ბადაგონის რებრენდინგი - მარიამ ფოჩხუას ფინალური პროექტი Graphic Design-ის კურსისთვის

blog-detail-img

მარიამი Graphic Design-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც ფინალური პროექტის ფარგლებში ბადაგონის რებრენდინგზე იმუშავა, ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდა და Alumni Club-ის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობა მიიღო ერთ-ერთ კრეატიულ სააგენტოში.

პანდემიის პერიოდში მან ილუსტრაციების გაკეთება და მათი ციფრულ განზომილებაში გადატანა დაიწყო. თითქოს, გართობის მიზნით წამოწყებულმა საქმიანობამ მასში photoshop-ისა და illustrator-ის საფუძვლიანად შესწავლის სურვილი გააჩინა. როგორც ჩანს, სწორედ ასეთ დროს ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს.

როდესაც კურსის გავლა გადავწყვიტე სკოლის არჩევა არ გამჭირვებია. საიტზე გავეცანი ლექტორების პორტფოლიოებს და კურსის სილაბუსს, ასევე წარმატებული მოსწავლეების ნაშრომებსაც და მივხვდი, რომ Commschool იყო ზუსტად ის ადგილი რომელსაც ვეძებდი. გარდა ამისა, მეგობრებისგანაც ბევრი მსმენია Commschool-ის შესახებ და თავიდანცე ვიცოდი, რომ მეგობრული და ყურადღებიანი გარემო დამხვდებოდა

მარიამი ფინალურ პროექტზე მუშაობას კურსის საუკეთესო ნაწილად ასახელებს. Მისი აზრით, მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების ერთი პროექტის გარშემო მობილიზება ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.

უშუალოდ მუშაობის პროცესის შესახებ იგი დიდი აღტაცებით გვიამბობს:

პროექტზე მუშაობა კომპანიის ისტორიის შესწავლით დავიწყე. ფინალურ პროექტზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ „ბადაგონი“ ქართულ მითოლოგიაში ვაზისა და ღვინის მფარველ ღვთაებად ითვლება. შესაბამისად, ლოგოში აქტუალური დარჩა ლათინური ასო „B” რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ყურძნის მტევნის ფორმა.

Previous slide
Next slide

მარიამი თითოეულ ეტიკეტს ინდივიდუალურად მიუდგა:

ყოველი ღვინის სახეობას მიენიჭა საკუთარი ფერების პალიტრა და მათი გამოყენებით შეიქმნა თითოეული ეტიკეტის დიზაინის მონახაზი. ასევე, აღნიშნული ფორმები გამოვიყენე სხვადასხვა პროდუქტზე, რომელიც ბრენდინგის დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული

Previous slide
Next slide

განსაკუთრებული სითბოთი მარიამი Commschool-ის გარემოსა და თავის ლექტორს იხსენებს. ასევე იგი ყურადღებას ადმინისტრაციის ჩართულობასა და პასუხისმგებლობის მაღალ დონეზე ამახვილებს, ამბობს, რომ Commschool-ში წარმატებისკენ მიმავალი გზისთვის ყველანაირი ხელშეწყობაა, რაც იშვიათია და განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის.

განსაკუთრებულად ჩვენს ლექტორს გამოვარჩევდი. გარდა იმისა, რომ კურსი თავის მხრივ, მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ამომწურავი მასალისა და ცოდნის მიწოდებას გულისხმობს სტუდენტებისთვის, ყოველ ლექციაზე იგრძნობოდა ლექტორის განსაკუთრებული დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. გულწრფელად მჯერა, რომ სტუდენტებს ასეთ ლექტორთან მუშაობითა და კომუნიკაციით ეზრდებათ სურვილი ისწავლონ უფრო მეტი

გრაფიკული დიზაინის კურსის მთავარი ღირებულება ის არის, რომ პროგრამა საკითხის ყველა კუთხიდან შესწავლაზეა ორიენტირებული. შესაბამისად ყველა ლექციას მოყვება დავალება, ხოლო კურსის ბოლოს სტუდენტები რებრენდინგზე იწყებენ მუშაობას, რაც ცალკე თავგადასავალია ხოლმე. 

ამიტომ, თუ შენც გაინტერესებს გრაფიკული დიზაინი და გინდა უმოკლეს დროში საფუძვლიანად დაეუფლო ახალ პროფესიას, შემოგვიერდთი, გრაფიკული დიზაინის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება