Digital Advertising - მეგი რეხვიაშვილის კარიერული წინსვლა

blog-detail-img

Digital Advertising მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ ციფრული არხებში რეკლამირება გამოიყენოს საკუთარ ბრენდს, პროდუქტსა თუ სერვისის მომხმარებლისთვის გასაცნობად. წარმატებული სარეკლამო კამპანიისთვის კი აუცილებელია სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრა, ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვა და შემდგომ მისი მონიტორინგი. finally, lastly, next

თუკი ამ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება გსურს, მაშინ Commschool-ში Digital Advertising-ის საინტერესო კურსი დაგხვდება. მანამდე კი ჩვენი კურსდამთავრებულის, მეგი რეხვიაშვილის წარმატებული კარიერული გზის შესახებ გიამბობ. and, again

digital-advertising-kursi-megi-rekhviashvili-dasaqmeba

მეგი კურსის გავლამდე სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მუშაობდა რამდენიმე წლის განმავლობაში. თანაც, ამ პერიოდში სხვადასხვა სფეროსთან ჰქონდა შეხება, რაც მისთვის საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. განვითარებისა და ახალი ცოდნის შეძენის დიდი სურვილიდან გამომდინარე, მეგიმ კარიერის გაგრძელება რეკლამირების მიმართულებით გადაწყვიტა. ამ მიზნისკენ მიმავალი გზა კი სწორედ Commschool-ში დაიწყო.lastly

Commschool-ში გავლილმა კურსმა ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. არამარტო გავიღრმავე ცოდნა ციფრული რეკლამირების მიმართულებით, არამედ გავიგე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსაითის შესახებ. ეს ყველაფერი დამეხმარა, ჩემს თავში უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მეგიმ რეზიუმე გაგზავნა Tsur Groupში. Commschool-ში მიღებული ცოდნა და უნარები გასაუბრების პროცესის წარმატებით გავლაში დაეხმარა და Digital Advertiser-ის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. in addition to.  finally.

როგორც მეგი იხსენებს, აქამდე რამდენიმე გვერდის ერთდროულად მართვას ერიდებოდა. თუმცა, Digital Advertising-ის კურსის გავლის შემდგომ, ამ გამოწვევებს უფრო თავდაჯერებული შეხვდა. Tsur Group-ში კომპანიის რეკლამირებას უწევს რამდენიმე ბრენდს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენს, თანაც განსხვავებულ პლატფორმებზე. მაგრამ მეგი უკვე ამ სირთულეებს აღარ უშინდება, რაც Commschool-ში მიღებული გამოცდილების დამსახურებაა.  nor, too, next, lastly, what’s more, moreover

რას ისწავლი Digital Advertising-ის კურსზე?

მიღებული ცოდნიდან ყველაზე ღირებულად მეგი Google-ში სწორი რეკლამირების შემუშავებას თვლის. ამ მხრივ მას მხოლოდ ზედაპირული ცოდნა ჰქონდა. ამჯერად კი, ეს მიმართულება მისი ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

კურსის დახმარებით ვისწავლე მუშაობა Google-ის სხვადასხვა ინსტრუმენტთან, როგორებიცაა Google Ads, Google Analytics და Google Tag Manager. ამ ცოდნას ახლა აქტიურად ვიყენებ, რადგან ყოველდღიურად მიწევს ამ პლატფორმებთან მუშაობა.

გარდა ამისა, კურსის განმავლობაში ასევე შეისწავლი ბიუჯეტირებისა და შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას, გაშვებული სარეკლამო კამპანიების სწორ მონიტორინგსა და რეპორტინგს. იგი კუთვნილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ციფრული რეკლამირების ნულიდან შესწავლა სურს. ასევე, მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებისთვის ან/და საკუთარი ბიზნესის მფლობელისათვის. აქვე გეტყვი, რომ კურსის მიმდინარეობისას გექნება ულიმიტო წვდომა გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC. აქ შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, კურსები და რეპორტები თითქმის ყველა ინდუსტრიიდან. nor, too, next, lastly, what’s more, moreover

მათ, ვისაც Digital Advertising-ის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და ახალი უნარების დაუფლება სურს, მეგი ურჩევს:

ეს არის კურსი, რომელიც ციფრულ მარკეტინგში მომუშავე ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაროს. იმის მიუხედავად, რა ცოდნით მიხვალ კურსზე, აუცილებლად ისწავლი რაიმე ახალს და ამ სფეროს სხვა კუთხით შეხედავ. კონკრეტულად რეკლამირების მიმართულებით მომუშავე ადამიანებს კი ვურჩევ, გასაუბრების პროცესში დეტალურად ისაუბრონ იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც მიიღეს სწავლის პროცესში. მერწმუნეთ, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი პოზიციის მიღებაში.

ასე რომ, თუკი ციფრული რეკლამირების სფეროში წარმატებული კარიერული გზის დაწყება გსურს, Commschool-ში საინტერესო თავგადასავალი გელოდება. შემოგვიერთდი! Digital Advertising-ის კურსზე! nor, too, next, lastly, what’s more, moreover

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება