"არტ გენის" რედიზაინი - ნინა სარიაშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

“კურსის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად განვვითარდი: ვისწავლე დიზაინის შექმნის პროცესის სწორად წარმართვა – აქამდე ეს პროცესი ქაოტური იყო.” – ამბობს ნინა სარიაშვილი, რომელიც თავისი ფინალური ნაშრომით Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსის ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდა, რითაც Commschool-ის პარტნიორ კრეატიულ სააგენტოში სტაჟირების შესაძლებლობა მოიპოვა.

გრაფიკული დიზაინის კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტად მათთვის საინტერესო ლოგოს რებრენდინგს აკეთებენ. ნინამ ამისთვის “არტ გენის” ფესტივალის ლოგო შეარჩია:

“ფინალური პროექტისთვის ,,არტ გენის” რებრენდინგი ავირჩიე. ფესტივალის კონცეფცია ძველის და ახლის სინთეზია, ეს იდეა ძალიან მომწონს, სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ ამ ფესტივალის ლოგოს რებრენდინგზე მუშაობაც ძალიან საინტერესო იქნებოდა.”

აქვე, იხილე “არტ გენის” არსებული და ახალი ლოგო

მისი ინსპირაციის წყარო ქართული ორნამენტები აღმოჩნდა, რომლებიც ბრენდის იდენტობას მოარგო:

“ინსპირაცია ქართული ორნამენტებიდან მოვიდა. ვეცადე არსებული ფორმები, რომლებიც ძალიან ეკლექტურია, გამემარტივებინა, დამეხვეწა, ხასიათით ბრენდისთვის მომერგო.”

საერთო ჯამში, ნინამ ლოგოში ყველა ამ დეტალს მოუყარა თავი:

“ლოგო ოთხი ნიშნისგან შედგება, რომელიც ხასიათით ქართულ ორნამენტს უკავშირდება, ფერების პალიტრა კი ფესტივალის ესთეტიკის მიხედვითაა შერჩეული; გავითვალისწინე, რომ ფესტივალი ზაფხულში იმართება.”


ნინას თქმით, კვლევის პროცესი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც უკვე არსებული უნარების მეტად დახვეწაში დაეხმარა:

“მუშაობის პროცესი კვლევით დავიწყე. კვლევა რებრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, დიდი დრო დავუთმე და ვფიქრობ, ამან ჩემი დიზაინზე ფიქრის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა.”

ნინას თქმით, სწავლების სტრატეგია მაქსიმალური ცოდნის მიღების საშუალებას აძლევდა:

ძალიან კომფორტულია, როდესაც თავისუფლად შეგიძლია დასვა ნებისმიერი კითხვა და მიიღო მასზე ამომწურავი პასუხი, სწორი ფიდბექი რომელიც განვითარებაში გეხმარება.”

განსაკუთრებით სასარგებლო კი გამოცდილ ლექტორთან ურთიერთობა იყო:

ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, მნიშვნელოვანი იყო ლექტორთან მუშაობა. ასეთი წარმატებული დიზაინერისგან მაგალითის აღება, მისი გამოცდილების მოსმენა მოტივაციას მმატებდა ყოველ ლექციაზე.”

მიღებული მოტივაცია კი ნამდვილად დიდი აღმოჩნდა – ნინამ დიზაინერის კარიერის განვითარებაზე უკვე დაიწყო ზრუნვა და შედეგიც სახეზეაა:

“თუკი აქამდე მხოლოდ ფრილანს პროექტებზე ვმუშაობდი, კურსის განმავლობაში გამიჩნდა მოტივაცია, რომ დიზაინერად გამეგრძელებინა კარიერული წინსვლა; შედეგმაც არ დააყოვნა და დღეს KTW group -ის დიზაინ-გუნდს შევუერთდი, რაც ვფიქრობ, ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ახალი გამოწვევაა.”

გრაფიკული დიზაინის 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში, უამრავი დავალების დახმარებით მრავალ უნარს შეიძენ. კურსის ბოლოს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებასთან ერთად შეგეძლება ბრენდისთვის შექმნა ვიზუალი, გააკეთო ლოგოს სკეჩები და დრაფტ ვერსიები, მოარგო ვიზუალი სხვადასხვა მედია არხს, სწორად გააანალიზო ბრიფი, შექმნა მუდბორდები და სწორად დაგეგმო დიზაინ-პროექტები. რაც მთავარია, კურსი არის დამწყებთათვის, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არანაირ აუცილებელ ცოდნას არ საჭიროებს.

მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ კურსდამთავრებულები Alumni Club-ის წევრები ხდებიან, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა წამყვანი პარტნიორი კომპანიიდან დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობებს იღებენ.

ნინამ კურსის განმავლობაში თავისი უნარები დახვეწა და კრეატიულ სააგენტოში სტაჟირების შანსიც მოიპოვა. იმავეს მიღწევა შენც შეგიძლია. შემოგვიერთდი


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება