ამბები Marketing Management-ის კურსიდან - სოფიკო ბერიძე

blog-detail-img

Commschool ძალიან საინტერესო კურსის სილაბუსს მთავაზობდა, რაც ბაზარზე ჯერ არავის შეუთავაზებია. ეს იყო პრაქტიკული მარკეტინგი ციფრებში, რაც ყველაზე მთავარია ამ სფეროს სხვა მხრიდან შესწავლის შესაძლებლობას მაძლევდა.

მარკეტინგის მენეჯმენტი გულისხმობს სტრატეგიული მარკეტინგის პროგრამების, პროცესებისა და აქტივობების შემუშავებას და განხორციელებას, რომლებიც ემსახურება უფრო ფართო ბიზნეს მიზნების განხორციელებას. წარმატების მისაღწევად ყალიბდება მომხმარებელთა შეხედულებები და ხდება შიდა პროცესების ოპტიმიზაცია.

მსგავსი პროცესები ნებისმიერი მზარდი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც თუ გსურს პროგრესის ნაწილი გახდე და დაინტერესებული ხარ მარკეტინგის მენეჯმენტით, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში Marketing Management-ის კურსდამთავრებულს, სოფიკო ბერიძეს გაგაცნობ.

სოფიკო უკვე 8 წელია მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს, მისი უმეტესი ნაწილი კი საინტერესო და ენერგიულ ავტოინდუსტრიას დაუთმო. თუმცა, ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი მარკეტინგში, საჭიროა სხვა სპეციალისტებთან გამოცდილების გაზიარება და მათი ისტორიებისა და მიდგომების მოსმენაც. ამისთვის კი სოფიკომ Commschool აირჩია!

ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები მჭირებოდა, ვგრძნობდი და ვაანალიზებდი რომ ჩემთვის მნიშვენელოვანი იყო სხვა დარგში მომუშავე ადამიანების გამოცდილების გაზიარება.

სოფიკოს თქმით, პირველ ლექციაზე მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ლექტორთან ინტერაქციისას მიხვდა, რომ კურსის არჩევა ყველაზე დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო მისი კარიერისთვის. მისი აზრით, შთამბეჭდავი იყო, თუ რამდენად თანაბარი ყურადღება ეთმობოდა ანალიტიკასა და კრეატიულობას.

კურსის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით მარკეტინგში ბიუჯეტირებების სწორად დაგეგმვასა და ანალიზზე, მაგრამ შემოქმედებითი ნაწილი და საზღვრებს მიღმა ფიქრი უყურაღებოდ არ გვრჩებოდა.

კურსის მიმდინარეობისას სოფიკომ ახალი შემოთავაზება მიიღო ერთ-ერთი საინეტერსო გუნდისგან, რომლებიც აქტიურად ოპერირებდნენ უკრაინაში და საქართველში იწყებდნენ დამკვიდრებას. სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა მან ფინალურ პროექტზე მუშაობისას და ის საავტომობილო ინდუსტრიას მოარგო.

პროექტზე მუშაობა თავიდან ძალიან რთული იყო, უნდა გამეცნო ახალი ბრენდი, ციფრებში დამნენახა ჩემი ყველა გადაწყვეტილება და სტრატეგიები ამის მიხევით დამეგემა, მიუხედავად იმისა რომ ამ ინდუსტრიაში დიდი ხანია ვარ, ამ პროექტმა ბევრი ახალი შესაძლებლობა მომცა, რასაც დღეს პარქტიკაში უკვე აქტიურად ვიყენებ.

კურსის გავლის შემდეგ, სოფიკომ ბევრად უფრო სიღრმისეულად და საინეტერსოდ დაინახა მარკეტინგის სფერო. ხოლო, დღესდღეობით, ის 2mcars-ის გუნდის წევრია, სადაც კურსზე შეძენილ გამოცდილებას იყენებს ბრენდის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. 

მათ კი, ვინც მარკეტინგის სფეროთია დაინტერესებული სოფიკო ურჩევს:

ეს არის კურსი, რომელიც უნდა გაიაროს ყველა მარკეტინგზე შეყვარებულმა ადამიანმა, კურსი - რომელიც უსაზღვროდ განსხვავებულ ხედვებს და გამოცდილებას გაძლევს, კურსი - რომელიც გეხმარება სწორად გათვალო ყველა აქტივობა და მისი შედეგების გაზომვა შეძლო

მე კი, გეტყვი, რომ თუ გსურს უფრო სიღრმისეულად, მოკლე დროში, პროფესიონალი ლექტორების დახმარებით დაეუფლო მარკეტერის პროფესიას, ქომსქულში Marketing Management-ის კურსს 30 მაისს ვიწყებთ, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება