ამბები Digital Product Testing & QA-ის კურსიდან - ლუკა ჭრიკიშვილი

blog-detail-img

კურსზე ჩარიცხვამდე ჩავატარე მცირე მოკვლევა, რათა დამედგინა ზოგადად რა იყო QA, რას საქმიანობდა QA ინჟინერი ყოველდღიურად, რა ტიპის თასქების შესრულება იყო საჭირო და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც კი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარებოდა.

თუ შენც დაინტერესებული ხარ ციფრული პროდუქტის ტესტირებითა და QA სფეროთი, მზად ხარ შეიძინო ამ პროფესიისთვის საჭირო უნარები, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ Digital Product Testing & QA-ს კურსდამთავრებულს – ლუკა ჭრიკიშვილს.

მანამდე კი გეტყვი, რომ ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი (QA Engineer ან QA Tester) პასუხისმგებელია ახალი პროგრამული პროდუქტების სწორად მუშაობის უზრუნველყოფაზე  სანამ ეს პროდუქტი უშუალოდ მომხმარებლამდე მიაღწევს. აპლიკაციის ტესტირებისა და პრობლემების აქტიურად ძიებისას ისინი რწმუნდებიან, რომ ყველა კომპიუტერული პროგრამა აკმაყოფილებს კომპანიის სტანდარტებს.

კურსზე მოხვედრამდე, ლუკა ხშირად იღებდა სხვადასხვა ვიდეო თამაშების ბეტა/ალფა ტესტირებაში მონაწილეობას და მისთვის ძალიან საინტერესო იყო ბაგების პოვნის/რეპროდუსირების პროცესი, რამაც განაპირობა მისი ინტერესი QA-სადმი. 

პირადი სწავლებიდან და უნივერსიტეტიდან ლუკას ასევე ჰქონდა გამოცდილება პროგრამირებაში, ამიტომ გადაწყვიტა ეს ცოდნა QA-სთან დაეკავშირებინა; შეესწავლა თეორია/ ტესტირების ძირითადი და მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც დაეხმარებოდა ავტომატიზაციაში.

კურსის არჩევისას ლუკასთვის მნიშვნელოვანი იყო შეფასებები/ფიდბექი და სწორედ კურსდამთავრებულთა 100% კმაყოფილების დონის გამო შეარჩია ჩვენი კურსი.

Commschool-ის შესახებ მქონდა ინფორმაცია უკვე რამდენიმე წელია და ჩემთვის Commschool-ზე არჩევანის გაკეთების მთავარი ფაქტორი გახდა წარმატებულ კურსდამთავრებულთა ისტორიები და მათი შეფასებები Commschool-ის შესახებ, რომელსაც ხშირად ვნახულობდი და დეტალურად ვეცნობოდი Facebook-ის გვერდზეც და ბლოგშიც.

კურსზე საუბრისას ლუკამ გაგვიზიარა, რომ კურსმა მის მოლოდინებს გადააჭარბა. ეს კი სწორედ იმის დამსახურებაა, რომ Commschool-ის კურსები სრულიად პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რაც სტუდენტებს ეხმარებათ თეორიული ცოდნის გასამყარებლად.

შევიძინე მანუალური (და არამარტო მანუალური) ტესტირების ყველა მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა ტესტ ქეისების დაწერა, ტესტ სუიტების შექმნა, ტესტ ქეის მენეჯმენტ თულების პრაქტიკული გამოყენება, დიზაინს ტექნიკების მიხედვით ტესტების შედგენა და სხვ.

ფინალურ პროექტზე მუშაობისას, რომელიც კურსის განუყოფელი ნაწილია, ლუკას ძალიან დაეხმარა ის პრაქტიკული დავალებები, რასაც კურსის მსვლელობისას აკეთებდა. ამასთან ერთად ლექტორისგან იღებდა საჭირო უკუკავშირსა და რჩევებს.

ბექა ძალიან ყურადღებიანი და საუკეთესო ლექტორია, ვისთანაც კი მქონია მე პირადად შეხება. ბექამ მოგვცა კურსდამთავრებულებს იმის საშუალება, მიგვეღო იმაზე მეტი ცოდნაც კი, ვიდრე ამას თავად კურსი ითვალისწინებდა, მასალა მუდმივად სრულყოფილი იყო, რთულ საკითხებს საკმაოდ გასაგებად და მარტივ ენაზე ხსნიდა და არც ერთ კითხვას არ ტოვებდა პასუხგაუცემელს.

ლუკას თქმით, მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებს აუტომატიზაციაში და ზოგადად, პროფესიულ განვითარებაში. რჩევის სახით კი:

ვფიქრობ ეს კურსი აუცილებელია ნებისმიერი პირისთვის, ვისაც კი გადაწყვეტილი აქვს QA ტესტერად მუშაობის დაწყება, მნიშვნელობა არ აქვს მანუალი თუ აუტომატიზაცია. თავისთავად კურსი გათვლილია მანუალ ტესტერებზე მაგრამ ვფიქრობ იმ თეორიულ ცოდნას, რა თეორიულ ცოდნასაც ამ კურსიდან მიიღებს სტუდენტი აუტომატიზაციისთვისაც უმნიშვნელოვანესია, თუ სურთ რომ იყვნენ პროფესიონალები საკუთარ საქმიანობაში.

მე კი გეტყვი, რომ ხარისხის უზრუნველყოფა ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია, ამიტომ QA სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნაა. თუ დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი და გაქვს სურვილი ტექ სამყაროს ნაწილი გახდე, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება