Android Development-ის კურსდამთავრებულის, მანუჩარ ზაქარიაძის, ფინალური პროექტი

blog-detail-img

თუ პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი პრინციპები იცი, მაშინ ანდროიდის სამთვიანი ინტენსიური კურსი შეიძლება შენთვის საინტერესო იყოს. მანუჩარ ზაქარიაძესთვის, ანდროიდ დეველოპმენტის კურსდამთავრებულისთვის, კურსი ეფექტური აღმოჩნდა: 

“პირველივე ლექციიდან მივხვდი, რომ დარგის ცოდნით ყველაზე სუსტი ვიყავი ჯგუფში. თუმცა მქონდა ორი რამ, ძალიან დიდი ინტერესი და მოტივაცია, ამან კი საშუალება მომცა, რომ კურსი წარმატებით დამესრულებინა.”

აქვე, იხილე მანუჩარის ნაშრომი:

მანუჩარმა თავის ფინალურ პროექტად სუპერგმირების აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტა; მისი თქმით, პროექტზე მუშაობის პროცესი მას შესწავლილი უნარების დახვეწაში ეხმარებოდა:

“საბოოლოო პროექტად სუპერგმირების აპლიკაციის შექმნა ავირჩიე, რადგან კომიქსების  დიდი მოყვარული ვარ, პროექტი კი ყველა კომიქსის აპლიკაციის შექმნას გულისხმობდა.

პროექტზე მუშაობის პროცესმა საშუალება მომცა, თეორიაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადამეტანა, დამეტესტა სხვადასხვა ვერსიები, შეცდომები დამეშვა და გამომესწორებინა, ლექტორისგან, რომლის მხარდაჭერაც მთელი პროცესის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო, მიმეღო რჩვევები.”

მანუჩარის აზრით, კურსის ბოლოს მიღწეული შედეგი მას თვითგანვითარების მოტივაციასაც აძლევს:

“როცა პროექტი დავასრულე, მივხვდი, რომ მოკლე დროში ბევრი რამ ვისწავლე: უკვე დამოუკიდებლადაც შემიძლია საშუალო დონის აპლიკაციის შექმნა, თუმცა დამოუკიდებლად კიდევ ბევრ მუშაობას ვაპირებ – ლექტორებისგან მივიღე რჩევები  და, ვფიქრობ, უახლოეს თვეებში კიდევ უფრო ბევრ რამეს ვისწავლი ამ სფეროში.”

ყველაფერთან ერთად, მანუჩარი Commschool-ისგან მიღებულ მხარდაჭერასაც გამოარჩევს:

“Commschool-ში მხარდაჭერა კურსის დასრულების შემდეგაც გრძელდება მაშინ, როცა საქართველოში სასწავლო პროგრამები უმეტესად მხოლოდ კურსის დროს მიწოდებული პროგრამით შემოიფარგლება.”

კურსის დამთავრების შემდეგ, როგორც მანუჩარმაც აღნიშნა, Commschool თავის კურსდამთავრებულებს მხარს უჭერს კარიერული კუთხით: კურსდამთავრებული ავტომატურად Alumni Club-ის წევრი ხდება, რაც მას პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და სტაჟირების შესაძლებლობებზე აძლევს წვდომას. პარტნიორების რიცხვს კი, ეს ეს არის, საერთაშორისო კომპანია Sweeft Digital-იც შეემატა, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით კურსდამთვრებულებთან თანამშრომლობითაა დაინტერესებული, ეს კი მათ ახალ კარიერულ შესაძლებლობებს უხსნის.

აქვე გეტყვი, რომ Android Development-ის პროგრამა 24 ლექციას მოიცავს და 3 თვეზეა გადანაწილებული, რომლის განმავლობაში სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებასა და სავარჯიშოზე იმუშავებ, კურსის შედეგად კი, მანუჩარის მსგავსად, აპლიკაციის დამოუკიდებლად აწყობა და კოდის წერა შეგეძლება. შემოგვიერთდი 👇


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება