ამბები Data Driven Marketing-ის კურსიდან: ოთარ ვახტანგაშვილი

blog-detail-img

თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიები მომხმარებლების ქცევის შესწავლის შედეგად მიღებულ მონაცემებს ეფუძნება. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ის, თუ რა პროდუქტებს ყიდულობენ ისინი, როგორ რეაგირებენ რეკლამებზე და როგორ იქცევიან. შესაბამისად, განსხვავებით ტრადიციული მიდგომებისგან, იგი ემყარება ფაქტებს და არა ვარაუდებს და მაქსიმალურად არის მორგებული სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს. ეს კი Data Driven Marketing-ის მთავარი ღირებულებაა – მომხმარებლებისგან მიღებული მონაცემების სწორი ანალიზი და შედეგების გამოყენება ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად.

თუ ციფრული მარკეტინგის სფეროში ხარ დასაქმებული და გსურს, ისწავლო, როგორ გამოიყენო მონაცემები მარკეტინგული კამპანიების ოპტიმიზაციისთვის, ამ ბლოგს გაეცანი. ოთარ ვახტანგაშვილი, Data Driven მარკეტინგის პროგრამის კურსდამთავრებული, საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაგიზიარებს.

data-driven marketing otar vakhtangashvili
data-driven marketing otar vakhtangashvili

ოთარი Adjarabet-ში MarTech Officer-ის პოზიციას იკავებს. მისი მთავარი ფუნქცია მარკეტინგისა და IT დეპარტამენტების დაკავშირება, ციფრული მარკეტინგის სწორად კეთებისთვის აუცილებელი ტექნიკური დეტალების მოგვარებაა. ამ სფეროთი წლების წინ დაინტერესდა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მისი სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტა. ოთარი პარალელურად სხვადასხვა კურსებსა თუ ონლაინ მასალებს ეცნობოდა, რათა  უკეთესად გასცნობოდა ციფრული მარკეტინგის მრავალფეროვან მიმართულებას. რამდენიმე კომპანიაში სპეციალისტად მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა, მენეჯერული უნარ-ჩვევების შეძენა, რაც მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და სწორად გაძღოლას მოიცავს. სწორედ ასე აღმოჩნდა ოთარი Commschool-ში, სადაც მის ინტერესებზე მორგებული კურსი შეარჩია.

Commschool-ის მარკეტინგული კომუნიკაცია, ის, თუ როგორ არის წარმოდგენილი ონლაინ სივრცეში, ძალიან შთამბეჭდავია. მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. თუ სკოლამ თავად იცის, როგორ გააკეთოს ციფრული მარკეტინგი კარგად, ეს უდავოდ სწორი ადგილი უნდა იყოს ამის შესასწავლად. ასევე, ძალიან საინტერესო იყო სილაბუსი და ლექტორის გამოცდილებაც, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა კურსის გავლა.

რას მოიცავს Data Driven Marketing-ის კურსი?

მოლოდინები კურსის შესახებ გამართლდა და ოთარმა საფუძვლიანად შეისწავლა ციფრული მარკეტინგის სწორად დაგეგმვა, პროცესის გაყოლა და რეპორტინგი, მუდმივი ოპტიმიზაცია. ის აღნიშნავს, რომ პროგრამა ფოკუსირებული იყო არა სპეციალისტის მოვალეობების განხილვაზე, არამედ მარკეტინგის მენეჯერის ფუნქციების დეტალურ მიმოხილვაზე. ამიტომ, კურსი მისთვის ღირებული გამოცდილება აღმოჩნდა – “სწორედ ეს იყო ჩემი მოლოდინი, დიდი სურათის აღქმა და ამის განვითარებაზე მუშაობა”.

პროგრამის განსაკუთრებით საინტერესო ნაწილად ოთარი მარკეტინგის ავტომატიზაციის საკითხს მიიჩნევს, რადგან იგი ტექნოლოგიური სფეროსგან სარგებლის მიღებას შეეხებოდა. მან ისწავლა, თუ როგორ შეიძლება მონოტონური და დროში გაწელილი საქმის მთლიანად ტექნოლოგიებისთვის გადაბარება. ეს რესურსი კი საშუალებას გაძლევს, დრო და ყურადღება დაუთმო სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

ვინაიდან ციფრული მარკეტინგის სპეციფიკა და მისი გამოყენების გზები ვიცოდი, მჭირდებოდა ცოდნა, თუ როგორ გამომეყენებინა ეს ყველაფერი მომგებიანი კომუნიკაციის წარმოებისთვის. კურსი სწორედ ამ კუთხით დამეხმარა. თუ აქამდე ძალიან დიდი მონაცემების შეგროვება ვიცოდი, ახლა უკვე მათი სწორად წაკითხვა, ანალიზი და მათი გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილებების მიღება ვისწავლე.

გარდა მიღებული თეორიული ცოდნისა, კურსი სასიამოვნო გამოცდილებად ლექტორმა აქცია. ოთარი აღნიშნავს, რომ იგი საინტერესოდ უძღვებოდა თითოეულ ლექციას, მისი გადმოცემის უნარი და სტუდენტებთან უშუალო დამოკიდებულება კი უფრო საინტერესოს ხდიდა სწავლის პროცესს.

Data-Driven Marketing - ფინალური პროექტი

data-driven marketing otar vakhtangashvili final project

ის, რაც Commschool-ის კურსებს გამორჩეულს და ღირებულს ხდის, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ინდივიდუალური პროექტების დამსახურებაა. ეს ხელს უწყობს სტუდენტებს, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და დააგროვონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

Data-Driven მარკეტინგის კურსის შემთხვევაშიც სტუდენტებმა იმუშავეს მათ მიერ შერჩეული კომპანიისთვის მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და კამპანიის ოპტიმიზაციაზე. სპორტის სიყვარულიდან გამომდინარე ოთარმა არჩევანი Setanta Sports-ზე შეაჩერა. მისთვის პროექტზე მუშაობა შრომატევადი და საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.

კურსის გავლის შემდეგ თავდაჯერებული ვარ, რომ მენეჯერის როლი მოვირგო, იქნება ეს საკუთარ სტარტაპში, თუ კომპანიაში, რომლის მთავარი მარკეტინგული დატვირთვა ციფრულ არხებზე მოდის.

data-driven marketing otar vakhtangashvili final project.PNG 2

არც შეეხება მომავალ გეგმებს, ოთარი საკუთარი სტარტაპ კომპანიის შექმნას განიხილავს. ამ მიზნის მისაღწევად კი Commschool-ში მიღებული ცოდნის გამოყენებას გეგმავს:

მინდა საკუთარი ციფრული სტარტაპის გაკეთება, სადაც, რა თქმა უნდა, მთელს მარკეტინგს საკუთარ თავზე ავიღებ. სწორედ აქ იქნება ყველაზე გამოსადეგი ეს ცოდნა, რადგან უკვე A to Z ვიცი არა მხოლოდ ხელსაწყოების გამოყენება და მონაცემების შეგროვება, არამედ მათი სწორად გადატანა პრაქტიკაში.

ამიტომ, თუ შენც გსურს, გაიღრმაო ცოდნა ციფრულ მარკეტინგში და უკვე მენეჯერის პოზიციიდან მიიღო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, Commschool-ში გელოდებით. გაეცანი დეტალურად კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი!

data-driven marketing

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება