Angular-ის კურსიდან Omedia-ში - კოტე კირკიტაძის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

რომ არა Commschool, ალბათ, კიდევ დიდხანს არ მექნებოდა ამბიცია, სადმე გამეგზავნა რეზიუმე დეველოპერის პოზიციაზე. Commschool-მა მომცა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დამეხმარა, Omedia-ში მოვხვედრილიყავი.” – კოტე კირკიტაძემ Angular-ის კურსი წარმატებით დაასრულა და თავისი კარიერა Omedia-ში დაიწყო. კარიერული შესაძლებლობა Commschool-ის Alumni Club-მა უზრუნველყო.

დასაქმების მსგავსი პერსპექტივა Commshool-ის ნებისმიერ წარმატებულ კურსდამთავრებულს აქვს. საქმე ისაა, რომ ისინი ავტომატურად ხდებიან ჩვენი Alumni Club-ის წევრები, კლუბის წევრებს კი ექსკლუზიური წვდომა უჩნდებათ Commschool-ის პარტნიორების ვაკანსიებზე, რომელთა შორისაც ისეთი კომპანიებია, როგორიც Space, Adjara Sport, Sweeft Digital, Omedia, ლიბერთი ბანკი და GPI Holding არიან. კოტეს ამბავი, აი, ასე მოხდა:

კურსის დასრულების შემდეგ ყველაფერი ისე მალე აეწყო, რომ ვერც გავიაზრე. მივიღე შემოთავაზება, მინდოდა თუ არა ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელება და თუ ვფიქრობდი სამსახურის შეცვლაზე(რადგან სხვაგან ვმუშაობდი). მალევე გაირკვა Omedia-სგან სამსახურის შემოთავაზების დეტალები და, რა თქმა უნდა, მეც დავთანხმდი.”

კოტემ, გარდა იმისა, რომ კურსის დასრულებისთანავე დაიწყო დეველოპერის კარიერა, თავისი სწავლის საფასურიც სრულად დაიბრუნა – ის Angular-ის N1 კურსდამთავრებული გახდა! თუ არ გახსოვს, შეგახსენებთ, რომ Commschool-ის ტექნოლოგიური კურსების N1 სტუდენტებს კურსის საფასურს სრულად ვუბრუნებთ უკან ისევე, როგორც კოტეს შემთხვევაში მოხდა.

როცა კურსის შედეგები მივიღე და გავიგე, რომ N1 კურსდამთავრებული გავხდი, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.” – ამბობს კოტე

კოტეს თქმით, Angular-ის კურსის გავლამდე, წინსვლა უჭირდა, რადგან ხელს დამწყებ დეველოპერთა მთავარი პრობლემა, დაბნეულობა უშლიდა:

“ჩემი შემთხვევა, სხვა ბევრი დამწყები დეველოპერისას ჰგავდა – დავიწყებდი ერთი ტექნოლოგიის ან ენის სწავლას, ვისწავლიდი რაღაც დონეზე, შემდეგ ვანებებდი თავს და სხვა რამეზე გადავერთვებოდი.”

გარკვეულ ეტაპზე კოტე სრულ გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მისი თქმით, სწორედ მაშინ გადაწყვიტა Commschool-ში მოსვლა:

“ბევრ რამეს შევეხე. საბოლოოდ, მიმართულებაც დავკარგე და სრულიად დავიბენი. კურსის შესახებ რომ გავიგე, რაკი მასზე ჩარიცხვის ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, გადავწყვიტე, მომესინჯა – იქნებ ჩამოვყალიბდე-მეთქი საბოოლოოდ.”

ლექტორის მიდგომამ კოტე მალევე დაარწმუნა თავისი ნაბიჯის სისწორეში:

კურსის დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე: ლექტორი მთელი მონდომებით ცდილობდა თავისი ცოდნის გაზიარებას. თანაც, თავის გამოცდილებასაც გვაცნობდა რეალური პროექტების შესახებ და, ამ ყველაფრის ფონზე, კურსის ფარგლებშიც დავიწყეთ საინტერესო პროექტზე მუშაობა.

სამთვიანი შრომის დახმარებით, კოტე ცხადად გამოერკვა თავის სამომავლო სურვილებში, გახდა კურსის N1 სტუდენტი, დაიწყო კარიერა და სამომავლო განვითარებისთვის საკმარისი ცოდნაც მოაგროვა:

ეს სამი თვე ძალიან ინტენსიური იყო, დიდი ენერგია და შრომა წაიღო. საბოლოოდ, კი უკვე იმ დონემდე ავედი, რომ ჩამოვყალიბდი რა მინდა, მომცა მიმართულება და ყველანაირი ხელჩასაჭიდიც, რომ ამ ტექონლოგიას ბოლომდე გავყვე და განვაგრძო განვითარება, რადგან სასწავლი ჯერაც ძალიან ბევრია.

ქომსქულელობა ჩემთვის ნიშნავს სიახლეს და დაუღალავ შრომას.” – აღნიშნავს კოტე და მათ, ვინც ისეთივე დაბნეულია, როგორც თავად იყო სულ მცირე ხნის წინ, ურჩევს:

ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება და არ იცის საით წავიდეს, ვურჩევდი, Commschool აირჩიოს, რადგან მიიღებენ ხარისხიან ცოდნასა და გამოცდილებას და დახვდებათ ძალიან მეგობრული გარემო.

თუ HTML, CSS და JavaScript-ში გარკვეული ხარ, მაშინ Commschool-ის Angular-ის კურსის გავლა თავისუფლად შეგიძლია. კურსის განმავლობაში ისწავლი და გამოიყენებ Angular-ის ყველა ძირითად კონცეფციასა თუ არსებულ best practice-ებს. ასევე, Angular რაკი TypeScript-based framework-ია, TypeScript-საც სიღრმისეულად გაეცნობი; კურსის ბოლოს TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად შეძლებ მუშაობას და მისი გამოყენება Angular-ის მიღმაც, ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიაში შეგეძლება. რა თქმა უნდა, თანამედროვე JavaScript-საც შეეხები და სიღრმისეულად გაარჩევ რეაქტიულ პარადიგმასაც(RxJS).

საერთო ჯამში, კურსის ბოლოს Angular-ის გამოყენებით ვებ-აპლიკაციებს დამოუკიდებლად ააწყობ და Angular-ში დამოუკიდებლად განვითარების უნარებიც გექნება.

ასე, რომ თუ Angular-ს მიმართულება გაინტერესებს და ამ მხრივ კარიერულად განვითარებაც გსურს, შემოგვიერთდი!


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება