ბარი 'მაკულატურას' რებრენდინგი- ქეთი აბულაძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

კურსის დამთავრების შემდეგ შევიძინე საკამრისი ცოდნა იმისთვის, რომ გავყვე ამ პროფესიას და გავზარდო ჩემი უნარები

თუ გაქვს სურვილი ისწავლო გრაფიკული დიზაინი 0-დან და ამ გზით გადადგა პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Graphic Design-ის კურსდამთავრებული, ქეთი აბულაძე გაგაცნო, რომელიც კურსისა და ფინალური პროექტის შესახებ გვესაუბრება.

აქვე გეტყვი, რომ Alumni Club-ის ფარგლებში კურსზე საუკეთესო კურსდამთავრებულებისთვის ჩვენს პარტნიორ კომპანიებში გარანტირებული სტაჟირება მოქმედებს. 

ქეთი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ პროცესში გააცნობიერა, რომ ლოგოებთან, შრიფტთან და პიქტოგრამებთან მუშაობა უფრო იზიდავდა, ამიტომ გრაფიკული დიზაინის მიმართულებით გადაწყვიტა კარიერის განვითარება.

უნივერსიტეტში მივხვდი, რომ არქიტექტურა ნაკლებად მაინტერესებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა და საკუთარი თავის გამოცდა ამ საქმეში

ქეთი გვიზიარებს, რომ ლექტორის დამოკიდებულებამ და კურსის გამართულობამ გავლენა იქონია გრაფიკული დიზაინით დაინტერესების პროცესში, რადგან “ლექტორმა  მართლა შემაყვარა ეს საქმე და მომცა მოტივაცია. ადრე თუ მეშინოდა რამის ჩემით გაკეთება ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ და სულ გავითვალისწინებ მის რჩევებს. ძალიან მომეწონა თუ როგორ იყო კურსი ინფორმაციით დატვირთული, ლექტორი არ შემოიფარგლა პროგრამით და მოგვაწოდა უამრავი საინტერესო ინფორმაცია გარე წყაროებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან.”

როგორც ქეთი ამბობს, ლექციებზე დასწრება მისთვის რუტინული პროცესი არ ყოფილა,პირიქით, ყოველთვის მოთმინებით ელოდებოდა ახალ-ახალ გამოწვევებს კურსიდან.

დასაწყისში პროგრამები მაშინებდა რადგან აქამდე სერიოზული შეხება მათთან არ მქონია მაგრამ პროგრამა ისეა გამართლი რომ ეტაპობრივად პროგრესს განიცდი და მარტივი დავალებიდან სრულყოფილი პროექტის შექმნას სწავლობ

სწორედ პრაქტიკული გამოწვევის ნაწილია ფინალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც კურსდამთავრებულები მათთვის სასურველი კომპანიის რებრენდინგზე მუშაოებენ.

ქეთიმ არჩევანი “მაკულატურა ბარზე” შეაჩერა და დეტალურად იხსენებს მუშაობის პროცესს : “მაქსიმალურად ვეცადე დამეჭირა და გადმომეცა ამ ადგილის ატმოსფერო და ესენცია. ლოგოს ესკიზის მოფიქრება, ფერის და ფონტის შერჩევა, თვითონ იმ განწყობის და დატვირთვის გადმოცემა, მთელი ეს კრეატიული პროცესი არის დაუვიწყარი გამოცდილება.”

ამიტომ თუ შენც ფიქრობ, რომ გრაფიკული დიზაინი სწორედ ის სფეროა, სადაც საკუთარ თავს ხედავ, გეტყვი რომ კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში რასტრულ და ვექტორულ დიზაინზე მუშაობა
  • დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვა
  • ბრენდისთვის ვიზუალის შექმნა
  • ბრიფის ანალიზი და მუდბორდების შექმნა
  • ლოგოს სკეჩების და დრაფტ ვერსიების გაკეთება
  • სხვადასხვა მედია არხისთვის ვიზუალის მორგება
  • დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვა
  • ბრიფის სწორად გაანალიზება
  • დავალების მარტივი და მოკლე გზებით შესრულება სხვადასხვა პრინციპის გამოყენებით

ასე და ამგვარად, როგორც ხედავ Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი სწორედ დამწყებთათვისაა და მის გასავლელად არანაირი წინაპირობა არაა საჭირო, ამიტომ ვფიქრობ თამამად შეგიძლია გადადგა პირველი ნაბიჯი და გაიგო მეტი კურსის შესახებ.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება