Android development-ის კურსიდან Epam Georgia-ში - თემურ ხატიაშვილის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

“გასაუბრებებს Commschool-ში მიღებული ცოდნით გავართვი თავი. საბოლოოდ, სამუშაო წინადადება “Epam”-ისგან მივიღე, რომლის გუნდსაც საბოლოოდ შევუერთდი” – თემურ ხატიაშვილი Android Development-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც კურსის დასრულების შემდეგ, Commschool-ის რეკომენდაციით გასაუბრება გაიარა და “Epam Georgia”-ში Android Developer-ის პოზიცია დაიკავა

თემო თავისი კურსის შემდგომი კარიერული წინსვლის შესახებ ორიოდე სიტყვით მოგვიყვება:

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, დამოუკიდებლად სწავლა უფრო მიყვარს და საინტერესოა ჩემთვის, ვფიქრობ, რომ კურსზე რეგისტრაცია საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით გადავწყვიტე განვითარება“.

თემო კურსის ლექტორების მაქსიმალურ ჩართულობასაც გამოარჩევს, რის გამოც, მცირე დროის მიუხედავად, სტუდენტები ხარისხიან ცოდნას იღებენ:

ვფიქრობ, თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ გახდეს ანდროიდ დეველოპერი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაშინ Commschool-ში კურსი საუკეთესო გამოსავალია“.

თემო რეკომენდაციას უწევს Commschool-ს, რადგან თვლის, რომ კურსზე მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში დაეხმარა:

“ანდროიდით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, გაიროს ეს კურსი, რადგან პროგრამა ყველა იმ საჭირო კომპონენტს ფარავს, რაც უმცროს დეველოპერს სჭირდება სამსახურის დასაწყებად”.

თუ გაინტერესებს Android Development, შენთვის უცხო არ არის IT სფერო და პროგრამული უზრუნველყოფის საწყისებსაც იცნობ, შეგიძლია შემოგვიერთდე Commschool-ში. კურსის გავლის შემდეგ Java-სა და Kotlin-ის პროგრამირების ენებზე კოდის წერა და საშუალო ზომის აპლიკაციის დამოუკიდებლად აწყობა შეგეძლება. ასევე, Commschool-ისგან მუდმივად მიიღებ დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობებს.

რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, ყოველი კურსდამთავრებულისთვის ფუნქციონირებს Alumni კლუბი, რომლის წევრებიც სკოლის ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან მიიღებენ სამუშაო შემოთავაზებებს, როგორებიცაა: Sweeft Digital, Space, Omedia ა.შ.

თემომ პროგრამის დასრულებისთანავე, კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში, სხვადასხვა შემოთავაზება მიიღო პარტნიორი კომპანიებისგან, საბოლოოდ კი Epam Georgia-ს გუნდს შეუერთდა.

გინდა შემდეგი კარიერული წინსვლის ისტორია შენზე დაიწეროს? დაინტერესებული ხარ Android Development-ით? შეგიძლია რეგისტრაცია გაიარო და თავადაც გახდე წარმატებული Commschool-ელი.


მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება