ამბები Digital Advertising-ის კურსიდან - გიორგი მალოვი

blog-detail-img

კურსის გავლის შემდეგ შემიძლია სრულყოფილი ციფრული სარეკლამო კამპანიის ყველა პროცესის შესრულება და რეკლამისგან სასურველი შედეგის მიღება.

ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ციფრულ ეპოქაში ციფრული მარკეტინგი, კონკრეტულად კი ციფრული რეკლამირება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

Digital Advertising-ის მთავარი უპირატესობა მისი გაზომვადობაა, – შენ შეგიძლია თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და მისი ბიზნეს შედეგებში თარგმნა, ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა რიცხვებზე დაყრდნობით. 

ამ ბლოგში კი მინდა Digital Advertising-ის კურსდამთავრებული, გიორგი მალოვი გაგაცნო. გიორგი კარფურის ციფრული მარკეტინგის გუნდის წევრია, მისი სამუშაო უმეტესად სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობასა და მათთვის ინფორმაციის გადაცემას მოიცავდა, თუმცა როცა Facebook Ads Manager-თან მოუწია შეხება ამბობს, რომ ძალიან მალე იკარგებოდა პანელის სტრუქტურაში და ცოდნის არ ქონის გამო უბრალოდ ვერ ვხვდებოდა რა რისთვის იყო და როგორ მუშაობდა. ამიტომ, გიორგიმ Commschool-ში Digital Advertising-ის კურსის გავლა გადაწყვიტა.

ვფიქრობ ძალიან სასარგებლო გამოცდილება და ცოდნა მივიღე ამ კურსის გავლით, იქიდან გამომდინარე რომ ზოგადი შეხება მქონია ამ მიმართულებასთან, ხშირად მიწევდა ჩემით მომეძია ესა თუ ის ინფორმაცია და გამეძლიერებინა ცოდნა სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებებში, მაგრამ ასეთი თვით სწავლება ვერ შეედრება "ქომსქულის" მიერ გადმოცემულ ამომწურავ ინფორმაციას.

გიორგი სალექციო პროცესსაც იხსენებს და ამბობს, რომ მისი აზრით, ყველა ინფორმაცია მაქსიმალურად გაშლილი და ამომწურავად ახსნილი იყო, რაც მოიცავდა კონკრეტულ მაგალთებს, წყაროებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ლექტორის მხრიდან გამოცდილების გაზიარებას. 

ნებისმიერი სირთულის დროს ან რაიმე გაუგებრობისას ლექტორი ყოველთვის მზად იყო დაეთმო დრო იმ კონკრეტული პუნქტებისთვის სადაც რამე სირთულე მხვდებოდა ან ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა

თუ არ იცი გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ გამოცდაზე სარეკლამო კამპანიას გეგმავენ და აღასრულებენ.

ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიღებული პროექტების სწორად გააზრება, თასქებად დალაგება და მათი ეფექტურად შესრულება პროექტის საბოლოო წარმატებისთვის. ფინალურ პროექტზე ყველა გავლილი ეტაპის გამოყენება იყო საჭირო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ყოველ ლექციას და შესასრულებელ დავალებას.

ასე და ამგვარად, თუ შენც გაქვს შეხება ან/და გაინტერესებს ციფრული  რეკლამირება და მისი მართვის პროცესი, გეტყვი, რომ კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • სარეკლამო სტრატეგიის შედგენა
  • სამიზნე აუდიტორიის ეფექტურად განსაზღვრა
  • ბიუჯეტირება და შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენება
  • რეკლამირება ყველაზე დიდ პლატფორმებზე: Facebook, Linkedin, Google
  • დამოუკიდებლად დანერგვა და სარეკლამო ხელსაწყოების გამოყენება
  • ეფექტურობის გაზომვა და ოპტიმიზაცია
  • გაშვებული სარეკლამო კამპანიების სწორი მონიტორინგი და რეპორტინგი (tracking & reporting VIA data studio)
გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება