გზა იდეიდან პროტოტიპამდე - ანი იაშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც შენი ურთიერთობა თანამედროვე, ციფრულ პროდუქტებთან  მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც – UX დიზაინერისთვის ეს მისი პროფესიაა: იგი ორიენტირებულია იმ პროდუქტების განვითარების ყველა ასპექტზე, დიზაინზე, გამოყენებადობაზე, ფუნქციებსა და სხვა დამატებით ისეთ საკითხებზე, რასთან შეხებაც შენს თითის ბალიშებს ნებისმიერი აპლიკაციის გამოყენებისას აქვს.

მაგალითად, თუ ქალაქის ერთი პუნქტიდან მეორეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გამგზავრებას გადაწყვეტ, საამისოდ დაგჭირდება აპლიკაცია, რომელიც ყველა მარშრუტსა და მიმართულებაზე ინფორმაციას მოგაწვდის. 

და იცი? ასეთი აპლიკაციის იდეა მართლაც შემუშავდა და მისი სახელწოდებაა Momo!

Momo ანი იაშვილს ეკუთვნის, ჩვენი UX Research & Design-ის კურსდამთავრებულს, რომელმაც იგი კურსის ფინალური პროექტის ფარგლებში ააწყო. 

„Momo არის აპლიკაცია, სადაც შეგიძლია მარტივად მოიძიო ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეტად პოპულარიზაციას და მგზავრობის დაგეგმვის კულტურის დანერგვას.“

მოიცადე, აბა UX დიზაინერები და ციფრული პროდუქტებიო..?

ვფიქრობ, სიღმეებში ჩასვლაც არ იქნება ურიგო: ერთია, როდესაც აპლიკაცია გაქვს და მეორე – როგორ ვითარდება, იხვეწება და იგეგმება მისი სამომავლო ურთიერთობა შენთან, როგორც პოტენციურ მომხმარებელთან; რა უპირატესობები, ფუნქციები აქვს ისეთი, რაც შენს გამოცდილებას მასთან ეფექტურსა და კომფორტულს გახდის. 

სხვა სიტყვებით – რას აკეთებენ UX დიზაინერები ზოგადად.. და როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს ჩვენთან, Commschool-ში.

ამ ბლოგში სწორედ ამ პროცესებზე მოგიყვები – გზაზე იდეიდან პროდუქტამდე – ფინალურ პროექტამდე, რაც ანიმ ჩვენთან ერთად დაფარა.

აქედანვე მინდა იცოდე, რომ საბოლოო ნაშრომზე მუშაობა ჩვენთან, UX Research & Design-ის კურსზე დასაწყისშივე იწყება.

აი, როგორ: პირველივე ლექციაზე ირჩევ სასურველ თემატიკას, რაც შეიძლება იყოს პრობლემა, სტარტაპ იდეა, აპლიკაცია, რომელზეც ფიქრობ, რომ რაღაცებს გაამარტივებს, ან თუნდაც ველოსიპედს ხელახლა გამოიგონებს და სამი თვის მანძილზე, ლექტორთან კონსულტაციისა და უკუკავშირის პარალელურად მასზე მუშაობ.

ეტაპობრივად სწავლობ კვლევის ჩატარებას, პროტოტიპირებას, მის გატესტვას და ყოველ სიახლეს შენს იდეას აბამ, პრაქტიკაში ამუშავებ.

საბოლოოდ კი იქმნება ნაშრომი, რომელიც კომპლექსური და დახვეწილია იმდენად, რომ მისი პორტფოლიოში გამოყენება და პოტენციური დამსაქმებლისთვის ჩვენება შეგიძლია. 

 

პროექტთან ერთად ვითარდები შენც, შენი უნარებიც, რომლებიც კურსის ბოლოს დაგეხმარება რეალურ სამუშაო გარემოში თამამად გაიარო იგივე პროცესები.

ანა თვლის, რომ თავისი ცხოვრების სტილიდან, კარიერული მიზნებიდან გამომდინარე, თვითგანვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც იმყოფებოდა, UX Research & Design-ის კურსის გავლა ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

„რაც შეეხება კითხვას "რატომ Commschool?" - საინტერესო სილაბუსის გარდა, მეგობრისგან მიღებულმა კარგმა რეკომენდაციამაც გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე.”

ალბათ, გაინტერესებს კმაყოფილია თუ არა ანი საკუთარი არჩევანით.

„ძალიან მომეწონა მთლიანი კურსის მიმდინარეობის პროცესი და ლექტორების მეგობრული დამოკიდებულება, რაც უფრო მარტივს ხდიდა კითხვების დასმას, კონკრეტულ საკითხებში ჩაძიებას."

აღნიშნა დამოკიდებულება გაცდენილი ლექციებისადმიც. ხომ იცი, ჩვენთან სალექციო კურსი ინტენსიური და პრაქტიკული დავალებებითაა დატვირთული. ამიტომ, ცოდნის სრულფასოვნად მიღებისთვის, აუცილებელია, რომ არც ერთი ლექცია გამოტოვო. Commschool-ში გაცდენილ ლექციებზე ნერვიულობა არც ღირს. იცი რატომ? 

„იყო შემთხვევა, რომ მოგზაურობის გამო რამდენიმე ლექციას ვერ დავესწარი, მაგრამ მქონდა შესაძლებლობა ადმინისტრაციისთვის მეცნობებინა, რის შემდეგაც ხდებოდა მთლიანი ლექციის ჩაწერა და შემდეგ გაზიარება. ეს ძალიან დამეხმარა, რომ არ ჩამოვრჩენილიყავი სილაბუსს.“

გარდა კურსის მსვლელობისა, ანი საუბრობს ყველა იმ პროგრესსა და გამოცდილებაზე, რაც სამი თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად მიიღო.

„კურსის ფარგლებში პროექტზე მუშაობისას გამოვაჩევდი კვლევების ჩატარების გამოცდილებას, ვინაიდან კვლევის მეთოდებთან პრაქტიკული შეხება აქამდე არ მქონია.“

გამოცდილება კი, ალბათ დამეთანხმები, მაშინ მიიღება განსაკუთრებულად პროდუქტიული ფორმით, როდესაც მისი შეთვისება და ახალ, ეფექტურ უნარებში გარდაქმნა ხდება. 

ანი ამბობს:

„კურსის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია დამეხმარა პრიორიტეტულობის მიხედვით დამელაგებინა დიზაინის ის მიმართულებები, რომლის სქილსეტის განვითარებაც მეტად მსურს, რაც, თავისთავად, აისახება ჩემს მომავალ კარიერულ ზრდაზე.“

ანის დახმარებით შევეცდები ცოტაოდენი ინფორმაცია მეც დაგიმატო კურსთან დაკავშირებით. პირველ რიგში გეტყვი, რომ 

„Commschool-ის დიზაინის კურსი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ, გამოსცადონ ციფრული პროდუქტის თავიდან ბოლომდე შექმნის პროცესი, რომლის პარალელურადაც ასევე მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას UX კვლევებისა და დიზაინ პრინციპების შესახებ.“

ჩვენთან კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

 

კურსის დასასრულს მიიღებ ხელშეწყობას კარიერული განვითარების კუთხითაც.

როგორ? ჩვენთან მოქმედებს Alumni Club – ეს არის კლუბი, სადაც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება. იგი ეხმარება მათთვის მისაღები, საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორ კომპანიებში.

 

აბა, შენ სად მიემგზავრები? 

თუკი ჩვენი მარშრუტით დაინტერესდი, ისიც გაითვალისწინე რომ ახალი კურსის გასვლა სულ რაღაც ერთ თვეში – 5 აპრილს იგეგმება. ამიტომ, დიდად ნუღარ დააყოვნებ. შემოგვიერთდი.

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება