ამბები Digital Advertising-ის კურსიდან - მეგი რეხვიაშვილი

blog-detail-img

ციფრული ინდუსტრია მუდმივად იცვლება, რაც აქტუალურია დღეს აღარ მუშაობს ხვალ. ამიტომ ამ კურსის გავლა ღირს თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თვალყური ადევნოთ და არ ჩამორჩეთ ახალ ტენდენციებს რეკლამირების სფეროში.

ციფრული არხები საშუალებას გვაძლევს, რომ სამიზნე აუდიტორიისთვის ვიყოთ  მაქსიმალურად საინტერესოები, დროულები და სასარგებლოები, სწორ დროს და სწორ ადგილას. ციფრული რეკლამირება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საიჭირო პროფესიაა, რომლითაც თითოეული ბიზნესი, ბრენდი, პროექტი ახერხებს იპოვოს თავისი აუდიტორია სხვადასხვა პლატფორმაზე.

თუ გსურს ჩაერთო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სფეროში და ფეხი აუწყო ტექნოლოგიურ განვითარებას, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ Digital Advertising-ის კურსდამთავრებულს – მეგი რეხვიაშვილს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

მეგი სოციალური მედიის მენეჯერია, რომელსაც Facebook და Instagram-თან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, რამაც სურვილი გაუჩინა შეესწავლა რეკლამირების ახალი ინსტრუმენტები. ამისთვის კი მეგობრების რეკომენდაციებით – Commschool აირჩია, რათა უფრო თავდაჯერებული ყოფილიყო ამ სფეროში.

ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ადრე გაიარა სხვადასხვა კურსები Commschool-ში და მათგან მხოლოდ დადებითი შეფასებები მოვისმინე სკოლასთან და ლექტორებთან დაკავშირებით. ასევე, როდესაც გადავხედე სილაბუსს საიტზე, ვნახე რომ კურსი სრულად მოიცავდა რეკლამირების ყველა ასპექტს და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე კურსის გავლა Commschool-ში

Digital Advertising კურსის ფარგლებში მეგიმ შეძლო შეესწავლა რეკლამირება სხვადასხვა პლატფორმებზე, თრექინგის და ანალიზის ინსტრუმენტები,
ასევე შეიტყო სხვადასხვა ინსაითების შესახებ, რომლებიც დაეხმარება წარმატებაში. ამასთან ერთად გაიგო ბრიფის ტექნიკების, შესახებ რომელიც მოიცავს ყველა იმ დეტალს, რაც დავალების შესრულებისთვისაა საჭირო.

ლექტორის დახმარებით ვისწავლე ბრიფზე სწორად მუშაობა და ყველა წვრილმანის გათვალისწინება. შევძელი ჩემი უნარების გაუმჯობესება და ახლა თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ. ვგეგმავ, რომ მიღებული გამოცდილება გამოვიყენო მომავალ პროექტებში, რათა შევქმნა ეფექტური სარეკლამო კამპანიები.

მათ კი, ვისაც ასევე სურს შეიძინოს ახალი სქილები და თავდაჯერებულობა რეკლამირების სფეროში, მეგი ურჩევს, რომ თვალი ადევნონ იმ ტენდენციებს, რომელიც ციფრულ სფეროში ყოველთვის იცვლება და ვითარდება:

ყველას, ვინც დაინტერესებულია Digital Advertising-ით მე ვურჩევ აუცილებლად გაიაროს ეს კურსი, რომლის მეშვეობითაც ისწავლით არამხოლოდ რეკლამირებას სხვადასხვა პლატფორმებზე, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტებს და ინსაითებს, რათა შექმნათ ეფექტური სარეკლამო კამპანიები. ისწავლით ბრიფზე მუშაობას და ყველა დეტალის გათვალისწინებას. მიიღებთ ცოდნას, რომელიც უფრო კონკურენტულს გაგხდით ბაზარზე.

სილაბუსის ეფექტურობისა და ლექტორის დახმარებით, მეგიმ შეძლო წარმატებით დაესრულებინა კურსი, რაც მისი თქმით დაეხმარა დამატებითი ცოდნისა და უნარების მოპოვებაში, რომელთაც მომავალში აუცილებლად გამოიყენებს ეფექტური სარეკლამო კამპანიების გასაკეთებლად.

ალბათ მიხვდი, რომ კურსის განმავლობაში შეხვდები მრავალ საინტერესო ადამიანს, შეიძენ ახალ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ასე საჭიროა რეკლამირების სფეროში. ასე რომ, ახალი თავგადასავლებისთვის Commschool-ში გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება