"ბრიკორამას" რედიზაინი - სალომე გვარამიას ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

როცა გრაფიკული დიზაინერობა გინდა და არ იცი, საიდან დაიწყო, Commschool-ში უნდა მოხვიდე: “კურსისგან მივიღე ის მთავარი საბაზისო ცოდნა, რასაც შემდგომ აუცილებლად გამოვიყენებ  და სწორედ  ამ კურსის დახმარებით შევძლებ საკუთარი თავის განვითარებას ამ სფეროში.” ამბობს გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული, სალომე გვარამია, რომელიც თავისი ფინალური ნაშრომით კურსის ტოპ სამეულში მოხვდა, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მას კრეატიულ სააგენტოში გარანტირებული სტაჟირების გავლა შეეძლება: სალომეს პროფესიული წინსვლის გარანტი კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, კრეატიულ სააგენტოში გავლილი სტაჟირებაც იქცევა. სააგენტოში, სტაჟირების განმავლობაში მისი განვითარების შესახებ ამბებსაც აუცილებლად მოგაწვდით.

სალომემ ფინალური პროექტის ფარგლებში, ჰიპერმარკეტ “ბრიკორამას” რებრენდინგზე იმუშავა. შეგიძლიათ, თქვენითვე შეადაროთ ჰიპერმარკეტის ახლანდელი ლოგო სალომეს მიერ შექმნილთან:

სალომე გვარამია გრაფიკული დიზაინი
სალომე გვარამია გრაფიკული დიზაინი

რებრენდინგის პროცესს, როგორც სალომე ყვება, დაბნეულობა და სირთულეებიც ახლდა, მაგრამ, მისივე თქმით, მათ დაძლევაში ლექტორი დაეხმარა:

“ვანოს დახმარებით ყველაფერს თავი მოვუყარეთ და არც თუ ისე ცუდი ნამუშევარი გამოვიდა 😊 რაც ყველაზე მთავარია, ვანოსთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ის თავისი საქმის პროფესიონალია და ძალიან უშუალოა” 

შეგიძლიათ თავად შეაფასოთ სალომეს ნამუშევარი: 

საერთო ჯამში, პროექტზე მუშაობამ სალომეს ახალი უნარები და მეტი გამოცდილება მისცა: “პროექტმა პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემძინა და სწორი მიმართულება მომცა, რომელსაც სამომავლოდ პროფესიულად გამოვიყენებ.”

ჯგუფის ატმოსფერო და თანაკურსელებთან აზრის მიმოცვლა კი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო: პროექტზე მუშაობის პროცესში სტუდენტებს შორის ლექციების მეშვეობით ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა,რაც ყველასთვის ინფორმაციული იყო.” 

აქვე გაგიზიარებთ სალომეს ილუსტრაციას, რომელიც მან კურსის განმავლობაში შექმნა:

სალომეს აზრით, შესანიშნავი ლექტორის გარდა, Commschool-ის გუნდს მობილიზებულობა და მუდმივი მზადყოფნაც გამოარჩევს:

“გამოვარჩევ უწყვეტ კომუნიკაციას, რაც სამუშაო პროცესს ნამდვილად ესაჭიროება. არ შემიძლია, ასევე არ აღვნიშნო პროგრამის კორდინატორი, რომელიც მუდმივად სწრაფ და დროულ ინფორმაციას გვაწვდიდა. ამასთანავე იყო უზომოდ თბილი და მზრუნველი გარემო.”

ეს თბილი და მზრუველი გარემო კი, შეგახსენებთ, რომ ახალ სტუდენტებს ელოდება! Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსზე მიღება უკვე დაიწყო. შემოგვიერთდი 👇

 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება