ამბები React-ის კურსიდან - სერგი ვადაჭკორიას კარიერული გზა

blog-detail-img

სერგი ვადაჭკორია React-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც 2 თვიანი პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამის გავლის შემდეგ Commschool-ის მხარდაჭერით Sweeft Digital-თან დაიწყო თანამშრომლობა:

ახალ პოზიციაზე კურსზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება. React მიმართულებით ცოდნის დიდი ნაწილი სწორედ COMMSCHOOL-ის კურსმა მომცა, რამაც განაპირობა ახალი გამოწვევების თავდაჯერებულად მიღება

კურსის დასრულების შემდეგ სერგიმ ინდივიდუალურ ფინალურ პროექტზე იმუშავა, რომლის ფარგლებშიც React ტექნოლოგიის გამოყენებით აპლიკაცია ააწყო. პროექტის სირთულიდან გამომდინარე კი მისი პორტფოლიოში ჩაწერაც შეძლო, ხოლო კურსზე მიღებული ცოდნა / გამოცდილება დაეხმარა ტექნიკური ინტერვიუსა და სხვა ეტაპების წარმატებით გავლაში.

შენც შეიძლება გინდოდეს შენი ხელით ვებ-აპლიკაციების შექმნა და მისი ერთ პროექტად ისე შეკვრა, რომ პოტენციურ დამსაქმებელს პორტფოლიოს სახით აჩვენო, თუმცა რთულია ტექნოლოგიის არჩევა, რომლისთვისაც დროისა და ფინანსური რესურსების გამოყოფდი. ასევე, საჭიროა დარწმუნდე, რომ ტექნოლოგია, რომლითაც პროდუქტს ქმნი, მოთხოვნადია, მზარდია და ვითარდება. აქ კი თამაშში შემოდის React. 

React Meta-ს (Facebook) მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მოქნილად შევქმნათ მასშტაბირებადი სამომხარებლო ინტერფეისები. თანამედროვე ბაზარზე მას აქტიურად მოიხმარენ Facebook, Netflix, Twitter, Airbnb, Uber  და სხვა მსხვილი კომპანიები. რა ხდის რეაქტს სხვა ტექნოლოგიებისაგან გამორჩეულს? სიმარტივე, მოქნილობა და პოპულარობა. კვლევების თანახმად, დღესდღეობით ReactJS-ს 94000-ზე მეტი საიტი იყენებს. Linkedin-ის მიხედვით React N1 მოთხოვნადი ტექნოლოოგიაა Front-end-ში. გამოცხადებული ტექნოლოგიური ვაკანსიების 47.6%-ში React-ია მოთხოვნილი.

თუმცა,  მისი მოთხოვნადობა მაღალ კონკურენციასაც გულისხმობს. ამ ფონზე, დამწყები დეველოპერები ბევრ პრობლემას აწყდებიან. ინტერნეტში უამრავი სახის სასწავლო რესურსია, რაც სწავლის პროცესში სტრუქტურისა და პრიორიტეტების გამოყოფას რთულს ხდის. ამ გამოწვევის გადალახვაში Commschool-ში პროგრამა დაგეხმარება: პრაქტიკული დავალებები, Best Practices, ინდივიდუალური პროექტი და Live Coding არის ის, რაც 16 ლექციაში მოგამზადებს ამ სფეროში კარიერული განვითარებისთვის. 

react

კურსი ნებისმერი ადამიანისთვისაა, ვისაც აქვს საწყისი ცოდნა WEB დეველოპმენტში (იგულისხმება HTML CSS და Javascript -ის საწყისები), იცის ინგლისური ისეთ დონეზე, რომ შეძლოს გაიაზროს ტექნიკური დოკუმენტაცია და რაც მთავარია, აქვს მოტივაცია, ისწავლოს კომპლექსური საკითხები პრაქტიკულ მაგალითებზე.

კურსის დამთავრების შემდეგ თავისუფლად შეგეძლება:

Commschool არის ადგილი, სადაც გაიცნობ იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც შენთან ერთად ცდილობენ რაღაც ახლის შესწავლას და ამ ახალი მიმართულების განვითარებას, ადამიანებს, რომლებსაც უკვე საკმაო ცოდნა აქვთ დაგროვებული და სიამოვნებით გიზიარებენ შენ​

გარდა React დეველოპერისთვის საჭირო Hard / Soft უნარების შეძენისა, Commschool-ისგან კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კარიერული კუთხით მხარდაჭერასაც მიიღებ – ისე, როგორც ეს სერგის შემთხვევაში მოხდა. ჩვენთან ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება ნებისმიერი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, სტაჟირებებსა და კონსულტაციებს.

რა ასაკობრივ კატეგორიაშიც არ უნდა მოიაზრებოდე, აქ მუდმივად გრძნობ მოტივაციას, იმისთვის რომ ახალი საქმის დაწყება არასდროს არის გვიან, იღებ ყურადღებას და მხარდაჭერას შენი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენს დროში ეს საკმაოდ მნიშნელოვანი ასპექტია. ასე რომ, თუ COMMSCHOOL-ის ლამაზი პოსტები სხვა ადამიანების გამოცდილებების შესახებ ვინმეს შორიდან მოსწონს, უფრო ახლოს გაცნობასაც ვურჩევდი

მოკლედ, თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ დაგაინტერესა ამ სფერომ, ქვემოთ ბმულს გიტოვებ, შემოგვიერთდი!


ავტორი: თამარ ბასიაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება