„ახლა ლექტორის მიერ შემოთავაზებულ სამსახურში ვმუშაობ“- კურსდამთავრებულის კარიერული განვითარება
ბიზნესის მიმართულების სტუდენტი, სტარტაპ “ბითუსისა” და სააგენტო ALTER WAYS-ის ციფრული მარკეტერი და ახლა უკვე აჭარასპორტის ედვერთაიზერი – ამ პორტფოლიოს მიღმა 22 წლის ნიკა რომანაძე დგას. თავის ასაკში ასეთ კარიერულ მიღწევებს მიზანდასახულობას მიაწერს და ამბობს, რომ მიზანი დიდი ხნის წინ დაისახა, რომლის მისაღწევადაც ენერგიას არ ზოგავს:
„დიდი ხანია ვიცი, რისი მიღწევა მინდა და ეფექტიანად ვიყენებ დროს , რათა ჩემი ორიენტირისკენ წავიწიო. ნაკლებ დროს ვუთმობ ისეთ გავრცელებულ რაღაცებს, რაც დიდ შრომას მოითხოვს და რეალურად არაფერს მაძლევს”
მისი პირველი სამსახური სტარტაპ „ბითუსიში“ იყო, სწორედ აქ მიხვდა, რომ „ის რისი მიღწევაც“ უნდოდა მარკეტინგთან უნდა ყოფილიყო კავშირში.
ასე დაიწყო ყველაფერი – მიზანი უკვე დასახული ჰქონდა და იქამდე მისასვლელი გზის ძებნაც შორეულ პერსპექტივად აღარ აღიქვამდა. როგორც ახლა იხსნებს, განვითარების იმდენად ძლიერი სურვილი გაუჩნდა, რომ უნივერსიტეტისა და სამსახურის პარალელურად ახალი გამოწვევებისთვისაც მზად იყო. ძიებამ თბილისის კომუნიკაციის სკოლაში მოიყვანა, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის კურსი გაიარა.
„COMM SCHOOL-ის შესახებ, ჩემმა ძმამ მითხრა და ისეთი კარგი რეკომენდაცია გაუწია, მაშინვე დავინტერესდი , დავიწყე ინფორმაციის მოძიება. სკოლისა და ლექტორების შესახებ წარმატებულ მარკეტერებსაც ვკითხე და ყველამ კურსის გავლა მირჩია. ისეთ ეტაპზე ვიყავი, რომ უდიდესი მოტივაცია მქონდა განვვითარებულიყავი, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლის გარდა უნივერსიტეტიც და სამსახურიც მქონდა, არ გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება – მზად ვიყავი განვითარებისთვის დიდი ძალისხმევა გამეწია.
„COMM SCHOOL ჩემთვის კარიერულად უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, გამოვიმუშავე აუცილებელი პროფესიული უნარები. ის რჩევები და რეკომენდაციები, რაც თბილისის კომუნიკაციის სკოლაში ლექტორებისა თუ კურსელებისგან მივიღე, ყოველდღიურ ცხოვრებაში დღემდე მადგება და მანვითარებს.”
“ასევე, ამ სკოლის დახმარებით მივიღე რამდენიმე შემოთავაზება და ახლა COMM SCHOOL-ის ლექტორთან ერთად მის მიერ შემოთავაზებულ სამსახურში – Adjarasport-ში ედვერტაიზერად ვმუშაობ“, – გვეუბნება ნიკა და ახლა რჩევებს თავადაც თამამად გასცემს . საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ყველას, ვინც კარიერის აწყობას, მასავით, მარკეტინგის მიმართულებით გეგმავს:
„თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ მარკეტინგი არის ის სფერო, სადაც მუშაობა გსიამოვნებს და მზად ხარ გადალახო ყველა ბარიერი, რათა გახდე პირველი შენს საქმეში, თბილისის კომუნიკაციის სკოლა შენთვის საუკეთესო ადგილია. ეს არ არის მხოლოდ თეორიული კურსი, თითოეული თეორია და რჩევა, რომელსაც წარმატებული ლექტორები თუ კურსელები გაძლევენ, გამყარებულია უდიდესი გამოცდილებით” – გვიზიარებს ნიკა რომანაძე.
ავტორი: მარიამ ელიაშვილი
რელევანტური ბლოგები
-
Data-Driven მარკეტინგის მოგზაურობა: როგორ შეიძინა სანდრომ ახალი უნარები და გამოცდილება...
-
კონტენტ მარკეტინგის კურსიდან კონტენტ კრეატორის პოზიციამდე...
-
ნინი მოდებაძე მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესიის, საჭირო უნარებისა და კურსის შესახებ...
-
რას მოიცავს SEO სპეციალისტის პროფესია და რა როლს თამაშობს ის კომპანიის წარმატებაში?...
-
რა არის და როგორ მუშაობს საიძიებო სისტემის ოპტიმიზაცია / SEO?...
-
SEO-ს ლექტორი, ნიკო სამხარაძე პროფესიის, გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ...