Data Driven Marketing-ის კურსიდან Adjarabet-ში -ნუკა ზურაშვილის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

ცოდნა, კონტაქტები, სტატუსი” – ნუკა ზურაშვილი Commschool-ის როლს თავის კარიერულ წინსვლაში ასე აფასებს. იგი Data Driven Marketing-ის კურსდამთავრებულია და სულ ცოტა ხნის წინ  აჭარაბეთის მარკეტინგის  გუნდს შეუერთდა.

როგორც ნუკა ყვება, ციფრული მარკეტინგი თავიდან უბრალოდ ჰობი იყო; თუმცა, საბოლოოდ, ჰობი პროფესიად იქცა და ამ მიმართულებით მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვა:

“აჭარაბეთში Helix Nebula Capital-დან გადავედი. იქ ციფრული რეკლამის მიმართულებით, ძირითადად, ფინანსურ პროდუქტებზე ვმუშაობდი. კარიერის განმავლობაში კი ისეთ ბრენდებთან ვიმუშავე, როგორიცაა: Mastercard, Coca-Cola, Fanta, Fusetea, Moneyman, Vivus, Philip Morris და ა.შ. ჯამში თხუთმეტი  ქვეყნის ბაზარზე მიმუშავია.”

ამ ყველაფრის ფონზე, ნუკასთვის Commschool-ის Data Driven Marketing-ის კურსი საჭირო და  საინტერესო გამოდგა წინსვლისათვის:

“კურსის სახელწოდებამ ჩემში მყისიერი ინტერესი გამოიწვია. მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის კურსი რომ დაიდო, ციფრულ ედვერთაიზერად ვმუშაობდი. ჩემი სამუშაო Performance based იყო: რეკლამაში ჩადებული ხარჯი პროდუქტების გაყიდვით უნდა ამომეღო და მოგებაზე გავსულიყავი. შესაბამისად, მონაცემთა მარკეტინგში ფეხი უკვე შედგმული მქონდა და მჭირდებოდა, რომ ყველაფერი უკეთ მესწავლა და უკვე არსებული ცოდნის სისტემატიზება მომეხდინა.”

გემბლინგის სფეროში ციფრული მარკეტინგის მხრივ ლექტორის გამოცდილება ნუკასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

“თამარს ციფრულ სამყაროში ორ ყველაზე რთულად გაყიდვად პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა: ფინანსური პროდუქტები და გემბლინგი. პირველის გამოცდილება მეც მქონდა და იმისათვის, რომ ციფრული მარკეტინგი სრულფასოვნად შემესწავლა, მეორეშიც მჭირდებოდა გამოცდილება. ამიტომ, კურსის რეკლამა შემხვდა თუ არა, მაშინვე დავრეგისტრირდი.”

ნუკას თქმით, კურსი მისთვის ახალი შესაძლებლობების წყარო აღმოჩნდა და იმედებიც გაუმართლა:

“ზოგადად, ახალი შესაძლებლობების გაშლის იმედი სულ მაქვს – სულ ვმუშაობ, რომ ეს შესაძლებლობები გაჩნდეს. ამის ინსტრუმენტად მივიჩნიე Commschool და, აშკარაა, რომ არ შევმცდარვარ.”

აქვე გეტყვი, რომ Commschool-ში კურსდამთავრებულთა კლუბი ფუნქციონირებს – კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ 
ავტომატურად ხდები კლუბის წევრი, ეს კი ექსკლუზიურ წვდომას გულისხმობს ისეთი კომპანიების ვაკანსიებზე, როგორიცაა Adjarabet, Windfor’s, Liberty, Space, Wandio, Omedia, GPI Holding და ა.შ.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება