ამბები IT Project Management-ის კურსიდან: სანდრო ცერცვაძე

blog-detail-img

ბოლო პერიოდში კომპანიები მათი ბიზნესის წარმატებისთვის ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებასა და მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის ციფრული პროდუქტის შეთავაზებას ცდილობენ. სწორედ ამ ტენდენციის გამო იზრდება მოთხოვნა IT სფეროს სპეციალისტებზე. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება IT Project Management არის, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნის პროცესის მართვას, დაგეგმვასა და განვითარებას.

თუ ციფრული და ტექნოლოგიური სფერო გიტაცებს ან უბრალოდ ახალი პროფესიის დაუფლებას გეგმავ, ეს ბლოგი ნამდვილად დაგაინტერესებს. აქ მოგიყვები სანდრო ცერცვაძის შესახებ, რომელმაც IT Project Management-ის კურსი Commschool-ში გაიარა და საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

it project management sandro tsertsvadze

სანდროს დაინტერესება IT Project Management-ით ამ პოზიციის პოპულარობამ განაპირობა. მასზე ინფორმაციის მოძიების შემდეგ გაიგო, რომ იგი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია იყო, თანაც ეს მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ IT პროექტების მართვა ესწავლა.

ტექნოლოგიური სფერო სანდროსთვის კარგად ნაცნობი იყო, თუმცა პროექტების მართვის მხრივ მას გამოცდილება არ ჰქონია. ეს მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა, რადგან Commschool-ის კურსი მორგებულია როგორც იმ ადამიანებზე, ვინც IT ინდუსტრიაშია დასაქმებული, ასევე მათზეც, ვინც ახლა აპირებს ამ სფეროში შემოსვლას.

რას ისწავლი IT Project Management-ის კურსზე?

კურსის არჩევა რთული საქმე აღმოჩნდა, რადგან ბევრი მსგავსი პროგრამა არსებობს. მაგრამ სილაბუსისა და შეფასებების წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ Commschool საუკეთესო იყო. ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც.

როგორც სანდრო აღნიშნავს, კურსმა მოლოდინს გადააჭარბა. მისთვის განსაკუთრებით გამორჩეული აღმოჩნდა ლექტორი, რომელიც მასალას გასაგებად და ამომწურავად ხსნიდა. ლექციების დროს ყველა სტუდენტი მაქსიმალურად იყო ჩართული კურსის მიმდინარეობის პერიოდში. რაც შეეხება მიღებულ ცოდნას, სანდროს თქმით, იმაზე მეტი ისწავლეს, ვიდრე სილაბუსში იყო გაწერილი. თეორიული ნაწილის განხილვისას ლექტორის გამოცდილების გაზიარება კი სწავლის პროცესს უფრო მარტივს და ამავდროულად, საინტერესოს ხდიდა.

დამატებით გეტყვი, რომ Commschool-ის პრაქტიკაზე დაფუძნებული კურსის ფარგლებში შეისწავლი მეთოდოლოგიებს, რომლებიც ამჟამად გამოიყენება IT პროექტების მართვის პროცესში. უფრო კონკრეტულად კი, აქცენტი გაკეთდება Agile მეთოდოლოგიაზე Scrum Framework-ის მიხედვით. პროგრამის დასრულების შემდეგ გეცოდინება შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენება, გუნდთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, პროექტის რისკების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის შედგენა.

ფინალური პროექტი

თუ არ იცი, გეტყვი, რომ Commschool-ის კურსები შედგება ინდივიდუალური ფინალური პროექტისაგან. მასზე მუშაობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და განივითარონ შესაბამისი უნარები.

IT Project Management-ის შემთხვევაში, სტუდენტები მუშაობენ IT პროექტზე, რომელიც კურსის სრულ მასალასა და სააზროვნო კომპონენტებს მოიცავს. სანდრო საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს ფინალური დავალების შესახებ:

პროექტს თანმიმდევრულად მივყევი. ყოველი ნაწილი კარგად გვქონდა დამუშავებული და კითხვის ნიშნებიც არ ყოფილა. თვითონ პროექტი კი რეალურთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული, რასაც ძალიან დიდი როლი აქვს კარიერული თვალსაზრისით.

მათ, ვინც IT პროექტების მართვით არის დაინტერესებული, სანდრო ურჩევს:

თუ ვინმეს სურს, რომ ნულიდან ისწავლოს ჩემ მსგავსად ან გაიღრმაოს ცოდნა IT Project Management-ის მიმართულებით, აუცილებლად დაიწყე კურსის სწავლა Commschool-ში. მსგავს ლექტორსა და კოორდინატორს ვერსად ვერ ნახავთ, რაშიც დარეგისტრირების დღიდანვე დარწმუნდებით.

ეს ყველაფერი არ არის. გარდა სწავლების მაღალი ხარისხის, პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობისა და მეგობრული გარემოსა, Commschool-ში კარიერული მხარდაჭერითაც ისარგებლებ. ამ კუთხით პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს. კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კი გექნება წვდომა პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.

სანდრო უკვე მზადაა, დაიწყოს მუშაობა IT Project Manager-ის პოზიციაზე და დამოუკიდებლად იმუშაოს საინტერესო პროექტებზე. თუ შენც გსურს გამოცადო შენი თავი ტექნოლოგიურ სფეროში და დაეუფლო ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას, მიიღე ახალი გამოწვევა და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება