ერთია – დეველოპმენტით დაინტერესდე, მაგრამ ბევრად რთულია ხოლმე, გადაწყვიტო, დეველოპმენტის რომელი მიმართულებაა შენთვის ყველაზე სასურველი. თუკი პროგრამული უზრუნველყოფის საწყის პრინციპებს უკვე ფლობ, მაშინ შენთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი Android-ის შესწავლა შეიძლება, იყოს; იმისთვის რომ საქმე გაგიადვილოთ, ამჯერად იმ 5 მთავარ მიზეზს გაგაცნობთ, რომელთა გამოც შესაძლოა, სწორედ Android დეველოპერობით დაინტერესდე.
1. მაღალშემოსავლიანია
დავიწყოთ იმით, რომ კარგი ანაზღაურება, ალბათ, Android დეველოპმენტის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი მხარეა: საქართველოში Android დეველოპერის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 4000 ლარამდეა, უფროსი დეველოპერების შემთხვევაში კი 5000 ლარს სცდება; ხოლო ფრილანსერულ პლატფორმებსაც თუ გამოიყენებ, მაშინ შენი საათობრივი ანაზღაურება, მაგალითად, UpWork-ზე 35$, Toptal-ზე კი 45$ იქნებოდა.
2. მოთხოვნადია
Android-ის ოპერაციული სისტემა ბოლო ათწლეულია, სმარტფონების ბაზრის უდიდეს წილს იკავებს, თანაც, მზარდი ტენდენციით: სტაბილური ზრდის ფონზე დღეს Android-ის სისტემით მსოფლიოს სმარტფონების 86% ოპერირებს. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ Android უკვე მხოლოდ სმარტფონებისთვის აღარაა: ამ სისტემით უკვე ისეთი მოწყობილობები მუშაობს, როგორიცაა e-Readers-ები, სმარტ ტელევიზორები, ტაბლეტები, პორტატული მედია პლეერები, კამერები, ვიდეო თამაშების პლეერები, სმარტ საათები და დრონებიც კი! შესაბამისად, Android-ის დეველოპერებზე მაღალი მოთხოვნა ბუნებრივიცაა.
3. პერსპექტიულია
Android არამხოლოდ მოწყობილობების ბაზრის, აპლიკაციების ბაზრის წამყვანი სისტემაცაა. Statista-ს თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში Google-ის Play Store-ზე 3.14 მლნ აპლიკაცია იყო განთავსებული Android-ს მომხმარებელთათვის, რაც აპლიკაციების 70%-ს გულისხმობს.
4. მარტივად ხელმისაწვდომია
Android-ის სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მხარე ისაა, რომ Open Source-ია, რის გამოც მსურველისთვის კოდი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი. ეს დეველოპერს კოდების თავისუფლად ადაპტირების, შედეგად კი – დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს, რაც კომპანიებისთვისაც საკმაოდ მოსახერხებელია.
5. დიდი კომუნა აქვს
შეუძლებელია იმის უარყოფაც, რომ Android-ს ძალიან შეკრული კომუნა ჰყავს: Android დეველოპერები ხშირად, ფორუმების დახმარებით, ერთობლივად მუშაობენ და ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებასა და უნარებს უზიარებენ. საერთო ჯამში კი, ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობა დეველოპერს მეტ პროდუქტიულობაში ეხმარება.
Commschool-ის Android Development-ის ინტენსიური კურსის დახმარებით კი საჭირო უნარების შეძენა 3 თვეში შეგიძლია: 24 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში ჯავასა და კოტლინის პროგრამირების ენებზე დამოუკიდებლად წერას, აპლიკაციის UI-ის აწყობას, პროგრამირების პარადიგმების, Design pattern-ების, აპლიკაციის ფუნქციონალისა და, რაც მთავარია, მცირე და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნას შეისწავლი. (აქვე, შეგიძლია გიორგი კახეთელიძის ფინალურ პროექტს გაეცნო)
კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში ავტომატურად Alumni Club-ის წევრი გახდები, რის შედეგადაც ჩვენი კარიერული პარტნიორების ვაკანსიებზე ექსკლუზიურ წვდომას მიიღებ. ხოლო თუკი შენი შედეგებით კურსის N1 კურსდამთავრებულიც იქნები, ყველაფერთან ერთად სწავლის საფასურიც უკან დაგიბრუნდება.
Commschool-ის Android Development-ის კურსზე ადგილების შევსება უკვე დაიწყო; თუ გინდა, რომ Android დეველოპმენტი შენს პროფესიად აქციო, შემოგვიერთდი.