Aspria Fitness-ის რებრენდინგი - მაგდა ბობოხიძის ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

რა არის იმაზე სასიამოვნო, საქმის კეთება დამოუკიდებლად რომ შეგიძლია? მაგდა ბობოხიძეს, Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულს, სწორედ სხვა ადამიანებზე დამოკიდებულების დისკომფორტმა გადააწყვეტინა, გრაფიკული დიზაინი შეესწავლა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, საბოლოოდ, იმაზე ბევრად მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა:

“ბევრი დიზაინერი მეგობარი მყავს და ხშირად მიწევდა, მათთვის ელემენტარულ რამეებზე მეთხოვა დახმარება. კურსის გავლის მიზანი იყო, რომ დამოუკიდებლობა მომეპოვებინა, თუმცა შედეგად ბევრად მეტის გაკეთების შესაძლებლობა მივიღე.”

მაგდამ თავის ფინალურ ნაშრომად “Aspria Fitness”-ის რებრენდინგი გადაწყვიტა. პროექტზე მუშაობამ მას კურსის განმავლობაში შეძენილი უნარების რეალიზების საშუალება მისცა:

“ფინალურ ნაშრომზე მუშაობამ საშუალება მომცა, ერთიანობაში აღმექვა და დამელაგებინა ის, რაც მთელი კურსის განმავლობაში ვისწავლეთ: გავიაზრე, რა  სად უნდა გამომეყენებინა.”

მაგდას შესრულებული რედიზაინის არსებულ ლოგოსთან შედარება თავად შეგიძლია: 

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები
თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

აქვე, მაგდას ნაშრომებსაც გაეცანი:

მაგდას თქმით, კურსი მას თავისი მთავარი მიზნისა და კიდევ უფრო მეტის მიღწევაშიც დაეხმარა:

“ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ონლაინ სივრცეში ვიზუალური კომუნიკაცია შემძლებოდა. კურსმა კი იმაზე მეტი მომცა, ვიდრე ველოდი.”

კურსის სწორი სტრუქტურა და საქმისადმი ლექტორის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება მაგდას მოტივაციისა და საბოლოო შედეგის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

“კურსი კარგად იყო დალაგებული, ლექტორი კი პოზიტიური იყო და იგრძნობოდა, რომ ლექციებს გულით ატარებდა და არა მოვალეობის გამო, ეს კი მთლიან განწყობას უფრო სერიოზულს და ეფექტიანს ხდიდა.”

საერთო ჯამში, მაგდა გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს Commschool-ში სწავლას ურჩევს:

“სხვა ადამიანებსაც ვურჩევდი Commschool-ს. სხვათა შორის, უკვე ვურჩიე და ჩაეწერა კიდეც გრაფიკული დიზაინის ახალ კურსზე -ეს იმიტომ, რომ კურსი გაძლევს იმას, რასაც გპირდება”

თუ გრაფიკული დიზაინის უნარების შეძენა შენთვისაც საინტერესოა და სწავლაც 0-დან გინდა, შემოგვიერთდი👇


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება