ამბები UX Research & Desgin-ის კურსიდან - ქეთა გოგიტიძე

blog-detail-img

თამამად ვამბობ, რომ დამოუკიდებლად შემიძლია კვლევების და ტესტირების ჩატარება, ვაიერფრეიმების, დიზაინისა და პროტოტიპის შექმნა.

იმისათვის, რომ საიტზე ინტერაქცია შენთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და მარტივი იყოს უამრავი ადამიანი მუშაობს, მათ შორის კი ერთ-ერთი UX დიზაინერია. ის თვალს ადევნებს თანამედროვე ტენდენციებს, შეისწავლის არსებულ მოთხოვნებსა თუ რეალობას, და ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე, ქმნის დიზაინს, რომელიც გიმარტივებს ონლაინ როტაციას.

ამიტომ თუ UX Research & Design-ით ხარ დაინტერესებული, გეტყვი, რომ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა UX Research & Design-ის კურსდამთავრებული, ქეთა გოგიტიძე გაგაცნო, რომელმაც ფინალური პროექტის ფარგლებში ციფრული სადაზღვევო ბროკერი ‘ფრანის‘-ის საიტზე იმუშავა.

ქეთას UX-ის სფეროთი დაინტერესების ამბავი კიდევ ერთი დიდი ისტორიაა, რადგან ის მარკეტინგის მენეჯერია და ერთ-ერთი პროექტის დროს მობილური აპლიკაციის შექმნის დოკუმენტზე იმუშავა. გარდა ამისა, ის მანამდეც იყო დიზაინის სფეროთი დაინტერესებული, ციფრულ პროდუქტებზე მუშაობამ კი გარდა დიზაინისა მომხმარებლის გამოცდილებითაც დააინტერესა, ამიტომ კურსის გავლა გადაწყვიტა.

ერთია ქმნიდე პროდუქტს და მეორე ზუსტად გესმოდეს მომხმარებელს რა სურს

Previous slide
Next slide

ამ გადმოსახედიდან ცოტა მეცინება, მაგრამ თურმე კურსამდე არაფერი მცოდნია. UX უფრო ვიზუალურ მხარესთან ასოცირდებოდა და ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ პროდუქტის სრულყოფამდე მრავალი ეტაპია გასავლელი

ქეთას აზრით, კურსზე ყველა საჭირო ცოდნა მიიღო იმის შესახებ თუ სად და როგორი ინფორმაცია ეძებოს და საჭიროების შემთხვევაში როგორ გამოიყენოს. ამ ყველაფერში კი მისი თქმით, პრაქტიკულ დავალებებზე ორიენტირებული კურსი დაეხმარა.

არიან ადამიანები, რომლებიც თეორიულად მიღებული ცოდნის რეალიზებას ეფექტიანად ახდენენ, მე კი პრაქტიკულად მიღებული ცოდნას ვანიჭებ უპირატესობას. მიხარია, რომ კურსი დატვირთული იყო, როგორც საინტერესო ინფრომაციით, ასევე პრაქტიკული დავალებებით, რამაც ძალიან მიმზიდველი გახადა პროცესი.

Previous slide
Next slide

ქეთა ფინალურ პროექტზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის პორექტზე მუშაობისას ჩატარებული ტესტირება, რეალური პროექტის ნაწილშიც ძალიან გამოადგა და უფრო მეტიც, სიამაყით გვიზიარებს, რომ მობილური აპლიკაციის დიზაინზე მუშაობას უახლოეს 1 თვეში იწყებს.

მსიამოვნებდა ის, რომ ნებისმიერ საკითხზე ვიღებდი ძალიან დროულ მხარდაჭერას, როგორც ლექტორების, ისე ადმინისტრაციის მხრიდან

მე კი გეტყვი, რომ კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით
  • Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი
  • კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება
  • პროტოტიპის შექმნა
  • Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა
  • ციფრული პროდუქტის გუნდთან მუშაობა

ახლა კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება