ამბები Motion Design-ის კურსიდან - ინნა დაღელაშვილი

blog-detail-img

Motion Design ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა მსოფლიოში, რომელიც აქტიურად გამოიყენება სარეკლამო რგოლებში, მუსიკალურ კლიპებში, სატელევიზიო შოუებსა თუ პრომო ვიდეოებში, მხატვრულ თუ დოკუმენტური ფილმებში. ასევე,  სოციალურ ქსელებში (ციფრული ბანერები, პოსტები, სთორი, ა.შ).

თუ დაინტერესებული ხარ ანიმაციების შექმნით, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ Motion Design-ის კურსდამთავრებულს, ინნა დაღელაშვილს, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესს გვიზიარებს. 

ინნას სფეროსადმი ინტერესი გრაფიკული დიზაინით დაიწყო, რომლის შესწავლის პროცესშიც, მიხვდა, რომ მიღებულ ცოდნასთან ერთად სხვა, მასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების შეძენაც სურდა, ამისათვის კი ქომსქულის Motion Design-ის კურსი აირჩია, რაშიც კურსდამთავრებულთა რეკომენდაციები და ეფექტური სილაბუსი დაეხმარა.

კურსის შერჩევის დროს, კონსულტაცია გავიარე ამ სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის, Commschool-ის კურსდამთავრებულებთან. მათ დადებითად შეაფასეს სასწავლო პროგრამა და პროცესში პერსონალის ჩართულობა. ასევე, YouTube-ზე კურსდამთავრებულთა ნამუშევრები ვნახე, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში თითოეული სტუდენტი დამოუკიდებლად მუშაობს ფინალურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ინნამ თავდაპირველად შექმნა storyboard, რომელმაც ნათელი წარმოდგენა შეუქმნა ანიმაციის მსვლელობაზე. მისთვის ყველაზე რთული ნაწილი აღმოჩნდა მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენტების ისე ანიმირება, რომ ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმოდეს, თუმცა ლექტორის უკუკავშირითა და დაუღალავი შრომით პროექტი წარმატებით დაასრულა.

ფინალური პროექტი ორ ნაწილად მომზადდა, რამაც შესაძლებლობა მომცა შუალედური უკუკავშირი ამესახა ანიმაციის საბოლოო ვერსიაში.

კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნით, ინნას უკვე შეუძლია, რომ სხვადასხვა სირთულის ანიმაციები შექმნას. მისთვის ყველაზე ღირებული იყო იმის შესწავლა, ანიმაციაზე მუშაობის დროს როგორ გამოკვეთოს საჭირო ელემენტები, რათა შეძლოს მაყურებლის ყურადღების მიქცევა და შენარჩუნება. 

კურსის სრულად გავლის შედეგად, ნათელი წარმოდგენა შემექმნა, როგორ მინდა ჩემი პორტფოლიო გამოიყურებოდეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობ.

მათ კი, ვინც Motion Design-ითაა დაინტერესებული, ინნა ურჩევს: “მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების სისტემატური გამოყენება, რათა შეძლო სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია. გარდა ამისა, მოტივაციისთვის შეგიძლია შექმნა პირადი ბლოგი, რომელზეც ყოველკვირეულად განათავსებ ნამუშევარს.”

თუ გსურს შეისწავლო ანიმაციის შექმნის პრინციპები, მეთოდები და ხელსაწყოები, ეს კურსი შენთვისაა, შემოგვიერთდი Motion Design-ის პროგრამაზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება