ამბები IT Business Analysis-ის კურსიდან - გოგა ჯამაგიძე და ნინო ფურცხვანიძე

blog-detail-img

რადგან აქ ხარ, ვფიქრობ უკვე იცი ვინ არის IT ბიზნეს ანალიტიკოსი, მაგრამ თუ არ იცი გეტყვი, რომ ციფრული პროდუქტების შექმნაში IT ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ბიზნეს ანალიტიკოსი განსაზღვრავს და აღწერს ბიზნეს მოთხოვნებს. IT Business Analysis

ამ ბლოგში კი მინდა IT Business Analysis-ის კურსდამთავრებულები, გოგა ჯამაგიძე და ნინო ფურცხვანიძე მინდა გაგაცნო, რომლებიც  კურსზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ გვესაუბრებიან.

გოგა ბრენდ მენეჯერია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას Agile გუნდთან ხშირად აქვს შეხება IT Business Analysis-ის კურსით დაინტერესდა: ‘ამ მიმართულებამ დამაინტერესა, რადგან ბიზნეს ანალიტიკოსი რეალურად დამკვეთსა და დეველოპმენტის გუნდს შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.‘ 

იქიდან გამომდინარე, რომ გოგას Commschool-ის სხვა კურსებიც აქვს გავლილი, ბევრი არ უფიქრია სად შეიძლებოდა შეესწავლა IT ბიზნეს ანალიტიკა:

ქომსქულში გაწეულმა შრომამ და იმ ხარისხმა, რაც კურსებზე ვნახე გამოიწვია ნდობა ამ დაწესებულების მიმართ

მიუხედავად იმისა, რომ გოგას ამ მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია, ფიქრობს, რომ უკვე საჭირო ცოდნას ფლობს და იცის რა როლს ასრულებს IT  ბიზნეს ანალიტიკოსი.

აქვე გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ ნაშრომზე მუშაობენ, რომელზეც გოგა გვიამბობს, რომ თავიდან რთული ეგონა, თუმცა ის, რომ სტუდენტები ლექტორთან ერთად ყველა დეტალს გადიან კურსის მსვლელობისას, საქმეს ამარტივებდა:

ფინალური დავალება იყო საკმაოდ დიდი და შრომატევადი, 0-დან ავაწყვეთ ვებ გვერდი, ასევე გავიარეთ დამკვეთთან ურთიერთობის სიმულაციაც

ახლა კი მინდა ნინო ფურცხვანიძე გაგაცნო, რომელსაც Comschool-ში სწავლის დაწყებამდე ამ კურსის შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა. ‘ჩემი მთავარი მიზანი იყო გამეგო რას აკეთებს IT ბიზნეს ანალიტიკოსი, რათა გადამეწყვიტა, მინდოდა თუ არა ამ სფეროში მუშაობა.

ბევრი ძიების შემდეგ, ნინომ სწორედ Comschool-ზე შეაჩერა არჩევანი. 

ლექციები იყო ინფორმაციული და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მე, როგორც დამწყები ორივე ნაწილით თანაბრად ვინტერესდებოდი და ვეცნობოდი დამატებით მასალებსაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსზე გვქონდა პრაქტიკული დავალება, რომლის ფარგლებშიც ვიმუშავეთ პროექტზე.

ნინო ფინალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილებასაც იხსენებს და გვიყვება, რომ ეს პროექტი მისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოც იყო, რადგან მოიცავდა ისეთ დავალებებს, რასაც ბიზნეს ანალიტიკოსი პრაქტიკაში აკეთებს. მიღებული ცოდნის საფუძველზე კი ნინო სამომავლოდ სწორედ ამ პროფესიით მუშაობას გეგმავს.

IT Business Analysis: კურსის შესახებ

ასე და ამგვარად, თუ შენც გაქვს შეხება ან/და გაინტერესებს ციფრული პროდუქტის შექმნა და მისი მართვის პროცესი, ან თუ უშუალო შეხება გაქვს IT პროექტების მენეჯმენტთან, ჩართული ხარ ბიზნეს პროცესებში ან ახლა იწყებ ამ სფეროში გადმოსვლას, გეტყვი, რომ IT ბიზნეს ანალიტიკოსის კურსის შემდეგ შეგეძლება:

  • ბიზნეს ანალიზის პროცესის დაგეგმვა
  •  

    ბიზნეს მოთხოვნების და საჭიროებების განსაზღვრა და მათი დამუშავება

  •  

    დეველოპმენტ გუნდის და სტეიკჰოლდერების მენეჯმენტი და მათთან ეფექტური კომუნიკაცია

  •  

    ბიზნეს ამოცანის ჩამოყალიბება / user story-ს შექმნა და ყველა საჭირო ტექნიკის შემუშავება

  •  

    ტექნიკური დოკუმენტის მომზადება აღსრულებისთვის, მონიტორინგი და გაშვება

  •  

    ფუნქციონალური და არაფუნქციონალური მოთხოვნების განსაზღვრა

  •  

    პროდუქტის ამჟამინდელი და სამომავლო მდგომარეობის ანალიზი და რისკების შეფასება

ასე რომ, თუ შენც გინდა, რომ ისწავლო  IT ბიზნეს ანალიტიკა 0-დან და გინდა გადადგა პირველი ნაბიჯი, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება