Commschool Crash Course-ზე მიღებას იწყებს!

blog-detail-img

Commschool ახალ Crash კურსებს იწყებს!

რა არის Crash Course?

Crash Course-ის საშუალებით, სტუდენდები მაქსიმალურად იბუსტებიან ინტენსიური სწავლების მეთოდით, რომელიც სრულად პრაქტიკას მოიცავს

ბრენდინგის განცდა, ანუ Sense of Branding, პირველი Crash კურსია Commschool-ში, რომელსაც გაუძღვება სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი – უჩა ურუშაძე – ფილოსოფოსი, რომელიც ქმნის ბრენდებს. 2014 წლიდან უჩა HOLMES&WATSON-ში სტრატეგიებს უძღვება და მისი მეშვეობით არაერთი გავლენიანი პროექტი შექმნილა, როგორიცაა – თიბისი-ს ბრენდის სტრატეგია და საკომუნიკაციო კამპანიები – „გამარჯობა“ და „შენ.

უჩა პროგრამის ფარგლებში დეტალურად მიმოიხილავს ბრენდინგის კონცეფციას, ახსნის, თუ რას მოიცავს იგი შინაარსობრივად:

“ბრენდინგი არის პროცესი იმის აღმოჩენისა, თუ რა არის ადამიანურობა”. – ამბობს უჩა. უჩასთვის ბრენდი და მისი პროდუქტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანის სახე, რომლის მიმზიდველობას, რაღა თქმა უნდა, მუდმივი მოვლა განაპირობებს.”

Crash Course-ის განმავლობაში უჩა, ასევე, ბრენდის ჰუმანიზაციაზეც ისაუბრებს:

კარგია ბრენდი, რომელიც ადამიანების შინაგან სამყაროში აღწევს და მის სურვილებს იგებს

ამ დროს ვარკვევთ, როგორ შევძინოთ ადამიანური ნიშან-თვისებები იმ რეალობას, რომელიც არ არის ადამიანური ანუ ბრენდის ჰუმანიზაცია, ეს არის სულის ჩადგმა პროდუქტში”.

როგორც უჩა ამბობს, Crash Course-ის განმავლობაში იგი განიხილავს ბრენდს 4 მიმართულებით:

“ამ ოთხი დღის განმავლობაში მინდა გავიაროთ ბრენდის ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, როგორც სამყაროს 4 მიმართულება.”

შესაბამისად, უჩა ერთგვარად ოთხიანის პრინციპით იხელმძღვანელებს: კურსი სულ ოთხ შეხვედრას მოიცავს, თითოეული შეხვედრა ოთხსაათიანი იქნება, ამ შეხვედრებზე კი, უჩასეული მიდგომით, ბრენდის ოთხი მიმართულება განიხილება.

ამგვარად, Crash Course-ის გავლის შედეგად სტუდენტები ახლებულად შეხედავენ პროფესიულ სტანდარტებს და გამოიმუშავებენ შესაფერის უნარ-ჩვევებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილები შეძლებენ ბრენდის პარამეტრებში, სტრატეგიებში გარკვევას და მათით მანიპულირებას.

იმასაც დავამატებთ, რომ გარდა Sense of Branding-ისა, Commschool-ში სამომავლოდ კიდევ იგეგმება სხვადასხვა მიმართულების საკმაოდ საინტერესო Crash Course-ები, ამიტომ არ გამოგრჩეს სიახლეები!

ამგვარად, თუ გაინტერესებს Sense of Branding, გინდა, რომ 2 კვირაში მაქსიმალურად დაიბუსტო, თან გაქვს გარკვეული წარმოდგენა მარკეტინგის საბაზისო საკითხებზე, მაშინ შეგიძლია, ახლავე გაიარო კურსზე რეგისტრაცია და შემოგვიერთდე Commschool-ში!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება