Commschool-დან Redberry-ში - ნინო ბოლქვაძის კარიერული განვითარება

blog-detail-img

ქომსქულმა საკუთარი თავი და ის უამრავი სქილი აღმომაჩენინა, რაც აქამდე არ ვიცოდი

თუ გაინტერესებს როგორ იქმნება კონტენტი იქამდე, სანამ ის აუდიტორიამდე მიაღწევს, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა ჩვენი კურსდამთავრებული – ნინო ბოლქვაძეს, გაგაცნო, რომელიც Alumni Club-ის ფარგლებში კარიერულ განვითარებას Redberry-ში განაგრძობს.

კურსის დაწყებამდე ნინოს 1 წლიანი გამოცდილება ჰქონდა სოციალური მედიის განხრით, თუმცა კარიერული პროგრესის მიზნით მან COMMSCHOOL აირჩია, სადაც სწავლისას მიხვდა, რომ კონტენტის შექმნის პროცესში უამრავი დეტალი იმალება. ნინოს თქმით, ამ დეტალებზე მუშაობით, ‘უკეთ ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს და უფრო მეტად მაინტერესებს ყველაფერი, რაც ამ სფეროს ეხება.’

აქვე გეტყვი, რომ Commschool-ში პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება გვაქვს, რაც სალექციო პროცესში პრაქტიკული დავალებების შესრულებას გულისხმობს. ნინოს აზრით სწორედ ამან გახადა ლექციები დინამიური, სახალისო და საინტერესო. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ლექციებზე დასწრება მისთვის სასიამოვნო იყო და სწავლის პროცესი ბედნიერების განცდას უტოვებდა.

Previous slide
Next slide

რასაც გულით აკეთებ სწორედ ეგ საქმე გამოგდის წარმატებით

ფინალურ პროექტში, რომელიც ჩვენი კურსების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია, ნინომ თავიდან ბოლომდე საკუთარი პიროვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე შექმნა, რომლის ფარგელბშიც ‘პასტანიოს’ კონტენტ კამპანიაზე იმუშავა.  სწორედ ამ პროექტზე მუშაობისას მიხვდა, რომ მისი იდეებისა და წარმოსახვების ხმამაღლა გაჟღერება ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით Content Management-ში.

კურსის ბოლოს ნინოს Alumni Club-ის ფარგლებში Commschool-ის რეკომენდაციით სარეკლამო სააგენტოში დასაქმდა,  სადაც დიდი ხანი უნდოდა მოხვედრა და მათი სამუშაო სპეციფიკის გაცნობა. ამ შესაძლებლობებით კი მიეცა საშუალება ძალიან ბევრი ახალი რაღაც აღმოეჩინა და ესწავლა, რაც მის ამჟამინდელ სამსახურშიც აისახა. 

მინდა ხოლმე ყველას ვისაც გადაწყვეტილების მიღება უჭირს ან სხვა ახალი პროფესიის სწავლა უნდა, გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ქომსქულზე მოვუყვე, რომ არსებობს ადგილი, სადაც თავიანთ თავებს ხელმეორედ აღმოაჩენენ.

ასე რომ, თუ შენც მზად ხარ აღმოაჩინო საკუთარ თავში დამალული უამრავი სქილი და დაეუფლო ახალ პროფესიას, აირჩიე Content Management

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება