ამბები Data Analytics-ის კურსიდან - მარიამ ამაშუკელი

blog-detail-img

გიფიქრიათ რა არის მონაცემები ანალიტიკის გარეშე?  ანალიტიკის გარეშე მონაცემები არის მხოლოდ რიცხვები, რომელთაც არანაირი დამატებითი ღირებულების მოტანა არ შეუძლიათ. სწორედ ამაში მდგომარეობს Data Analytics-ის ხიბლიც. მონაცემთა ანალიტიკოსის როლი სწორედ ის არის, რომ დიდი რაოდენობის ნედლი ინფორმაცია თარგმნოს ისეთ მიგნებებში, რომლებიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ. 

ამ ბლოგში კი მინდა  Data Analytics-ის კურსდამთავრებული, მარიამ ამაშუკელი გაგაცნო. მარიამს უკვე მრავალი წელია მონაცემებთან აქვს კავშირი, რადგან იგი პროფესიით სოციოლოგი და მკვლევარია, ამიტომ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ მონაცემთა ანალიზის შესწავლაც სურდა, თუმცა საქართველოში არ იცოდა სად შეიძლებოდა ამ მხრივ ცოდნა მიეღო. მიუხედავად ამისა, დიდმა სურვილმა თავისი გზა მაინც იპოვა და მარიამმა Commschool-ის კურსი აღმოაჩინა. 

კარგად მახსოვს, როგორი გახარებული ვიყავი ამ შესაძლებლობით და დღეებს ვითვლიდი კურსის დაწყებამდე.

როგორ უკვე გითხარი, მარიამისთვის მონაცემტა ანალიტიკა უცხო არ იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, არც SQL იცოდა და არც Power BI.

მხოლოდ ის ვიცოდი, რომ SQL და PowerBI უმნიშვნელოვანესი პროგრამებია მონაცემთა ანალიტიკის სფეროში ამიტომ მომხიბვლელი შესაძლებლობა იყო ის, რომ Commschool ორივე პროგრამის სწავლას ერთი კურსის ფარგლებში გვთავაზობდა.

მარიამი ლექციების მიმდინარეობის პროცესზეც გვესაუბრა და გვითხრა, რომ მისთვის განსაკუთრებულად კომფორტული იყო ონლაინ ლექციები, რადგან ლექციის ვიდეო ჩანაწერების დამსახურებით, მასალის გადამეორება და ხელახლა მიბრუნება ძალიან დაეხმარა კურსის სრულფასოვნად ათვისებაში. 

მარიამი სალექციო პროცესსაც იხსენებს.

კურსის 90% იყო პრაქტიკა: როგორც SQL-ის, ისე PowerBI-ის კომპონენტში - ყოველ ახალ საკითხს ლექტორები პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით ხსნიდნენ, რომლის შესრულებაც პარალელურ რეჟიმში ყველა სტუდენტს შეეძლო. ასევე, ყოველი მომდევნო ლექციისთვის სტუდენტებს მოსამზადებელი გვქონდა „საშინაო დავალება“, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ახალი ცოდნის პრაქტიკაში გასამყარებლად.

აქვე გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომელზეც მარიამმაც იმუშავა.

ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან კარგი პროცესი იყო რეფლექსიისთვის, საკუთარ თავში ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირებისთვის. რეალურად, ფინალური პროექტის შესრულების შემდეგ გავაცნობიერე, თუ რამდენი მისწავლია კურსის განმავლობაში და დავრწმუნდი, რომ დამოუკიდებლად მუშაობაც შემიძლია. მართალია, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა ნამდვილად ღირდა ამ გზის გავლა.

როგორც მარიამი ამბობს, კურსმა მისი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა და ახლა SQL და PowerBI პროგრამებში დამოუკიდებლად მუშაობა და მონაცემების როგორც დამუშავება, ისე მათი ვიზუალიზაცია შეუძლია.  რაც მთავარია იგი სამომავლო გეგმებსაც მონაცემთა ანალიტიკას უკავშირებს.

რადგან უკვე აღჭურვილი ვარ საჭირო ცოდნით და უნარებით, აქტიურად დავიწყე სამსახურის ძიება მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

თუ მარიამის მსგავსად შენც გიტაცებს მონაცემთა ანალიზი და გინდა, შენი მომავალი სწორედ ამ პროფესიას დაუკავშირო, დროა გადადგა პირველი ნაბიჯი.

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება