Content Management-ის კურსდამთავრებული "თამაშობანას" გუნდს შეუერთდა - ნინო ყანჩაველი

blog-detail-img

ნინო ყანჩაველი Content Management-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც ფინალური პროექტი კომპანია “თამაშობანასთვის” გააკეთა, საბოლოოდ კი მის გუნდსაც შეუერთდა.

"ფინალური პროექტი წარვადგინე ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და წარმატებულ კომპანიაზე "თამაშობანაზე". კურსის დასრულების კი შემდეგ მივიღე შემოთავაზება ზუსტად ამ კომპანიიდან და დღეს ვარ "თამაშობანა"-ს კონტენტ კრეატორი. ეს იმაზე მეტი წარმატებაა ჩემთვის ვიდრე წარმომედგინა"

ნინო კურსის გავლამდე თვლიდა, რომ “კონტენტის სამყაროსგან” შორს იყო განსხვავებული background-ისა და “კონტენტ კრეატორს აუცილებლად მდიდარი ფანტაზია უნდა ჰქონდეს” აზრის გამო. თუმცა პროგრამაზე მიღებული გამოცდილების შედეგად აღმოჩნდა, რომ კონტენტის სამყაროში უფრო მეტს შეუძლია საკუთარი თავი იპოვოს:

"პირველ ლექციაზე ვთქვი სხვა პლანეტიდან ვარ, ძალიან შორს კონტენტის სამყაროსგანთქო, მაგრამ კურსის დასრულებისას მივხვდი, რომ ზუსტად იმ პლანეტაზე ვარ, სადაც უნდა ვიყო"

“ახალი პლანეტა” ნინოსთვის საინტერესო, ხოლო უშუალოდ პროგრამა მამოტივირებელი და ინსპირაციული აღმოჩნდა:

"Commschool-მა მომცა მთავარი, თვითრწმენა და მოტივაცია. თუ გგონია, რომ რაღაცას ვერ შეძლებ, არ გაქვს საკმარისი აკადემიური ცოდნა ან თუნდაც მდიდარი და კრეატიული ფანტაზია კონტენტის კეთებისთვის, ეს კურსი ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდე"

ახლა კი ნინოს ფინალურ პროექტზეც მოგიყვები. „თამაშობანასთვის“ მან კონტენტ კამპანია დაგეგმა თემაზე “ბავშვების უჭმელობა”, განსაზღვრა აუდიტორია და მათთან კომუნიკაციის ეფექტური გზები. 

 ნინო სამი შვილის დედაა და მისთვის მეტად მტკივნეულია „უჭმელი“ ბავშვების პრობლემა, სწორედ ამიტომ კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარები გამოიყენა იმდენად, რომ მათთვის შეექმნა გარემო, სადაც ბავშვები არათუ კარგად გამოიკვებებოდნენ, არამედ პარალელურად იხალისებდნენ კიდეც.

„მას შემდეგ რაც ჩამოვაყალიბე კამპანიის მიზანი, პრობლემა და big idea,  თავისთავად გაჩნდა მთავარი მესიჯიც:

...."ყველამ ვიცით, რომ ბავშვებს უყვართ თამაში, ამიტომ მოდი ჩვენც ვეთამაშოთ. ვეთამაშოთ ყოველთვის და მათ შორის კვების დროს.“

მუშაობისას, მის კამპანიას დასჭირდა ფოტოსა და ვიდეოს კონტენტის შექმნა, რაც მისთვის, მისი თქმით, უზომოდ სასიამოვნო საქმე იყო:

„პროცესში გამახსენდა ყველა ის დეტალი, რაზეც ვსაუბრობდით ლექციების დროს და ასევე ვისწავლე ძალიან ბევრი ახალი "ეშმაკობა", რაც დამეხმარა მიმეღო ეფექტური მასალა კამპანიისთვის.“

ეშმაკობები ეფექტური შედეგის მისაღებად კი ჩვენთან ისწავლა, Commschool-ში, Content Management-ის კურსზე. 

Content Management ეს არის კურსი, რომელიც განკუთვნილია მომავალი ან ამჟამინდელი შემოქმედი ადამიანებისთვის, ვისაც სურთ გამოიმუშავონ ისეთი უნარები როგორიც არის:

  • განსაზღვრო რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო აუდიტორიისთვის
  • დაგეგმო და აღსრულო კონტენტ კამპანიის დამოუკიდებლად და ჩაშალო სხვადასხვა სოციალურ მედია არხში
  • დამოუკიდებლად შექმნა ბლოგის, ფოტოს და ვიდეო მასალის ბრენდისთვის

Content Management-ის შიდასამზარეულოზე კი ნინო კიდევ მეტს გეტყვის:

„დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ბევრჯერ გადავავლებ თვალს იმ შეუფასებელ მასალას, რაც კურსის შემდეგ დაგვრჩა. ხშირად გამახსენდება სხვადასხვა რეალური კონტენტ ქეისები, რაც განვიხილეთ და ხან ვიტირეთ და ხან გავბრაზდით.”

სიბრაზესა და მოწყენაზე ვერაფერს გეტყვი, აი, სიამოვნებასა და ბედნიერებას რაც შეეხება.. 

ნინოსთვის, როგორც ის ამბობს, Commschool-თან მიღებული გამოცდილება შეუფასებელია და იგი დარწმუნებულია, რომ მას კიდევ ბევრჯერ გამოიყენებს რეალურ კარიერაში.

სწორედ ამიტომ, იგი ყველას, ვინც კი აპირებს კონტენტ მენეჯმენტის სამყაროში ფეხის შედგმას ან უკვე არსებული, საკუთარი ბრენდისთვის სურს უფრო ხარისხიანი და ლამაზი კონტენტის მოფიქრებას, ყველას ურჩევს ჩააბაროს ჩვენთან, Commschool-ში.

„ეს არის ინვესტიცია, რომელსაც კურსის დასრულებამდე ამოიღებს.“

მომავალსა და კარიერას რაც შეეხება, ამაზე არამხოლოდ კურსდამთავრებულები, არამედ ჩვენც არანაკლებ ბევრს ვმუშაობთ.

Commschool-ში მოქმედებს Alumni Club. ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება ჩვენი ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. ლუბი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ექსკლუზიური ვაკანსიის მიღებაში – სთავაზობს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში. 

"არ ვაპირებ გაჩერებას, რადგან ვიცი კიდევ უფრო მეტი შემიძლია და მადლობა ამისთვის Commschool-ს."

შენც იმავეს მოგიწოდებდი ✊ თუ გინდა დამოუკიდებლად ეფექტური კონტენტის შექმნა, თანაც ამ მიმართულებით კარიერული განვითარება ბმულს გიტოვებ დეტალების სანახავად:

 

ავტორი: სოფიკო ღონღაძე 

 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება