ამბები Motion Design-ის კურსიდან - რეზიკო თოხაძე

blog-detail-img

თუ აქამდე, ვიდეოსთვის საჭირო გრაფიკულ სთოქებს სხვადასხვა საიტებზე ვეძებდი და ხშირად არ იყო ისეთი, როგორიც მინდოდა, ახლა უკვე თავად შემიძლია შევქმნა საჭირო გრაფიკა

თანამედროვე ციფრულ სამყარო დაწყებული სოციალური ქსელებიდან დამთავრებული სატელევიზიო შოუებითა და მხატვრული ფილმებით, წარმოუდგენელია Motion გრაფიკოსის გარეშე, რადგან ვიზუალურად გამართული და ხარისხიანი კონტენტი (ფილმის თრილერი, რილსი, კომერციული ვიდეო) არის ის რაც კონტენტს ყურებადს ხდის. 

შენ კი თუ გინდა რომ Motion Design ისწავლო და ერთხელ მაინც გიცდია ამ მხრივ, თუნდაც ტელეფონში მასალის დამუშავება ვფიქრობ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Motion Design-ის კურსდამთავრებული რეზიკო თოხაძე გაგაცნო, რომელიც კურსის შესახებ შთაბეჭდილებებს გიამბობს. 

რეზიკო დიდი ხანია Digital Art-ში მოღვაწოებს, რამდენიმე Software-იც მაღალ დონზე იცის, ამიტომ ფიქრობდა, რომ შემდეგი ნაბიჯი After Effects-ის შესწავლა უნდა ყოფილიყო.

გარდა ამისა, რეზიკო ვიდეოედიტორიცაა, ამიტომ ფიქრობს, რომ:

აღნიშნული კურსი ძალიან დამეხმარა, რომ ჩემი სქილები გამემრაფავალფეროვნებინა. თუ აქამდე, ვიდეოსთვის საჭირო გრაფიკულ სთოქებს სხვადასხვა საიტებზე ვეძებდი და ხშირად არ იყო ისეთი, როგორიც მინდოდა, ახლა უკვე თავად შემიძლია შევქმნა საჭირო გრაფიკა

რეზიკო ასევე აღტაცებით იხსენებს სალექციო პროცესსაც და კონკრეტულად იმ დეტალებს გვიზიარებს, რაც ყველაზე მეტად მოეწონა:

მომეწონა, რომ უფრო დიდი დრო ეთმობოდა პრაქტიკულ მუშაობას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს რეალურ პროექტზე ვმუშაობდით, გაწერილი დედლაინითა და მაღალი ხარისხის მოთხოვნით

აქვე გეტყვი, რომ კურსდამთავრებული კურსის ბოლოს ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებლად შექმნა აპლიკაციის ფრომოუშენი.

რეზიკო კი გამორჩეულად სწორედ ფინალურ პროექტზე მუშაობის პერიოდს იხსენებს:

ფინალური პროექტი იყო კურსის კულმინაცია, რადგან მოიცავდა ყველა იმ სქილების გამოყენებას, რომელიც კურსის განმავლობაში გამოვიმუშავეთ. ამასთანავე ფინალურმა პროექტმა აშკარად დამანახა ჩემი შესაძლებლობები, მითუმეტეს, რომ კურსის დასაწყისში ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 2 თვეში ასეთი შედეგის დადებას შევძლებდი

ასე რომ, თუ Motion Design-ის სწავლა გსურს, რეზიკო გირჩევს, რომ Commschool-ში მოხვიდე, რადგან:

კარგი გარემოა განვითარებისთვის, მუშაობის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებულია იმ რეალურ ტექნიკურ გამოწვევებთან, რომელიც მომავალში პრაქტიკაში შეგვხვდება. და რაც მთავარია, თუ კურსის მიმდინარეობას ფეხს აუბამ, კურსის ბოლოს შედეგი და განვითარება შესამჩნევი იქნება

აქვე გეტყვი, რომ Motion Design-ის კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან ერთ-ერთში: Burtula, Maverik, Redberry

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • გააცოცხლო ნებისმიერი გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაცია ან/და სხვა ვიზუალური მასალა
  • სარეკლამო რგოლების შექმნა, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, ფონების, ლოგოს, აიქონების და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიკური ანიმაცია, მობილური აპლიკაციის UI ანიმაცია, HUD ელემენტების ანიმაცია.
  • ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობა After Effects ში
  • 3D ეფექტის შექმნა After Effects-ში ფოტოებით და გრაფიკული ილუსტრაციებით
  • მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალის და ანიმაციის შექმნა
  • დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრება, პროექტის სირთულის და ბიუჯეტის განსაზღვრა, ორგანიზებულად მუშაობა
  • გამოიყენო მოუშენ დიზაინის ძირითადი პრინციპები, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მარტივი თუ კომპლექსური პროექტისთვისაა საჭირო.
  • რილსის და პორტფოლიოს შექმნა

Motion Design-ის კურსს 15 ნოემბერს ვიწყებთ. გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ 👇🏼

ავტორი: ნინიკო ბერიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება