ამბები პროგრამირების კურსიდან - ეკა იასაღაშვილი

blog-detail-img

კურსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ის აღმოჩნდა იმაზე უკეთესი ვიდრე წარმომედგინა

ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ციფრული პროდუქტების შექმნის საჭიროება განსაკუთრებით იზრდება, პროგრამული უზრუნველყოფა უფრო და უფრო საჭირო ხდება, მაგალითად დეველოპერის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის წილი საქართველოში 66%-ია, ხოლო Back-End დეველოპერის საშუალო თვიური ანაზღაურება 3500 ლარს უტოლდება.

თუ გინდა პროგრამირების ენები იცოდე და კარიერა ამ კუთხით განავითარო, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან დიდებული ნაბიჯები მოტივაციას საჭიროებს, ამ ბლოგში კი მინდა Introduction to Programming-ის კურსდამთავრებული – ეკა იასაღიშვილი გაგაცნო.

კურსის განმავლობაში ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, დაწყებული საბაზისო საკითხებით და დამთავრებული Advanced თემებით, ახლა ვფიქრობ, რომ უკვე შემიძლია თავი გავართვა პატარ-პატარა პროექტების კეთებას.

Commschool-ში მოსვლამდე ეკას მხოლოდ საბაზისო ცოდნა ჰქონდა C#-ში, თუმცა საინტერესო ლექციებისა და თემატურად დალაგებული, პრაქტიკაზე დაფუძნებული საკითხების დახმარებით, ფიქრობს, რომ უკვე საფუძვლიანად შეისწავლა ის. 

აქვე გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტები ყოველ ლექციაზე ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, რაც ეკას აზრით, უმნიშვნელოვანესია ცოდნის განსამტკიცებლად.

ყველა დავალება ძალიან საინტერესო იყო, თითოეული მათგანი რაღაც ახალს მასწავლიდა და მათი კეთების პროცესიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა

აქვე გეტყვი, რომ კურსის სილაბუსი პრაქტიკულ ლექციებთან ერთად შეიცავს ფინალურ პროექტს, რომელზეც სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ, შემდეგ კი შესრულებლულ დავალებას Github პორტფოლიოში განათავსებენ. 

საბოლოო პროექტი დამეხმარა იმაში, რომ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა გამომეყენებინა და მიმეღო არქიტექურულად და ფუნქციონალურად გამართული Web API.

ეკა ლექტორზეც გვესაუბრება, მის აზრით, ის საქმის პროფესიონალია, რომელსაც უყვარს ის რასაც აკეთებს. გარდა ამისა, ის ‘მზად იყო ყოველთვის დაგვხმარებოდა თითოეულ ჩვენგანს და გაუგებარი საკითხები იქამდე აეხსნა სანამ არ გავიგებდით‘.

აქვე გეტყვი, რომ კურსზე Back-end-ს ისეთი პროგრამული ენით ისწავლი, როგორიცაა C#. კურსის დასრულების შემდეგ კი შეგეძლება:

  • კომპიუტერული მეცნიერების თეორიის პრაქტიკაში გამოყენება
  • Software Development-ის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება
  • C# -ის როგორც პროგრამირების ენის დამოუკიდებლად გამოყენება
  • პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა .Net 5 -ზე
  • მონაცემთა ბაზებთან დამოუკიდებლად მუშაობა
  • Microsoft Visual Studio-ს გამოყენება
  • Microsoft SQL Server-ის გამოყენება
  • WEB API-ს შექმნა და მასთან მუშაობა
  • აპლიკაციის შემუშავებისას საუკეთესო მიდგომების და სტანდარტების არჩევა
გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება