Commschool-დან Maverik-ში - ელენე ოქროპირიძის კარიერული განვითარების გზა Content Management

blog-detail-img

ელენე ოქროპირიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც Content Management-ის კურსი გაიარა, ფინალურ პროექტზე წარმატებით იმუშავა და შესაბამისად, კურსდამთავრებულთა რიგსაც შეუერთდა. 

პირველი ლექციისას ვიყავი ძალიან ძალიან შეშინებული, რადგან ამ სფეროსთან (გარდა დაინტერესებისა) არ მქონია შეხება, თუმცა ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ჩემი თავი მაპოვნინა და მიმახვედრა კურსმა, თუ რა მინდა ცხოვრებაში და რას ვაკეთებ ყველაზე დიდი ენთუზიაზმით

Content Management, რომელიც აქამდე მისთვის მხოლოდ ინტერესის ნაწილი იყო, ახლა უკვე პროფესიული საქმიანობა გახდა – Commschool-ში გავლილი კურსი ელენესთვის კრეატიულ სააგენტო Maverik-ში მოხვედრის გზა აღმოჩნდა.  

ელენემ არამხოლოდ კარიერული განვითარების შესაძლებლობა მიიღო, არამედ მან მისთვის საოცნებო გარემოში დაიწყო მუშაობა.

სარეკლამო სააგენტოში მუშაობა ჩემთვის ოცნება იყო, მითუმეტეს როცა საქმე Maverik-ს ეხება. როდესაც Commschool-ისგან შემოთავაზება მივიღე და რეზიუმეს ვაგზავნიდი, მეიმედებოდა, რომ დარეკავდნენ და ასეც მოხდა.

ელენე ასევე აღნიშნავს, რომ ახალმა სამუშაო გარემომ ზუსტად ის ემოციები გაუღვივა, რაც Content Management-ის კურსებმა დაუტოვა:

თანამედროვე, გულანთებული და საქმიანი, ძალიან საქმიანი გარემო! ქომსქული თავისი შეუდარებელი კურსებით სწორედ ამას მოასწავებს - დაუვიწყარ თავგადასავლებს შენი წარმატებისთვის!

ფინალურმა პროექტმა, რომელიც ელენემ კურსისთვის გააკეთა, მის პორტფოლიოშიც მოიპოვა ადგილი. იგი აღტაცებით იხსენებს პროექტზე მუშაობას, რომელიც თეატრის კულტურაზე ააწყო და სახელად „სიძველეში დამალული ესთეტიკა“ შეურჩია. პროექტის ეპიცენტრი, გიორგი შავგულიძის სახელობის ერთ-ერთი უძველესი თეატრი „სახიობა“ გახდა, რამაც ერთი შეხედვისთანავე დაარწმუნა ელენე, პროექტი მასზე აეგო.

პროექტის მიზანი ახალგაზრდებში თეატრის პოპულარიზაციაა, ვინაიდან, ელენეს თქმით, ხელოვნების ეს დარგი საქართველოში მეტად დაუფასებელია. ის არც მსახიობია და არც რეჟისორობას გეგმავს (თუმცა არც გამორიცხავს), მაგრამ ფიქრობს, „ძალიან სევდიანია, როდესაც ამხელა ისტორიის, კულტურისა და ბუმბერაზი მსახიობების ქვეყანაში არც თუ ისე აქტიურია თეატრი ახალგაზრდებში.“

„და თუნდაც ერთი ადამიანისთვისაც რომ გახდეს სტიმული, ჩავთვლი რომ პროექტის მიზანი მიღწეული იქნება.“

ბლოგში მიზნად ვისახავდი უშუალოდ Content Management-ის შესახებაც მომეყოლა, ამიტომ წარმოდგენა რომ შეგიქმნა, მასზე ორ სიტყვას გეტყვი.

Commschool-ში ეს არის კურსი ყველა მომავალი თუ უკვე მყოფი შემოქმედისთვის. მისი დასრულების შემდეგ შეგეძლება:

• განსაზღვრო რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო შენი აუდიტორიისთვის
• დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად და ჩაშალო სხვადასხვა მედია არხში
• დამოუკიდებლად შექმნა ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა ბრენდისთვის – გაიაზრო ყოველ ნაბიჯზე რა სჭირდება შენს კონკრეტულ საქმეს

სამომავლო შესაძლებლობების ჩამონათვალი მოგიტანე, ანუ ყველა ის უნარი, რასაც Content Management-ის გავლის შემდეგ დაეუფლები. მაგრამ, ვინაიდან შემოქმედებაზე ვსაუბრობთ.. არ არსებობს ხელოვნება სიღრმის გარეშე!

ელენემ პირველი, ვინც აღფრთოვანებით გამოყო, იყო Content Management-ის ლექტორი.

გამოვარჩევდი ლექტორს - პირველ რიგში ჩვენს მეგობარს და მოტივატორს! სამ და მეტ საათიან ლექციაზე იჯდე და იღებდე ენითაღუწერელ მუხტს, შეუძლებელი მეგონა, ვიდრე მას შევხვდებოდი. ის დაუღალავად გვიზიარებდა ცოდნას და გამოცდილებას

გარდა პიროვნული თვისებებისა და პროფესიონალიზმისა, აღნიშნა ისიც, რომ ელენეს ყოველთვის ჰქონდა ლექტორის მხრიდან საინტერესო და ობიექტური ფიდბექის მიღების მოლოდინი. სწორედ მისთვის დავალებების მომზადება და განხილვა, მისთვის არა სტრესული, არამედ სასიხარულო პროცესი იყო.

რაც შეეხება ადმინისტრაციას:

„გამოვარჩევდი პროგრამის კოორდინატორს – უმენტორესი მენტორი – ასე ვუწოდებ მე, მთელი კურსის განმავლობაში, როცა არ უნდა მიმეწერა, პასუხი ყოველთვის ჰქონდა.“

ოპერატიულობას ეფექტურობაც სჭირდება, „რწმენადაკარგულ ადამიანსაც რომ დაუბრუნება იმედს, აი, ეგეთი“, რაც ელენეს თქმით, კოორდინატორს ნამდვილად ჰქონდა.

მათთან ერთად კი, Commschool უპირობოდო, ამატებს.

Commschool საშუალებას აძლევს ადამიანს, განვითარდეს ძალიან ბევრი კუთხით. ახალი კომუნიკაციები, ცოდნის გაღრმავება თუ მიღება არასდროსაა არც გვიანი და არც ადრე, ამიტომ ნებისმიერი სეგმენტის წარმომადგენელს უპირობოდ ვურჩევდი Commschool-ში ჩაბარებას. თუმცა აქვე ვეტყვი, რომ ეს დიდი თავგადასავალი მოითხოვს ძალიან დიდ შრომასაც, თუმცა არაამქვეყნიურად სასიამოვნო შრომას!

შენ? შენ გიცდია გეპოვა საკუთარი თავი 42 საათში? თუ დაინტერესდები როგორ იმუშავებს შენს შემთვევაში ჩვენი კურსი, ან Commschool-ის უგუნდესი გუნდი, მიყევი შემდეგ ბმულს.

ავტორი: სოფიკო ღონღაძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება