ამბები IT Project Management-ის კურსიდან

blog-detail-img

პრაქტიკული დავალებებითა და ლექტორის მუდმივი უკუკავშირით დატვირთული კურსის განმავლობაში მუდმივად მქონდა უწყვეტი პროგრესის შეგრძნება

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ ციფრული პროდუქტების ზრდასთან ერთად ისეთ ახალ პროფესიაზე მოთხონაც იზრდება, როგორიცაა IT პროექტების მენეჯერი. თუმცა იმისათვის, რომ მოთხოვნადი იყო მნიშვნელოვანია შეგეძლოს პროექტების მართვა Agile მეთოდოლოგიით.

ამიტომ თუ ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესის მართვით ხარ დაინტერესებული სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა IT Project Management-ის კურსდამთავრებულები გაგაცნო.

ნინო გვენცაძე ბიზნეს ანალიტიკოსია, რომელმაც ციფრულ სფეროში პირველი ნაბიჯის გადადგმა IT Project Management-ოს კურსის გავლის გზით გადაწყვიტა. ახლა კი კურსზე მიღებულ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

 ძალიან საინტერესო იყო დაგეგმარების ეტაპზე მუშაობა, რომელშიც განსაკუთრებით ნათლად აღვიქვი, როგორ უნდა გადაითარგმნოს თეორიული ცოდნა და პროდუქტის თითოეული მახასიათებელი ბიზნესისა და მომხმარებლისთვის ღირებულ შედეგებში.

ნინო ასევე ლექტორების შესახებაც გვიზიარებს გამოცდილებას და გვეუბნება, რომ:

 მუშაობის პროცესში განსაკუთრებით მეხმარებოდა ლექტორის უკუკავშირი და რეკომენდაციები, რომლებსაც მთელი კურსის განმავლობაში, მათ შორის შუალედურ და ფინალურ პროექტებზე მუშაობისას ვიღებდით

ახლა კი მინდა IT Project Manager, მარიამ ნიკოლეიშვილი გაგაცნო, რომელმაც ცოდნის გაღრმავება Commschool-ის კურსის გავლით გადაწყვიტა. მარიამი ფიქრობს, რომ სფეროს ყოვედღიური განვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ფეხი აუწყოს სიახლეებს.

კურსის დახმარებით მეტად ნათელი გახდა პროექტ მენეჯერის მოვალეობები/პასუხისმგებლობები ინიცირების ფაზიდან პროდუქტის გაშვებამდე. ასევე, მეტ ყურადღებას ვაქცევ stakeholder-ების გავლენასა და რისკების დაიდენტიფიცირებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის.

აქვე გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომელზეც მარიამმაც იმუშავა. მისი თქმით პროექტი კურსზე განხილულ ყველა მასალას მოიცავდა, რომელიც მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა და დაეხმარა მას მეტად გაეაზრებინა ძველი თუ ახალი სიახლეები:

რადგან ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ვებ და მობილური აპლიკაციებს ეხება, ფინალური პროექტის თემაზე ბევრი არ მიფიქრია და e-commerce ტიპის მობილური აპლიკაციის დეველოპმენტზე ვიმუშავე.​

ვფიქრობ, შენთვის საინტერესო იყო ნინოსა და მარიამის გამოცდილების წაკითხვა. ამიტომ თუ ფიქრობ, რომ შენც გსურს შენს სფეროში ცოდნის გაღრმავება ან/და ციფრულ სამყაროში პირველი ნაბიჯის გადადგმა, გაიგე მეტი კურსის შესახებ. 👇🏼

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება