ამბები Data Analytics-ის კურსიდან - მარიამ კალანდაძე

blog-detail-img

დღევანდელი ტექნოლოგიური ინოვაციების სამყარო მონაცემებზე დგას. მონაცემთა ეკოსისტემა ბევრ სხვადასხვა როლს, სპეციალიზაციას და უნარს აერთიანებს, რომელთა საშუალებითაც ხდება დიდი რაოდენობით ინფორმაციის ანალიზი. ეს საშუალებას აძლევს ადამიანებსა და კომპანიებს რეალური გავლენა მოახდინონ სხვადასხვა ინდუსტრიაზე. მონაცემთა ანალიტიკოსის პორფესიაც სწორედ ამას ემსახურება

ამ ბლოგში კი გაგაცნობ Data Analytics-ის კურსდამთავრებულს, მარიამ კალანდაძეს, რომელიც ქომსქულში Power BI-ის საბაზისო ცოდნითა და ანალიტიკური რეპორტების განვითარების შესწავლის სურვილით მოვიდა და თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

მქონდა წარმოდგენა, რომ მონაცემებზე დაყრდნობით მნიშვნელოვან ინფორმაციას ყვებოდნენ, სწორედ ასე აღმოჩნდა

მარიამი გვესაუბრა ინტერაქციული ლექციების პროცესზე, რომელიც მეტწილად პრაქტიკაზე და საინტერესო მაგალითებზეა დაფუძნებული, რისი საშუალებითაც მარიამმა ყველაზე ღირებული გამოცდილება და ცოდნა შეიძინა, კერძოდ : როდის რა ვიზუალი გამოიყენება, როგორი რეპორტი უნდა შეიქმნას, როგორ მოერგოს მსმენელს და როგორ დაიწყოს მონაცემების სწორი ანალიტიკა.

SQL-ის კონკრეტულ ამოცანებზე მთელი დღეც მიფიქრია, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პროცესი იყო მთელი კურსიდან - სწორედ ფიქრში და ცდაში ვითარდები და სწავლობ ყველაზე მეტს

სწორედ ამ ცდის პროცესს გადიან Commschool-ის სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობისას, რომელიც კურსის განუყოფელი ნაწილია. მარიამის თქმით ფინალური პროექტი რთული და საინტერესო გამოწვევა იყო, რომლის დახმარებითაც მან მოახერხა ყველა წესის დაცვით, ნულიდან – შედეგებისა და რეკომენდაციების გაზიარებამდე მისულიყო. 

მნიშვნელოვანია მიხვდე, რომ ანალიზში მნიშვნელოვანი არაა მხოლოდ თვალისმომჭრელი, ლამაზი ჩარტები, არამედ თითოეული ჩარტი უნდა ყვებოდეს ისტორიას და ატარებდეს ღირებულებას

როგორც მარიამი ამბობს, კურსმა მისი მოლოდინები გაამართლა – გაეცნო ახალ ხელსაწყოს SQL-ს და ახალი თვალით შეხედა Power BI-ს. თქვენ კი გირჩევთ, რომ: “თუ რაღაცის სწავლის დაწყება გინდა და შენით უბრალოდ არ გამოგდის – არ გყოფნის მოტივაცია, კურსის დროს ისე ერთვები პროცესში, ვერც იგებ – ამიტომ ვისაც უჭირს დამოუკიდებლად საქმის დაწყება ვურჩევდი მსგავსი კურსის აღებას.”

თუ შენც გიტაცებს მონაცემთა ანალიზი და გსურს მისი შესწავლა, გეტყვი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პროფესიაა 2020-2025 წლებში. ასე რომ, შეგიძლია ფეხი აუწყო ტექნოლოგიების საუკუნეს და შემოგვიერთდე!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება