურ ფინალურ პროექტზე მუშაობენ. ამით შესაძლებლობა აქვთ, პროგრამის განმავლობაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ და მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინონ.

ამ მხრივ არც ეს კურსია გამონაკლისი. ლუდმილასთვის ფინალური პროექტი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა:

წიგნების მაღაზიისთვის უნდა დამეწერა Test Plan და შემდგომ მისი მიხედვით უნდა შემექმნა Test Case-ები. ინდივიდუალური პროექტის წარმატებით შესრულებაში ძალიან დამეხმარა კურსის მსვლელობისას ლექტორის მიერ მოცემული სავარჯიშოები. ამიტომ, ფინალური დავალების შესრულება ჩემთვის რთული არ ყოფილა.

საბოლოო ჯამში, ლუდმილასთვის კურსის გავლა ძალიან ღირებული აღმოჩნდა. მიიღო ის ცოდნა, რომელიც სამსახურის დასაწყებად აუცილებლად გამოადგება. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, აპირებს, რომ საჭირო უნარები გაიუმჯობესოს:

რა თქმა უნდა, ეს ისეთი სფეროა, სადაც მუდმივი განვითარება არის საჭირო. მაგრამ ის ცოდნა, რაც კურსის განმავლობაში მივიღე, მომცემს იმის საშუალებას, რომ Junior-ის პოზიციაზე დავსაქმდე.

ასე რომ, თუკი ახლა გეგმავ ტექნოლოგიურ სფეროში გადმოსვლას ან ახალი უნარების ათვისება გსურს, აუცილებლად გაეცანი კურსის სილაბუსს. შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება