ამბები Digital Product Testing & QA-ის კურსიდან - სანდრო მახარაძე

blog-detail-img

ვფიქრობ, უკვე შემიძლია ჯუნიორ ტესტერის პოზიციაზე მუშაობა

თუ გინდა ჩაერთო ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან შეისწავლო ან/და გაიღრმავო არსებული ცოდნა ამ სფეროში, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Digital Product Testing & QA-ის კურსდამთავრებული სანდრო მახარაძე გაგაცნო, რომელმაც Alumni Club-ის ფარგლებში გასაუბარება Exactpro Georgia-ში გაიარა, ახლა კი საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

სანდრომ QA-ის მიმართულებით მეგობრის რჩევით დაინტერესდა, ძიების შემდეგ კი Commschool აღმოაჩინა და კურსის გავლა გადაწყვიტა, რადგან მისი აზრით, ‘ქომსქულს ყველაზე კარგი სილაბუსი ჰქონდა და თან მეგობრებისგანაც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იყო ქომსქული‘. 

სანდრო კურსის შესახებაც გვიზიარებს შთაბეჭდილებებს:

საკმაოდ კარგი ლექტორი შემხვდა და სასწავლო პროცესიც კარგი იყო

თუ არ იცი გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული საიტისითვის უნდა მოამზადონ ტესტირების გეგმა, ტესტირების დიზაინის ტექნიკები და ტესტ ქეისები. სანდრომ ფინალურ პროექტზე იმუშავა, ახლა კი მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრება:

ფინალურ პროექტზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო, ვისწავლე ტესტირების გეგმის შედგენა, გავიღრმავე ცოდნა ტესტ ქეისებზე და დიზაინ ტექნიკებზე

სანდრო ასევე აღნიშნავს, რომ ‘ვფიქორბ უკვე შემიძლია ჯუნიორ ტესტერის პოზიციაზე მუშაობა, რადგან ვიცი ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორებიცაა: ტესტ ქეისების წერა, დიზაინ ტექნიკების გამოყენება, ბაგების აღმოჩენა და მათი რეპორტინგი.

ასე და ამგვარად, თუ გაქვს მოტივაცია, გადადგა პირველი ნაბიჯები IT სამყაროში ან უკვე საქმიანობ ამ მიმართულებით და გსურს ახალი უნარები შეიძინო, მაშინ ვფიქრობ Digital Product Testing & QA-ის კურსი შენთვის საინტერესო იქნება. 

კურსის გავლის შემდეგ კი შეგეძლება:

  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება
  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით
  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში
  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა
  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება
  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

ვფიქრობ საკმარისი მოტივაციით შეიარაღდი, ახლა კი დროა გადადგა პირველი ნაბიჯი 👇🏼

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება