ამბები Sense of Illustration-ის ქრეშ-კურსიდან - ნინა ჩუბინიშვილი

blog-detail-img

დღევანდელ სამყაროში ყველაფერი საბოლოოდ თვალისთვის სწრაფად და ეფექტურად აღქმად ილუსტრაციებამდე დადის, რომელიც ნებისმიერი სფეროს რეკლამირებისთვის მნიშვნელოვანია. Sense of Illustration-ის ქრეშ-კურსი არის სწორედ ის შესაძლებლობა, რომლითაც შეძლებ მოკლე დროში შეისწავლო ილუსტრატორის საქმიანობასთან დაკავშირებული ‘დამალული მარგალიტები’. ამ ბლოგში კი გაგაცნობ, ქრეშ-კურსის ერთ-ერთ მონაწილეს, ნინა ჩუბინაშვილს, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ქრეშ-კურსის ხანგრძლივობა 2 კვირაა, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები ინტენსიურად შეისწავლიან ილუსტრირების მთავარ ელემენტებსა და ბაზარზე საკუთარი თავის სწორად პოზიციონირებას. ნინას თქმით, კი ეს 2 კვირა მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. ლექტორის გამოცდილებების გარდა, მისთვის საინტერესო იყო საერთო ინტერესების მქონე ადამიანების აღმოჩენა და მათთან აზრების გაცვლა.

გასული ორი კვირა ჩემთვის იმაზე ბევრად უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, თავიდანვე დიდ იმედებს ვამყარებდი კურსზე, რადგან ანანოს ნამუშევრებს კარგად ვიცნობდი, მაგრამ არ მეგონა თუ ამდენად დამეხმარებოდა და მოტივაციას მომცემდა.

ჩანახატი

რაც შეეხება მუშაობის პროცესს, კურსის ერთ-ერთი ნაწილია ბრიფის ანალიზი, რომლისთვისაც ნინამ დამალული საფრთხე აირჩია, ჩამოწერა მასთან დაკავშირებული ქივორდები და მაქსიმალურად ეცადა შეექმნა ისეთი ილუსტრაცია, რომელიც მის კომფორტის ზონას სცდებოდა, რადგან კურსის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა.

ჩანახატიდან საბოლოო შედეგამდე საკმაოდ დიდი გზა იყო, ძალიან მინდოდა ისეთ სტილში დამეხატა, რომელიც ჩემს კომფორტის ზონას სცდებოდა და კომპოზიციის შერჩევაზეც საკმაოდ დიდი ხანი დავხარჯე, თუმცა ალბათ ამ ყველაფრის დამთავრება იყო ყველაზე რთული, იმის მერე რაც მეგონა რომ დავამთავრე კიდევ არაერთხელ გადავუარე და სხვა ფერთა გამა დავტესტე და სულ ვუბრუნდებოდი და პატარა დეტალებს ვცვლიდი, რომლებსაც ჩემ გარდა ვერავინ შეამჩნევდა.

ლექტორის პირველი უკუკავშირის შემდეგ

ბრიფზე დაფუძნებულ პროექტზე მუშაობისას ნინა მაქსიმალურად ცდილობდა ლექტორის უკუკავშირი ბოლომდე გაეთვალისწინებინა და მისგან ნასწავლი ხრიკები გამოეყენებინა. მთავარი კი თანამოაზრეების შეძენა იყო, რადგან, როგორც იცი, ამ სფეროსთვის და პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია კოლეგებთან აზრების გაცვლა.   

ყველაზე ღირებული ჩემთვის ის იყო, რომ თანამოაზრეები აღმოვაჩინე საკმაოდ ბევრი და მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო.

ქრეშ-კურსის განმავლობაში განხილული თემებიდან ნინასთვის პორტფოლიოს შექმნის ნაწილი იყო, რადგან სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მთავარია სტილი იპოვო და სწორი წარმოდგენა შეუქმნა დამკვეთებს საკუთარ თავზე.

დასრულებული ნამუშევარი

მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პორტფოლიოს განხილვა, რაღაც დონეზე ჩემთვის დასტური იყო რომ სწორ გზას ვადგავარ, არაუშავს რომ ხანდახან ჩავარდნები მაქვს, მთავარია მუშაობის სურვილი ადგილზეა.

ნინასთვის Sense of Illustration-ის ქრეშ-კურსი ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და თანამოაზრეების შეძენის ადგილი აღმოჩნდა, სწორედ ამის შესახებ საბოლოო შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: “ანანოს კომპეტენციებში არცერთი წამით შემქონდა ეჭვი, თუმცა იმ მოლოდინსაც გადააჭარბა რაც მე მქონდა, რაც შეეხება commschool-ს, უღრმესი მადლობა ამხელა ძალისხმევის ჩადებისთვის და იმაზე ზრუნვისთვის რომ ყველაფერი საკმარისი გვქონოდა.”

მე კი გეტყვი, რომ თუ გაინტერესებს დიზაინის სფერო და გსურს ისწავლო სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, Sense of Illustration-ის ქრეშ-კურსი სწორედ შენთვისაა! შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება