Android Development-ის კურსიდან Epam Georgia-ში - გიორგი კახეთელიძის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

“Commschool-ში მივიღე ღირებული ცოდნა. აღსანიშნავია ლექტორების მხარდაჭერა სამსახურის ძიების დროს, რომლის შედეგადაც შემოთავაზებები მივიღე, ასევე იყო რეკომენდაციები სკოლის მხრიდან” – გიორგი კახეთელიძე Android Development-ის პროგრამის კურსდამთავრებულია, რომელიც კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში Epam Georgia-ს გუნდს შეუერთდა.

კურსდამთავრებულთა კლუბში სტუდენტები სამუშაო შეთავაზებებს, სტაჟირების შესაძლებლობებსა და კონსულტაციებს იღებენ Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან: Adjarabet, Omedia, Sweeft Digital, Space  ა.შ. 

გიორგიმ კურსის დასრულების შემდეგ რამოდენიმე კომპანიისგან მიიღო შემოთავაზება, საბოლოოდ კი არჩევანი Epam-ზე შეაჩერა, სადაც  Junior Android Developer-ად დაიწყო მუშაობა.

“კურსის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ, შემოთავაზებები “Space”-დან, “Flatrock Technology”-დან და “Epam”-დან მივიღე და შევუერთდი “Epam”-ის გუნდს. კურსზე მიღებული ცოდნა გასაუბრებების წარმატებით გავლაში დამეხმარა” – ამბობს გიორგი. 

საერთო ჯამში, გიორგი კმაყოფილია კურსისგან მიღებული გამოცდილებით, ცოდნითა და საბოლოო შედეგებით და რეკომენდაციას უწევს Commschool-ს:

“Commschool-ში ჩაბარებას ვურჩევდი ყველას, ვინც მზადაა ინტენსიური მუშაობისთვის და ეძებს ღირებულ ცოდნასა და შესაძლებლობებს”.

აქვე გეტყვი, რომ Android Development-ის კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება როგორც Java-სა და Kotlin-ის პროგრამირების ენებზე კოდის წერა, ასევე, საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა და მისი UI-ის გამართვა.

ასე, რომ თუ შენვის უცხო არ არის IT სფერო, გესმის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზისები და ინგლისურ ენასთანაც მეგობრობ, შენც შეგიძლია Android Development-ის კურსი გაიარო და გიორგის მსგავსად, განივითარო შენი კარიერული გზა. შემოგვიერთდი✊


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება