5 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ Android Development პროფესიად

blog-detail-img

იცით თუ არა, რომ მსოფლიოს მობილური მომხმარებლების დაახლოებით 86% ანდროიდის მომხმარებელია?  ეს არის ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება როგორც სმარტფონებში, ასევე პლანშეტურ კომპიუტერებში, “ჭკვიან” აქსესუარებში, ელექტრონულ რიდერებსა თუ საყოფაცხოვრებელ ნივთებში.

ანდროიდ დეველოპმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა არა მარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც. ჩნდება კითხვა: რატომ არის ეს პროფესია ასეთი პოპულარული? ამის რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია განვიხილოთ:

მაღალი ანაზღაურება   Paysa-ს კვლევის მიხედვით, ანდროიდ დეველოპერების საშუალო ანაზღაურება თვეში 8000 დოლარია, კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად კი ეს მაჩვენებელი იმატებს.  საქართველოში საშუალო ანაზღაურება 4000 ლარს შეადგენს, სენიორ დეველოპერების შემთხვევაში კი 5000 ლარს სცდება*

სტაბილური ზრდა – მობილური აპლიკაციების დეველოპერების სამუშაო ბაზარი დაახლოებით 32%-ით გაიზარდა 2010 წლიდან დღემდე, რაც იმას ნიშნავს, რომ 300 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. სავარაუდოა, რომ ეს ტრენდი მომავალში ბევრად უფრო მზარდი იქნება.

გამოწვევები – ეს არ არის მოსაწყენი და რუტინული სფერო, პირიქით – ძალიან დინამიურია. მუდმივად უნდა განვითარდეთ და თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად საინტერესო აპლიკაციებს შექმნით.

შესაძლებლობების ფართო არეალი – ეს პროფესია საშუალებას გაძლევთ თავისუფლად დასაქმდეთ უცხოურ ბაზარზე სხვადასხვა ფრილანს პლატფორმის დახმარებით: Upwork, Toptal, Fiverr, Freelancer ა.შ

მოქნილობა – თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც კომპანიის ოფისიდან, ასევე ნებისმიერი სხვა თქვენთვის სასურველი ადგილიდან. 

თუ დამწყები ან გამოცდილი დეველოპერი ხართ, ტექნიკურად განვითარებულ უნარ-ჩვევებიც გაქვთ და თან ანდროიდ ფრეიმვორკის შესწავლაც გაინტერესებთ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: თბილისის კომუნიკაციის სკოლა და Wandio, ტექნოლოგიური მიმართულებით, პირველ ერთობლივ, Android Development-ის პროგრამას უშვებენ. თანამშრომლობის საერთო მიზანი ტექნოლოგიური, ციფრული, განათლების დონის გაუმჯობესება და დასაქმების ბაზრის განვითარებაა.

აუცილებელია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი პრინციპები იცოდეთ და IT სფერო თქვენთვის უცხო არ იყოს. ამასთან, ინგლისურად ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა, გაგება და  გააზრებაც უნდა შეგეძლოთ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჯავას და კოტლინის პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ. ეცოდინებათ რა არის პროგრამირების პარადიგმები, გაეცნობიან Design pattern-ებს, შეეძლებათ აპლიკაციის UI-ის აწყობა და ფუნქციონალის შექმნა.

საწყის ეტაპზე, აქცენტი გაკეთდება პროგრამირების ენებისა და მიდგომების შესწავლაზე, რომელსაც Wandio-ს ანდროიდ დეველოპერი ბაჩო კურტანიძე წაიყვანს. ხოლო ანდროიდ გუნდის ხელმძღვანელი, ლევან კაკაბაძე უშუალოდ ანდროიდის სპეციფიკას, ინსტრუმენტებისა და აპლიკაციის შექმნის პროცესზე იქნება ორიენტირებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Alumni Club ფუნქციონირებს – ჩვენს კურსდამთავრებულებს ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და გარანტირებულ სტაჟირებებს ვთავაზობთ. ამჯერად, მათ, ვინც Android Development-ის პროგრამას წარმატებით დაასრულებენ, აქვთ რეალური შანსი, გახდნენ Wandio-ს გუნდის წევრები.

თუ განაცხადის შემოტანას ფიქრობ, გაითვალისწინე, რომ პროგრამაზე ადგილები ლიმიტირებულია, ჯგუფი კი ნაწილობრივ შევსებულია- პროგრამის სილაბუსი შეგიძლია იხილო აქ.


ავტორი: მარიამ კერესელიძე

*კონფიდენციალური 3rd party კვლევა

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება