ამბები Content Management-ის კურსიდან - თამუნა კონჯარია

blog-detail-img

Commschool-მა მისმა ღირებულებებით მიმიზიდა. ეტყობოდა ხარისხი, სტუდენტებსა და მათ განვითარებაზე ფიქრი.

კონტენტის მართვა საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ციფრული ინფორმაციის შექმნა, გამოქვეყნება და გავრცელება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გვეხმარება მოვაწყოთ აზრები და იდეები ისე, რომ სხვებმა შეძლონ შინაარსის პოვნა და გამოყენება. კონტენტის მენეჯმენტის პროცესების გარეშე ციფრული შინაარსის სასიცოცხლო ციკლი გაფუჭდება – ინტერნეტში არსებული კონტენტი იქნება არასტრუქტურირებული, მიუწვდომელი და არაორგანიზებული.

ამ ბლოგში გიამობ ამბავს Content Management-ის კურსდამთავრებულ – თამუნა კონჯარიაზე, რომელიც გვიზიარებს კურსის განმავლობაში შესწავლილ და შექმნილ სიახლეებს.

ორ კომპანიაში ჯუნიორ ქოფირაითერის პოზიციაზე მუშაობისა და დიდი თუ მცირე ბიზნესების თავისებურების შესწავლის შემდეგ, თამუნა მიხვდა, რომ პროდუქტის გაყიდვის მიღმა კიდევ უფრო მეტი რამ ხდება, რისი შესწავლაც თავადაც სურდა. ამისთვის კი მან თბილისის კომუნიკაციის სკოლა აირჩია.

დავინახე, რომ პროდუქტის მიღმა ემოციებს, ისტორიებს “ყიდი”. ვიგრძენი, რომ მეტი და მეტი მინდოდა… რაღაც მეტად სიღრმისეული, უფრო დეტალებზე ორიენტირებული

Commschool-ის კურსდამთავრებულთა ისტორიებისა და სილაბუსის გაცნობის შემდეგ, თამუნამ Content Management-ის კურსში უამრავი შესაძლებლობა დაინახა და საკუთარ ინტუიციას მიენდო.

ისეთი განცდა დავიუფლე, რომ თუ კი კურსს გავივლიდი უეჭვლად უფრო მეტი შესაძლებლობა გამომიჩნდებოდა. სწორედ ამ გრძნობამ და ჩემმა სწორმა ინტუიცამ მომიყვანა Commschool-ამდე

თამუნას მოლოდინები კი სრულიად გამართლდა კურსზე ჩარიცხვის შემდეგ, რადგან მისი თქმით, Commschool-ში მიიღო თეორიისა და პრაქტიკის მაქსიმალური ტანდემი, პრაქტიკული მაგალითები, ანალიზები, სხვადასხვა სტუდენტთა მოსაზრებები და ლექტორის მიერ გაზიარებული გამოცდილება, რამაც მისი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ამ რთულ პერიოდში არის ადამიანს მისცე ძალა და იმედი და აჩვენო რომ მართლა შეუძლია. სწორედ ეს რწმენა და ძალა მომცა ამ კურსმა.

კურსის განმავლობაში იყო ბევრი გამოწვევა, ისეთი როგორიც არის ახალ პლატფორმებზე მუშაობა, თუმცა თამუნას თქმით, ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ დაინახა განსხვავებული პერქპექტივიდან, მაგალითად, რომ ინსტრაგრამი უფრო ღირებული პლატფორმაა, ვიდრე უბრალოდ ლამაზად აწყობილი ფიდი.

ამ კურსის მერე დავრწმუნდი, რომ სჯობს ასჯერ გადაიღო, გადააკეთო, გარდაქმნა და მაინც სცადო. ბევრ ცდაში აუცილებლად მიიღებ სასურველ ხარისხს.

ფინალური პროექტისთვის თამუნამ აირჩია ქართული სამკაულების ბრენდი “ისტორიალი”, რომელიც ქართული ოქრომჭედლობის უძველეს ნიმუშებს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ სამკაულებს აცოცხლებს. მას სურდა ქართული რეწვის ისტორია, ჩვენი კულტურული, ისტორიული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკეთესად წარმოეჩინა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ ბრენდის “გაცოცხლება”. ამისთვის კი, ისტორიალი თეგეტა თრეველთან დააკავშირა.

ამ იდეით, საქართველოს როგორც გეოგრაფიულ ასევე, კულტურულ მემკვიდრეობას წარმოვაჩენდი... მთავარი მოტივაციაც ეს მქონდა, გამეცოცხლებინა სამკაულები და ბრენდის ღირებულებითი მხარეები წარმომეჩინა… საბოლოოდ ძალიან ვისიამოვნე და ვფიქრობ, სწორედ ესაა მთავრი ამ საქმეში.

ხოლო მათ, ვინც დეტალებზეა კონცენტრირებული, მათი დამახსოვრება, ყველაფრისგან ან არაფრისგან რაღაცის შექმნა სურს, თამუნა კონტენტ მენეჯმენტის არჩევას ურჩევს.

მე კი გეტყვი, რომ Content Management კურსი არის სავსე პრაქტიკული სამუშაოებით, სადაც  ნახავ, შექმნი, შევცვლი, მერე ისევ შექმნი საკუთარი ხელით, სხვადასხვა ციფრულ არხში, სხვადასხვა საშუალებით, რესურსით და იდეით. ამიტომაც, Commschool-ში გელოდებით. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება